სერგეი შოიგუ - უკრაინული დრონების განვითარების დინამიკა და მათი გამოყენების მეთოდები ისეთია, რომ რუსეთის არც ერთი რეგიონი აღარ შეიძლება, თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს
უკრაინული დრონების განვითარების დინამიკა და მათი გამოყენების მეთოდები ისეთია, რომ რუსეთის არც ერთი რეგიონი აღარ შეიძლება, თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ ეკატერინბურგში გამართულ თათბირზე განაცხადა.
„სულ ცოტა ხნის წინ ურალი მიუწვდომელი იყო უკრაინის ტერიტორიიდან საჰაერო დარტყმებისთვის, ხოლო დღეს უკვე უშუალო საფრთხის ზონაშია", - განაცხადა შოიგუმ.
როგორც შოიგუმ აღნიშნა, ურალი ასევე გამოირჩევა ფართო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით, მათ შორის მსხვილი სარკინიგზო მაგისტრალებითა და ფედერალური მნიშვნელობის ავტომაგისტრალებით.
„მათი მწყობრიდან გამოყვანამ შეიძლება არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მოიტანოს, არამედ გამოიწვიოს დიდი აგლომერაციების ცხოვრების დესტაბილიზაციაც, მიწოდების ჯაჭვების დარღვევა, მათ შორის იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისტემების, რომლებიც „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უზრუნველყოფს", - განაცხადა სერგეი შოიგუმ.
ამასთან, 27 ნოემბერს ეკატერინბურგსა და სვერდლოვსკის ოლქში პირველად გამოცხადდა სარაკეტო საფრთხის რეჟიმი.
„აქ კონცენტრირებულია თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსის სტრატეგიული საწარმოები, ენერგეტიკის, ქიმიური მრეწველობის ობიექტები, ასევე უმსხვილესი ნავთობისა და გაზის საბადოები", - ციტირებს შოიგუს „ინტერფაქსი".
შოიგუმ ასევე აღნიშნა, რომ 2025 წელს თითქმის ოთხჯერ გაიზარდა უკრაინის მიერ რუსეთის რეგიონებში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე განხორციელებული საჰაერო შეტევების რაოდენობა. შოიგუს მონაცემებით, ასეთი შეტევები 23 ათასს აღწევს.
მსგავსი სიახლეები
„არ შემიძლია სუფთა სინდისით დავუჭირო მხარი ირანში მიმდინარე ომს''- აშშ-ის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გადადგა
სპარსეთის ყურის ქვეყნები შეერთებულ შტატებს მოუწოდებენ, საბოლოოდ გაანეიტრალონ ირანი - Reuters
„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ კუბის პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს
სერგეი შოიგუ - უკრაინული დრონების განვითარების დინამიკა და მათი გამოყენების მეთოდები ისეთია, რომ რუსეთის არც ერთი რეგიონი აღარ შეიძლება, თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს
ძალების გაერთიანებით უკრაინასა და აშშ-ს შეუძლიათ, მასირებული თავდასხმის ქვეშ მყოფი ნებისმიერი ქვეყნის ცა დაკეტონ -ვოლოდიმირ ზელენსკი
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ირანელი მაღალჩინოსნის, ალი ლარიჯანის ლიკვიდაციას ადასტურებს
ემანუელ მაკრონი თავს არიდებს, გაწევრიანდეს კოალიციაში ჰორმუზის სრუტის დასაცავად -"აქსიოსი"
The Hill: ტრამპი აცხადებს, რომ ირანზე გამარჯვების გამოსაცხადებლად მზად არ არის
ჩვენ არ მივიღებთ ირანთან ომში მონაწილეობას - ფრიდრიხ მერცი
ტრამპი იმ მოკავშირეებს აკრიტიკებს, რომლებმაც ჰორმუზის სრუტეში დახმარების შესახებ მის მოწოდებაზე უარი განაცხადეს
ტრამპი: აშშ-მა ირანში 7000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა და 100-ზე მეტი გემი გაანადგურა
ირანი მეზობელ ქვეყნებს აშშ-ის იერიშების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
გემების მონიტორინგის ორგანიზაცია Marine Traffic - პაკისტანთან დაკავშირებულმა ნავთობტანკერმა ჰორმუზის სრუტეში გაიარა
არ შეიძლება ევროკავშირმა უკრაინის ინტერესები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებზე მაღლა დააყენოს - რობერტ ფიცო
დანიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა კოკაინის მოხმარება აღიარა
იერუსალიმში, ქნესეთის მახლობლად რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა, დაშავებულია ერთი ადამიანი
,, ქართველ ხალხს, საქართველოს მთავრობას შეუძლია ჩვენი სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს''- უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
გერმანია ეკონომიკური კატასტროფის წინაშე დგას. მთავრობას რეალური მხარდაჭერა აღარ აქვს - ალის ვაიდელი
საფრანგეთმა მოითხოვა, მისი წარმომადგენლების რუსეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური ყოფილიყო, თუმცა ეს ინფორმაცია თავად გაავრცელეს - ლავროვი
ოსკარი 2026-ის გამარჯვებულები