,,ახალი სისტემით სახელმწიფო ქონების გასხვისება და შესყიდვები სრულად გამჭვირვალე ონლაინ პროცედურებით განხორციელდება, რაც კორუფციის რისკებს მაქსიმალურად ამცირებს''- პრემიერი

 

მთლიანად ონლაინ ფორმატში წარიმართება უკვე სატენდერო პროცედურები, პლატფორმა შეიქმნა, ვერავითარ შემთხვევაში ვერავინ ვერ შეიტანს კორექტივებს ამ პროცესებში. ზუსტად იმისათვის, რომ ის არ მოხდეს, რაც ხდებოდა, რა პრაქტიკაც იყო დამკვიდრებული 1 ლარად საკუთარ თავზე ქონების მისხვისება და უამრავი სხვა უბედურება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, "რუსთავი 2-ის" ეთერში გადაცემა "დებატებში" განაცხადა.

პრემიერის თქმით, ახალი სისტემით სახელმწიფო ქონების გასხვისება და შესყიდვები სრულად გამჭვირვალე ონლაინ პროცედურებით განხორციელდება, რაც კორუფციის რისკებს მაქსიმალურად ამცირებს.

"თქვენ ხომ აცხადებთ, რომ კორუფციასთან ბრძოლა არის ყალბი, მე გეუბნებით, რომ 2024 წლის 8 თებერვლიდან არც ერთი ქონება, არა თუ უნივერსიტეტი, მიწა ან რომელიმე სხვა, არც ერთი ქონება არ გასხვისებულა აუქციონის გარეშე და ამიტომ გეუბნებით, რომ ყალბი კი არ არის ჩვენი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, ზუსტად არც ბენდუქიძის პრაქტიკა გვინდა, არც გიული ალასანიას, არც სააკაშვილის პრაქტიკა გვინდა, არც "ნაცმოძრაობის" და არც რომელიმე სხვა ადამიანების.

ეგ არის ჩვეულებრივი მანიპულაცია და სპეკულაცია, თქვენ არ მყავხართ ამ შემთხვევაში მხედველობაში. მაგალითად, რასაც ახლა ეს ენჯეოები ატრიალებენ, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, არის კონკრეტული შემომწირველი, ბიზნესმენები გვწირავენ ჩვენ ამ თანხებს,  და ამ ბიზნესმენების გარკვეული ნაწილი მონაწილეობს ამ ტენდერებში.

ძალიან მარტივი ლოგიკაა, აქ არაფერი კორუფცია არ არის, არავითარი კავშირი არა აქვს ამას კორუფციასთან, ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია და მანიპულაცია.

ის სხვა რამე იყო, მე გეტყვით რა ხდებოდა [მიშას დროს]. მიჰყავდათ მოდულის შენობაში ბიზნესმენები და მილიონს ქეშად ატანინებდნენ ჩვეულებრივად, ეს იყო მაშინდელი პრაქტიკა ბენდუქიძის, გიული ალასანიას და სააკაშვილის დროინდელი პრაქტიკა და ჩვენს დროს არის სრულიად განსხვავებული პრაქტიკა. 

ბიზნესმენს რომ უნდა დღეს ქვეყანაში, ბიზნესის სრული თავისუფლების პირობებში მმართველი პარტიისთვის ფულის შეწირვა - აქ არაფერი კორუფცია არ არის და მერე ამ ბიზნესმენების მცირე ნაწილი ტენდერებში რომ მონაწილეობს და ტენდერს რომ იგებს სამართლიან პირობებში და მთლიანად გამჭვირვალე გავხადეთ ჩვენ ეს პროცედურა, მთლიანად გამჭვირვალეა პროცედურა, ნებისმიერს შეუძლია შევიდეს და ნებისმიერს შეუძლია თანაბარ პირობებში მოიგოს ტენდერები.

სად არის აქ კორუფცია? რამდენიმე სივრცე, ხვრელი რომ იყოს ამ პროცედურებში, მთლიანად ონლაინ ფორმატში წარიმართება უკვე სატენდერო პროცედურები, პლატფორმა შეიქმნა, ვერავითარ შემთხვევაში ვერავინ ვერ შეიტანს კორექტივებს ამ პროცესებში. ზუსტად იმისათვის, რომ ის არ მოხდეს, რაც ხდებოდა, რა პრაქტიკაც იყო დამკვიდრებული 1 ლარად საკუთარ თავზე ქონების მისხვისება და უამრავი სხვა უბედურება, ზუსტად მაგიტომ, მხოლოდ აუქციონით იყიდება სახელმწიფო ქონება და ზუსტად მაგიტომ, ყველა შესყიდვა ხორციელდება ონლაინ, სრულიად გამჭვირვალედ, ყველა აკვირდება ამ პროცედურებს და ვერავის შეექმნება უპირატესობა ამ კონკურენციაში. ამით ვაზღვევთ ჩვენ და დანარჩენი არის სპეკულაციები, ის, რომ ვიღაცამ თან 30 000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას და თან ტენდერშიც მიიღო მონაწილეობა, ეს არავითარი არგუმენტი არ არის კორუფციასთან დაკავშირებული, ცარიელი სპეკულაციების ეს ყველაფერი", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

 

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე: მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, გვითხარით, რომ აქ ხედავთ კორუფციის ნიშნებს და თუ არ გვექნება რეაგირება, მერე ისაუბრეთ, რომ ყალბია ჩვენი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას
,,ახალი სისტემით სახელმწიფო ქონების გასხვისება და შესყიდვები სრულად გამჭვირვალე ონლაინ პროცედურებით განხორციელდება, რაც კორუფციის რისკებს მაქსიმალურად ამცირებს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას - რამდენი ქონება გასხვისდა ერთ ლარად იმ დროს, როდესაც თქვენ მოღვაწეობდით მთავრობის ადმინისტრაციაში და როდესაც გიორგი გახარია იყო პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე - სწორედ ინსტიტუტების დეპოლიტიზებას ვაკეთებთ, როდესაც კონკრეტულ სფეროებში პრაქტიკა უმჯობესდება
პრემიერი: მხოლოდ 6 თვის განმავლობაში 200-ზე მეტი საქმე აღიძრა პოლიტიკური თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების მიმართ, რაც კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა
ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას - არსებობს ხატოვანი გამონათქვამი, იყავით და გაგეკეთებინათ, ვინ გიშლიდათ
ირაკლი კობახიძე - ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ჩვენს საქმიანობაში ვერავინ ნახავს ერთ კორუფციულ გადაცდომასაც კი
ირაკლი კობახიძე - კახა ბენდუქიძე მინისტრი იყო და თავის თავზე ყიდდა ქონებას 1 ლარად. ეს არის კორუფციის ხელოვნების დონემდე აყვანა, ჩვენ ამ მაგალითს გამეორება არ გვინდა
ირაკლი კობახიძე - დაინერგა ახალი პლატფორმები, იმისათვის, რომ სრულიად გამჭვირვალე გამხდარიყო სახელმწიფო შესყიდვები, უკვე შედეგიც სახეზეა
ირაკლი კირცხალია: საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს 6 წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს
"ყულევის პორტთან დაკავშირებით გერმანიის ელჩი ტყუილებს ავრცელებდა"- ლევან მახაშვილი
,,ყულევის პორტთან დაკავშირებით საქმის დეტალები არ მაქვს, მაგრამ როგორც მე ვხედავ, რუსული ნავთობი ევროკავშირში ხელახლა ექსპორტირდებოდა''- ევროკომისიის პრესსპიკერი
"პლასტიკის მოხმარებასთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი დაავადების მომრავლება"- პრემიერი
,, საქართველო აშშ-ს სთავაზობს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით ''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, სწორედ იმის გამო, რომ ამ ადამიანმა დაინახა კონკრეტული პრობლემები, გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება,
პრემიერი - ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს არა ევროპული ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე ძალების კარნახით
ირაკლი კობახიძე - „ლელო“ ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან და შესაბამისი პროცესისგან
პრემიერი - ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით: ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის, არც ჰააგის მექანიზმი გვაინტერესებს