"ისწავლე და დასაქმდი" ახალ ეტაპზე გადადის და გაზაფხულის სემესტრზე მონაწილეობის მსურველთა მიღებას იწყებს

თბილისის მერიის პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი" ახალ ეტაპზე გადადის და 17 მარტიდან პირველი აპრილის ჩათვლით, გაზაფხულის სემესტრზე მონაწილეობის მსურველთა მიღებას იწყებს.

წელს პროგრამა 2 000-მდე თბილისელს 80-ზე მეტ მოთხოვნად კურსს სრულიად უფასოდ სთავაზობს, პროგრამის განმახორციელებელ პარტნიორებს კი, სახელმწიფო სასწავლებლებთან ერთად, ემატება კერძო სექტორიც.

პროგრამის ახალი ეტაპის პრეზენტაციაზე მუნიციპალიტეტის მერიასა და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციას" შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს მხარეთა ურთიერთთანამშრომლობას საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების სფეროში. აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს ბიზნეს სექტორის საჭიროებებზე ორიენტირებული სასწავლო პროექტებისა და პრაქტიკული პროგრამების განხორციელებას, ასევე, კადრების მომზადება/გადამზადებას შრომის ბაზარზე არსებული სამუშაო ძალის დეფიციტის აღმოფხვრისა და მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

მემორანდუმს თბილისის მერმა, კახა კალაძემ და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ მოაწერეს ხელი.

„15 000-ზე მეტი კურსდამთავრებული და 75% დასაქმებული - ეს ის მაჩვენებელია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში, პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის" ამოქმედების შემდეგ მივიღეთ. მერიის ამ მნიშვნელოვან პროგრამას მიმდინარე წელს 2 000-მდე თბილისელი შეუერთდება, რომელიც სრულიად უფასოდ გაივლის 80-ზე მეტ მოთხოვნად კურსს.

„ისწავლე და დასაქმდი" მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც სწავლის ხარისხისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ზუსტ თანხვედრაშია. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო წლებში შრომის ბაზარი ითხოვდა დარგის სპეციალისტებს, რომლებიც სამწუხაროდ, დეფიციტი იყო, მივიღეთ გადაწყვეტილება, მოქალაქეებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა გადამზადების და პროფესიონალიზმის ამაღლებისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტი, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განათლებასა და მათ შემდგომ განვითარებას.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროგრამის განმახორციელებელ პარტნიორებს, სახელმწიფო სასწავლებლებთან ერთად, დაემატნენ კერძო სექტორის წარმომადგენლები. სწორედ ამიტომ, დღეს მუნიციპალიტეტსა და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციას" შორის ფორმდება მემორანდუმი. მუნიციპალიტეტი, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, შეიმუშაოს სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამა, განაგრძოს სტუდენტთა დაფინანსება და მაქსიმალურად მოერგოს თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებს", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა და მადლობა გადაუხადა მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურს პროგრამის განხორციელებისთვის, ასევე, პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს.

პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი" დედაქალაქის მერიის პროექტია, რომელშიც მიმდინარე წლიდან არსებითი ცვლილებები შევიდა. კერძოდ, პროგრამაში მონაწილეობის მინიმალური ასაკი 18-ის ნაცვლად, განისაზღვრა 16 წლით; პროგრამის გადამზადებულთათვის ამოქმედდა კარიერული კონსულტირების სერვისი, რომელიც პროგრამის მონაწილეებს დაეხმარება პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირებასა და კომუნიკაციაში.

გარდა ამისა, თანამედროვე გლობალური ტენდენციებისა და ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით, მიმდინარე მიღებაზე გამოიკვეთა ორი პრიორიტეტული სფერო - ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და ენერგოეფექტურობა, ამ მიმართულებით კი დაემატა ისეთი ახალი კურსები, როგორებიცაა: დრონის მართვის შემსწავლელი კურსი; ელექტროდამტენების სპეციალისტი; ხელოვნური ინტელექტი ლიდერებისა და მენეჯერებისთვის; ვებსაიტების აწყობა ხელოვნური ინტელექტით და სხვა.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება ვებგვერდზე - dasakmdi.ge. მასში მონაწილეობა შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან. სწავლა სრულად ფინანსდება თბილისის მერიის მიერ.

ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მერის მოადგილეები, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, საქართველოს პარლამენტის დელეგატები და საკრებულოს წევრები, ასევე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, „ისწავლე და დასაქმდის" კურსდამთავრებულები და პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 





მსგავსი სიახლეები
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, გაუპატიურების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
"ისწავლე და დასაქმდი" ახალ ეტაპზე გადადის და გაზაფხულის სემესტრზე მონაწილეობის მსურველთა მიღებას იწყებს
"პრაქტიკულად გვთხოვენ, რომ სახელმწიფო გავაუქმოთ" - დავით მათიკაშვილი "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე
რამდენიმე სახელმწიფო არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტზე, ქვეყნის შიგნით არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ აღიარებენ ამას 100 პროცენტზე, ვერ ვიქნებით ლოიალური მათ მიმართ -ირაკლი კობახიძე
ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას "ოჯახური ღირებულებების შესახებ" და "გამჭვირვალობის შესახებ" კანონების გაუქმებას სთხოვენ
Daily Mail: FBI-ის ცნობით, ირანი კალიფორნიაზე დრონებით თავდასხმას გეგმავს
ოპოზიციად წოდებული შეთქმულთა გუნდი არსებობს, რომელიც ქვეყანას პირდაპირ უტევს, მათთვის დიალოგი სასურველი არ არის -გია ვოლსკი
პრემიერ-მინისტრი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
დღეს ყველაზე ინტენსიური დარტყმები განხორციელდება ირანის ტერიტორიაზე, ოპერაციის მიზნები იგივე რჩება -პიტ ჰეგსეტი
10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ოსლოში, აშშ-ის საელჩოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა - მედია
,,სანამ ლომჯარია სასამართლოში წავა, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი''- სუბარი
უცნაურია, რომ კალასი და კოსი საქართველოსთვის იცლიან, როგორ ბედავენ ან რატომ ფიქრობენ, რომ მათ სიტყვას ფასი ექნება იმ ყველაფრის მერე, რა მდგომარეობაშიც უკრაინა ჩააგდეს? -ლევან მაჭავარიანი
7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა
"ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორია. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად-სახელმწიფო დეპარტამენტი
ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით შეტევასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა -ირაკლი კობახიძე
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანზე საჰაერო შეტევის ახალ კადრებს ავრცელებს
,, ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ს სათავეში „სულელი და არაკომპეტენტური“ ლიდერი ედგა''- თეთრი სახლის სპიკერი
აიათოლა ალი ხამენეის ნებისმიერი შემცვლელი მიზანში იქნება ამოღებული -ისრაელ კაცი
4 მარტის ამინდის პროგნოზი