ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენ ვეხმარებით ამერიკელ მეგობრებს სპარსეთის ყურეში, წინ კიდევ ბევრი სიურპრიზია
ჩვენ ვეხმარებით ამერიკელ მეგობრებს სპარსეთის ყურეში, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა.
„არსებობს თანამშრომლობა ჩემსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის, ჩვენს საჰაერო და საზღვაო ძალებს შორის. ჩვენ დავეხმარებით როგორც არაპირდაპირი თავდასხმებით, რაც უზარმაზარ ზეწოლას ახდენს ირანის რეჟიმზე, ასევე პირდაპირი ქმედებებით. წინ კიდევ ბევრი სიურპრიზია. ჩვენ ომს სტრატეგიების მეშვეობით ვაწარმოებთ. აქ ყველა სტრატეგიას არ გავამხელთ, მაგრამ, როგორც გითხარით, ისინი მრავლადაა", - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.
ამასთან, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელი კოლაფსის ზღვარზე იყო, ახლა კი ძლიერ ძალას წარმოადგენს.
„ჩვენ მივაღწიეთ ისეთ მდგომარეობას, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც კოლაფსის ზღვარზე ვიყავით, უკვე ვართ ძლიერი ძალა, თითქმის მსოფლიო დონეზე, ჩვენს მოკავშირესთან ერთად, რომელიც გლობალური სუპერსახელმწიფოა და ჩვენ მხარდამხარ ვიბრძვით. ეს უკვე უზარმაზარი მიღწევაა იმ საფრთხის ფონზე, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ იქნება მიმართული", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
გარდა ამისა, ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, რომ ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი და „ბასიჯის" მეთაური ლიკვიდირებულები არიან.
„ჩვენ ძირს ვუთხრით ამ რეჟიმს იმ იმედით, რომ ირანელ ხალხს მისი ჩამოშორების შესაძლებლობას მივცემთ. ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ თუ ასე გავაგრძელებთ, მათ მივცემთ შესაძლებლობას, საკუთარი ბედი საკუთარ ხელში აიღონ", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მსგავსი სიახლეები
ტრამპი: ნატოს წევრი ქვეყნების დახმარება აღარ გვჭირდება და არც გვსურს, არც არასდროს გვჭირდებოდა - ჩვენ არავის დახმარება არ გვჭირდება
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ირანში მიმდინარე ომმა შესაძლოა მილიონობით ადამიანი მწვავე შიმშილის ზღვარზე მიიყვანოს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენ ვეხმარებით ამერიკელ მეგობრებს სპარსეთის ყურეში, წინ კიდევ ბევრი სიურპრიზია
„არ შემიძლია სუფთა სინდისით დავუჭირო მხარი ირანში მიმდინარე ომს''- აშშ-ის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გადადგა
სპარსეთის ყურის ქვეყნები შეერთებულ შტატებს მოუწოდებენ, საბოლოოდ გაანეიტრალონ ირანი - Reuters
„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ კუბის პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს
სერგეი შოიგუ - უკრაინული დრონების განვითარების დინამიკა და მათი გამოყენების მეთოდები ისეთია, რომ რუსეთის არც ერთი რეგიონი აღარ შეიძლება, თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს
ძალების გაერთიანებით უკრაინასა და აშშ-ს შეუძლიათ, მასირებული თავდასხმის ქვეშ მყოფი ნებისმიერი ქვეყნის ცა დაკეტონ -ვოლოდიმირ ზელენსკი
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ირანელი მაღალჩინოსნის, ალი ლარიჯანის ლიკვიდაციას ადასტურებს
ემანუელ მაკრონი თავს არიდებს, გაწევრიანდეს კოალიციაში ჰორმუზის სრუტის დასაცავად -"აქსიოსი"
The Hill: ტრამპი აცხადებს, რომ ირანზე გამარჯვების გამოსაცხადებლად მზად არ არის
ჩვენ არ მივიღებთ ირანთან ომში მონაწილეობას - ფრიდრიხ მერცი
ტრამპი იმ მოკავშირეებს აკრიტიკებს, რომლებმაც ჰორმუზის სრუტეში დახმარების შესახებ მის მოწოდებაზე უარი განაცხადეს
ტრამპი: აშშ-მა ირანში 7000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა და 100-ზე მეტი გემი გაანადგურა
ირანი მეზობელ ქვეყნებს აშშ-ის იერიშების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
გემების მონიტორინგის ორგანიზაცია Marine Traffic - პაკისტანთან დაკავშირებულმა ნავთობტანკერმა ჰორმუზის სრუტეში გაიარა
არ შეიძლება ევროკავშირმა უკრაინის ინტერესები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებზე მაღლა დააყენოს - რობერტ ფიცო
დანიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა კოკაინის მოხმარება აღიარა
იერუსალიმში, ქნესეთის მახლობლად რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა, დაშავებულია ერთი ადამიანი
,, ქართველ ხალხს, საქართველოს მთავრობას შეუძლია ჩვენი სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს''- უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი