დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შეტყობინების საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანში მსხვილფეხა საქონელზე ზედამხედველობა დააწესეს.
ცხოველს აღენიშნებოდა გაძლიერებული ნერწყვდენა, უმიზეზო აგრესია, მადის დაკარგვა, კოორდინაციის დარღვევა. სააგენტოს ინსპექტორებმა პათოლოგიური მასალის ნიმუშები ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევით, ცოფი დადასტურდა. ინფორმაცია ცხოველის ცოფით დაავადების შესახებ მაშინვე ეცნობა ჯანდაცვის ადგილობრივ სამსახურს.
დაინფიცირებულ პუნქტსა და მიმდებარე ტერიტორიაზე (დაინფიცირებული პუნქტიდან 3კმ-ის რადიუსში) გამოცხადდა კარანტინი. სააგენტომ ჩაატარა კარანტინით გათვალისწინებული ღონისძიებები - დეზინფექცია, დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია ცოფის საწინააღმდეგოდ, დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფ ცხოველებზე ზედამხედველობა, ცხოველის გადაადგილებაზე კონტროლი და სხვა. ამ ეტაპისათვის მუნიციპალიტეტში აცრილია დაავადების ამთვისებელი 4500 სული ცხოველი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად ცოფის შემთხვევები 2025 წელს, 2012 წელთან შედარებით, 93%-ით არის შემცირებული.
მსგავსი სიახლეები
უკვე მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდის ინიციატივას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
ტყიბულში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ
პატრიარქის მკურნალობის შემდგომი მოქმედებები იმის მიხედვით განისაზღვრება, რასაც აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი -ანდრია ჯაღმაიძე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა
საზღვარგარეთიდან ელოდებიან ავტორიტეტულ ექიმს ან ექიმთა ჯგუფს, რათა თავიანთი გამოცდილებით კიდევ ერთხელ შეაფასონ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა -დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე-ირაკლი კობახიძე
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია
კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია მოთავსებული, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე მივიდნენ
თბილისის მერი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო
პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არსებითი ცვლილებების გარეშეა, უზრუნველყოფილია უკლებლივ ყველაფერი, რაც აუცილებელია საუკეთესო მკურნალობისთვის -მიხეილ სარჯველაძე
გამოცხადდა 2026 წლის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი
კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, რომ ილია მეორე მართვით სუნთქვაზე იმყოფება
17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
17 მარტის ამინდის პროგნოზი
ირაკლი კირცხალია: ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ
ირაკლი კობახიძე - ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან
კობა კობალაძემ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ვახტანგ ადამაშვილს 101 წლის იუბილე მიულოცა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კარკუჩაში ზვავი ჩამოწვა
16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი