სამართალდამცველებმა "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, დაკავებულებს ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“ და „კანონიერი ქურდობა“.
„სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. „ქურდული გადაწყვეტილებები“.
დაკავებულები ე.წ. ქურდული გარჩევებისა და შეკრებების დროს, უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის „კანონიერ ქურდს“, ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, 223-ე მუხლის სეკუნდა და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა იმ თანამშრომელს, ასევე გამოძიებაზე პროცესუალურად ხელმძღვანელ პროკურორებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აღნიშნული ღონისძიების წარმატებით განხორციელებაში.
ქვეყანაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, ქართველი სამართალდამცველებისთვის ორგანიზებულ დანაშაულთან და განსაკუთრებით ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა, უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს. ამ მიმართულებით, ვმოქმედებთ და მომავალშიც ვიმოქმედებთ პრინციპულად, მკაცრად და ყოველგვარი კომპრომისების გარეშე.
ნებისმიერი პირი, რომელიც არღვევს კანონს და ჩართულია კრიმინალურ საქმიანობაში, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, რათა ქვეყანაში დაცული იყოს კანონი და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება“, – განაცხადეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე.
მსგავსი სიახლეები
სამართალდამცველებმა "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევა
აჭარის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის 2 მოქალაქე დააკავა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა
პოლიციამ თბილისში, ოჯახის წევრის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
„ილი ჯგუფთან'' ხელშეკრულება შეწყდა - სავარაუდოდ, ამ კომპანიასთან ჩვენ გვექნება სასამართლო დავა''- პაატა სალია
რომეო მიქაუტაძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართა
შემზარავი დანაშაული კახეთში - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
პარლამენტის წინ გაშლილ კარავში გაჩნდა ხანძარი, ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, რამდენიმე პირი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იქნა გადაყვანილი-შსს
ყველა ჩემი განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას -გივი თარგამაძე
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს
რომეო მიქაუტაძეს ჩამოერთვას ქონებები, მათ შორის ესპანეთის სახლი, მანქანები, ოქროს მონეტა და ოქროს ზოდები
ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები, დაკავებულია 51 პირი -შსს
ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი -სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი