სპარსეთის ყურის ქვეყნები შეერთებულ შტატებს მოუწოდებენ, საბოლოოდ გაანეიტრალონ ირანი - Reuters

 

სპარსეთის ყურის ქვეყნები შეერთებულ შტატებს მოუწოდებენ, საბოლოოდ გაანეიტრალონ ირანი ჰორმუზის კრიზისის გამწვავების ფონზე, - იტყობინება Reuters-ი.

გავლენიანი მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ არაბულ სახელმწიფოებს აშშ-ისთვის არ უთხოვია ირანის წინააღმდეგ ომი დაეწყო, თუმცა ახლა ბევრი მათგანი მოუწოდებს აშშ-ს მიღწეულ შედეგზე არ დაჩერდნენ და ისლამური რესპუბლიკა არ დატოვოს იმ პოზიციაში, რომელიც საფრთხე იქნება სპარსეთის ყურეში ნავთობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყაროსთვის და მასზე დამოკიდებული ეკონომიკისთვის.

ამავდროულად, ამ წყაროებმა, ხუთ დასავლელ და არაბ დიპლომატთან ერთად განაცხადეს, რომ ვაშინგტონი ზეწოლას ახდენს სპარსეთის ყურის ქვეყნებზე, რათა ისინი შეუერთდნენ აშშ-ისრაელის ომს. სამი მათგანის ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს კამპანიის რეგიონული მხარდაჭერის დემონსტრირება, მისი საერთაშორისო ლეგიტიმურობის გაძლიერება და შიდა მხარდაჭერის მოპოვება.

"სპარსეთის ყურეში ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ ირანმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა სპარსეთის ყურის ყველა სახელმწიფოსთან ურთიერთობაში", - განაცხადა აბდულაზიზ საგერმა, საუდის არაბეთში დაფუძნებული სპარსეთის ყურის კვლევების ცენტრის თავმჯდომარემ და მთავრობის პოზიციის მცოდნემ.

"თავიდან ჩვენ ვიცავდით მათ და ვეწინააღმდეგებოდით ომს, მაგრამ როგორც კი ჩვენზე თავდასხმა დაიწყეს, ისინი მტრები გახდნენ. სხვაგვარად ამას ვერ ვუწოდებთ", - დასძინა მან.

 

 





მსგავსი სიახლეები
ტრამპი: ნატოს წევრი ქვეყნების დახმარება აღარ გვჭირდება და არც გვსურს, არც არასდროს გვჭირდებოდა - ჩვენ არავის დახმარება არ გვჭირდება
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ირანში მიმდინარე ომმა შესაძლოა მილიონობით ადამიანი მწვავე შიმშილის ზღვარზე მიიყვანოს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენ ვეხმარებით ამერიკელ მეგობრებს სპარსეთის ყურეში, წინ კიდევ ბევრი სიურპრიზია
„არ შემიძლია სუფთა სინდისით დავუჭირო მხარი ირანში მიმდინარე ომს''- აშშ-ის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გადადგა
სპარსეთის ყურის ქვეყნები შეერთებულ შტატებს მოუწოდებენ, საბოლოოდ გაანეიტრალონ ირანი - Reuters
„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ კუბის პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს
სერგეი შოიგუ - უკრაინული დრონების განვითარების დინამიკა და მათი გამოყენების მეთოდები ისეთია, რომ რუსეთის არც ერთი რეგიონი აღარ შეიძლება, თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს
ძალების გაერთიანებით უკრაინასა და აშშ-ს შეუძლიათ, მასირებული თავდასხმის ქვეშ მყოფი ნებისმიერი ქვეყნის ცა დაკეტონ -ვოლოდიმირ ზელენსკი
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ირანელი მაღალჩინოსნის, ალი ლარიჯანის ლიკვიდაციას ადასტურებს
ემანუელ მაკრონი თავს არიდებს, გაწევრიანდეს კოალიციაში ჰორმუზის სრუტის დასაცავად -"აქსიოსი"
The Hill: ტრამპი აცხადებს, რომ ირანზე გამარჯვების გამოსაცხადებლად მზად არ არის
ჩვენ არ მივიღებთ ირანთან ომში მონაწილეობას - ფრიდრიხ მერცი
ტრამპი იმ მოკავშირეებს აკრიტიკებს, რომლებმაც ჰორმუზის სრუტეში დახმარების შესახებ მის მოწოდებაზე უარი განაცხადეს
ტრამპი: აშშ-მა ირანში 7000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა და 100-ზე მეტი გემი გაანადგურა
ირანი მეზობელ ქვეყნებს აშშ-ის იერიშების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
გემების მონიტორინგის ორგანიზაცია Marine Traffic - პაკისტანთან დაკავშირებულმა ნავთობტანკერმა ჰორმუზის სრუტეში გაიარა
არ შეიძლება ევროკავშირმა უკრაინის ინტერესები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებზე მაღლა დააყენოს - რობერტ ფიცო
დანიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა კოკაინის მოხმარება აღიარა
იერუსალიმში, ქნესეთის მახლობლად რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა, დაშავებულია ერთი ადამიანი
,, ქართველ ხალხს, საქართველოს მთავრობას შეუძლია ჩვენი სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს''- უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი