„არ შემიძლია სუფთა სინდისით დავუჭირო მხარი ირანში მიმდინარე ომს''- აშშ-ის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გადადგა
აშშ-ის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი, ჯოზეფ კენტი ირანში მიმდინარე ომის გამო თანამდებობიდან გადადგა.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი გაგზავნილ წერილში, კენტი აცხადებს, რომ „ირანი ჩვენი ქვეყნისთვის გარდაუვალ საფრთხეს არ წარმოადგენდა".
„მე არ შემიძლია სუფთა სინდისით დავუჭირო მხარი ირანში მიმდინარე ომს. ირანი ჩვენი ქვეყნისთვის გარდაუვალ საფრთხეს არ წარმოადგენდა და ნათელია, რომ ეს ომი ისრაელისა და მისი ძლიერი ამერიკული ლობის ზეწოლის გამო დავიწყეთ", - წერს კენტი.
მისი თქმით, ამ ადმინისტრაციის მოღვაწეობის დასაწყისში, ისრაელის მაღალჩინოსნებმა და ამერიკული მედიის გავლენიანმა წარმომადგენლებმა წამოიწყეს დეზინფორმაციული კამპანია, რომელმაც სრულად გამოუთხარა ძირი პლატფორმას „ამერიკა უპირველეს ყოვლისა" და დათესა საომარი განწყობები ირანთან ომის წასახალისებლად.
„ეს ინფორმაციული იზოლაცია იმისთვის გამოიყენეს, რომ თქვენ დაგეჯერებინათ, თითქოს ირანი ამერიკის შეერთებული შტატებისათვის გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდა და თუ ახლა დაარტყამდით, სწრაფი გამარჯვებისკენ მიმავალი გზა მკაფიო იქნებოდა. ეს იყო სიცრუე და იგივე ტაქტიკა, რომელიც ისრაელელებმა ერაყის დამღუპველ ომში აშშ-ის ჩასათრევად გამოიყენეს - ომში, რომელიც ჩვენს ერს ათასობით საუკეთესო ვაჟკაცისა და ქალის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ჩვენ არ შეგვიძლია ამ შეცდომის კიდევ ერთხელ დაშვება", - დასძინა მან.
მსგავსი სიახლეები
ტრამპი: ნატოს წევრი ქვეყნების დახმარება აღარ გვჭირდება და არც გვსურს, არც არასდროს გვჭირდებოდა - ჩვენ არავის დახმარება არ გვჭირდება
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ირანში მიმდინარე ომმა შესაძლოა მილიონობით ადამიანი მწვავე შიმშილის ზღვარზე მიიყვანოს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენ ვეხმარებით ამერიკელ მეგობრებს სპარსეთის ყურეში, წინ კიდევ ბევრი სიურპრიზია
„არ შემიძლია სუფთა სინდისით დავუჭირო მხარი ირანში მიმდინარე ომს''- აშშ-ის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გადადგა
სპარსეთის ყურის ქვეყნები შეერთებულ შტატებს მოუწოდებენ, საბოლოოდ გაანეიტრალონ ირანი - Reuters
„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ კუბის პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს
სერგეი შოიგუ - უკრაინული დრონების განვითარების დინამიკა და მათი გამოყენების მეთოდები ისეთია, რომ რუსეთის არც ერთი რეგიონი აღარ შეიძლება, თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს
ძალების გაერთიანებით უკრაინასა და აშშ-ს შეუძლიათ, მასირებული თავდასხმის ქვეშ მყოფი ნებისმიერი ქვეყნის ცა დაკეტონ -ვოლოდიმირ ზელენსკი
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ირანელი მაღალჩინოსნის, ალი ლარიჯანის ლიკვიდაციას ადასტურებს
ემანუელ მაკრონი თავს არიდებს, გაწევრიანდეს კოალიციაში ჰორმუზის სრუტის დასაცავად -"აქსიოსი"
The Hill: ტრამპი აცხადებს, რომ ირანზე გამარჯვების გამოსაცხადებლად მზად არ არის
ჩვენ არ მივიღებთ ირანთან ომში მონაწილეობას - ფრიდრიხ მერცი
ტრამპი იმ მოკავშირეებს აკრიტიკებს, რომლებმაც ჰორმუზის სრუტეში დახმარების შესახებ მის მოწოდებაზე უარი განაცხადეს
ტრამპი: აშშ-მა ირანში 7000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა და 100-ზე მეტი გემი გაანადგურა
ირანი მეზობელ ქვეყნებს აშშ-ის იერიშების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
გემების მონიტორინგის ორგანიზაცია Marine Traffic - პაკისტანთან დაკავშირებულმა ნავთობტანკერმა ჰორმუზის სრუტეში გაიარა
არ შეიძლება ევროკავშირმა უკრაინის ინტერესები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებზე მაღლა დააყენოს - რობერტ ფიცო
დანიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა კოკაინის მოხმარება აღიარა
იერუსალიმში, ქნესეთის მახლობლად რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა, დაშავებულია ერთი ადამიანი
,, ქართველ ხალხს, საქართველოს მთავრობას შეუძლია ჩვენი სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს''- უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი