6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდის ინიციატივას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდის ინიციატივას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
"საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები 81-ხმით (4 წინააღმდეგი) მიიღეს.
საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების მთავარი სიახლე არის ის, რომ აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი 1 სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება.
ამასთან, უქმდება "საგადასახადო კოდექსის" გრაფა, რომლითაც ავტომობილზე აქციზის მოქმედი განაკვეთებია დადგენილი. საგადასახადო კანონმდებლობას ახალი მუხლები ემატება, რომელიც ძირითადი განაკვეთისგან განსხვავებულ სპეციალურ განაკვეთებს ადგენს.
კერძოდ, ჰიბრიდული ავტომობილებისთვის შენარჩუნებულია შეღავათიანი - ძირითადი განაკვეთის 60 პროცენტით შემცირებული განაკვეთი, ხოლო მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისათვის განსაზღვრულია ძირითადი განაკვეთის გასამმაგებული განაკვეთი.
კანონპროექტის გარდამავალი დებულებები ითვალისწინებს აქციზის ახალი კანონის ამოქმედებამდე, მოქმედი განაკვეთებით იმპორტის საბაჟო პროცედურაში იმ ავტომობილის მოქცევას, რომელიც შემოყვანილია საქართველოში 2026 წლის 1-ელ აპრილამდე ან რომლის საქართველოში შემოყვანის მიზნით უცხო ქვეყანაში ტრანსპორტირება დაწყებულია 1-ელ აპრილამდე. ამასთან, თუ ავტომობილის ტრანსპორტირება ხორციელდება სახმელეთო ტრანსპორტით ან იგი გადაადგილდება თავისი სვლით, დგინდება დამატებითი პირობა, რომლის მიხედვით, კანონის ამოქმედებამდე მოქმედი განაკვეთები გავრცელდება ავტომობილის საქართველოს ტერიტორიაზე 2026 წლის 1 ივლისამდე შემოყვანის შემთხვევაში.
კანონპროექტის ინიციატორები "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან, რომელთა განმარტებით, საგადასახადო პოლიტიკა გამოყენებულ უნდა იქნეს ეფექტიანი ინსტრუმენტი ავტოპარკის ეტაპობრივი განახლების, გარემოსდაცვითი და საგზაო უსაფრთხოების მიზნების მიღწევისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის.
"საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი 6 წელზე მეტი ასაკისაა, რაც ქვეყნის ავტოპარკის მოძველებულ სტრუქტურას განაპირობებს. აღნიშნული ტენდენცია უარყოფით გავლენას ახდენს გარემოს მდგომარეობაზე, საგზაო უსაფრთხოებაზე და ენერგოეფექტიანობაზე. ხანდაზმული ავტომობილები, როგორც წესი, ხასიათდება მავნე ნივთიერებების მაღალი ემისიით, საწვავის არაეფექტიანი მოხმარებითა და ტექნიკური გაუმართაობის მომატებული რისკით, რაც ჰაერის დაბინძურების ზრდასა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სიხშირის მატებას იწვევს.
მოქმედი აქციზით დაბეგვრის სისტემა, მიუხედავად ასაკობრივი დიფერენცირების არსებობისა, პრაქტიკაში ვერ უზრუნველყოფს ახალი ან შედარებით ახალი ავტომობილების იმპორტის სათანადო სტიმულირებას. მოქმედი განაკვეთების პირობებში, განსაკუთრებით 6-8 წლის ავტომობილებზე დაწესებული შედარებით დაბალი აქციზი, ეკონომიკურად ხელსაყრელს ხდის სწორედ ამ ასაკობრივი კატეგორიის ავტომობილების შემოყვანას და ვერ ქმნის ეფექტიან ფინანსურ ბარიერს უფრო ხანდაზმული ავტომობილების იმპორტის შესაზღუდად.
კანონის მიღება აუცილებელია იმისთვის, რომ შეიქმნას სტაბილური და პროგნოზირებადი საგადასახადო გარემო 0-დან 6 წლის ასაკის ჩათვლით მსუბუქ ავტომობილებზე ზომიერი და ერთიანი აქციზის განაკვეთის დაწესების, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის მნიშვნელოვნად გაზრდის გზით", - ითქვა კანონის პროექტის საპარლამენტო განხილვისას.
მსგავსი სიახლეები
რაიმე არსებით გაუმჯობესებაზე, ან გაუარესებაზე საუბარი არ გახლავთ... უნდა დაველოდოთ მოთმინებით ექიმებს - მიხეილ სარჯველაძე პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო - მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ილია მეორე განსაკუთრებულად დიდი და კეთილი მწყემსია, ახლა უნდა დავეხმაროთ ჩვენი ლოცვით
,,გამოვხატავთ პატივისცემას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ, ვუსურვებთ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას, მხნეობასა და სიმტკიცეს''- სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო
უკვე მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდის ინიციატივას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
ტყიბულში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ
პატრიარქის მკურნალობის შემდგომი მოქმედებები იმის მიხედვით განისაზღვრება, რასაც აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი -ანდრია ჯაღმაიძე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა
საზღვარგარეთიდან ელოდებიან ავტორიტეტულ ექიმს ან ექიმთა ჯგუფს, რათა თავიანთი გამოცდილებით კიდევ ერთხელ შეაფასონ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა -დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე-ირაკლი კობახიძე
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია
კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია მოთავსებული, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე მივიდნენ
თბილისის მერი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო
პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არსებითი ცვლილებების გარეშეა, უზრუნველყოფილია უკლებლივ ყველაფერი, რაც აუცილებელია საუკეთესო მკურნალობისთვის -მიხეილ სარჯველაძე
გამოცხადდა 2026 წლის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი
კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, რომ ილია მეორე მართვით სუნთქვაზე იმყოფება
17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
17 მარტის ამინდის პროგნოზი
ირაკლი კირცხალია: ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ
ირაკლი კობახიძე - ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან