ტრამპი: ნატოს წევრი ქვეყნების დახმარება აღარ გვჭირდება და არც გვსურს, არც არასდროს გვჭირდებოდა - ჩვენ არავის დახმარება არ გვჭირდება
ჩვენი ნატოელი „მოკავშირეების" უმეტესობამ აშშ-ს აცნობა, რომ მათ არ სურთ ჩაერთონ ჩვენს სამხედრო ოპერაციაში ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, ეს ხდება იმის მიუხედავად, რომ თითქმის ყველა ქვეყანა მკაცრად დაეთანხმა იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და იმასაც, რომ ირანს არავითარ შემთხვევაში, არცერთი ფორმით არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება.
„თუმცა, მათი ქმედება არ მიკვირს, რადგან ნატოს - სადაც ჩვენ ყოველწლიურად ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ სწორედ ამ ქვეყნების დასაცავად - ყოველთვის ცალმხრივი მოძრაობის ქუჩად მივიჩნევდი. ჩვენ მათ დავიცავთ, მაგრამ ისინი ჩვენთვის არაფერს გააკეთებენ, განსაკუთრებით საჭიროების ჟამს. საბედნიეროდ, ჩვენ ირანის სამხედრო ძალა გავანადგურეთ - მათი ფლოტი აღარ არსებობს, მათი სამხედრო-საჰაერო ძალები აღარ არსებობს, მათი საჰაერო თავდაცვა და რადარები აღარ არსებობს და რაც, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი ლიდერები, ფაქტობრივად ყველა დონეზე, აღარ არიან, რათა კვლავ დაემუქრონ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ახლოაღმოსავლელ მოკავშირეებს ან მსოფლიოს! იმის გამო, რომ ჩვენ ასეთ სამხედრო წარმატებას მივაღწიეთ, ნატოს წევრი ქვეყნების დახმარება აღარ გვჭირდება და არც გვსურს - არც არასდროს გვჭირდებოდა! იგივე ეხება იაპონიას, ავსტრალიასა თუ სამხრეთ კორეას. ფაქტობრივად, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების - მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყნის - პრეზიდენტი, ვამბობ: ჩვენ არავის დახმარება არ გვჭირდება!" - დასძინა მან.
მსგავსი სიახლეები
ტრამპი: სამწუხაროდ, კირ სტარმერი უინსტონ ჩერჩილი არ არის
ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში მეფე ჩარლზს და პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შეხვდა
ტრამპი: ნატოს წევრი ქვეყნების დახმარება აღარ გვჭირდება და არც გვსურს, არც არასდროს გვჭირდებოდა - ჩვენ არავის დახმარება არ გვჭირდება
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ირანში მიმდინარე ომმა შესაძლოა მილიონობით ადამიანი მწვავე შიმშილის ზღვარზე მიიყვანოს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენ ვეხმარებით ამერიკელ მეგობრებს სპარსეთის ყურეში, წინ კიდევ ბევრი სიურპრიზია
„არ შემიძლია სუფთა სინდისით დავუჭირო მხარი ირანში მიმდინარე ომს''- აშშ-ის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გადადგა
სპარსეთის ყურის ქვეყნები შეერთებულ შტატებს მოუწოდებენ, საბოლოოდ გაანეიტრალონ ირანი - Reuters
„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ კუბის პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს
სერგეი შოიგუ - უკრაინული დრონების განვითარების დინამიკა და მათი გამოყენების მეთოდები ისეთია, რომ რუსეთის არც ერთი რეგიონი აღარ შეიძლება, თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს
ძალების გაერთიანებით უკრაინასა და აშშ-ს შეუძლიათ, მასირებული თავდასხმის ქვეშ მყოფი ნებისმიერი ქვეყნის ცა დაკეტონ -ვოლოდიმირ ზელენსკი
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ირანელი მაღალჩინოსნის, ალი ლარიჯანის ლიკვიდაციას ადასტურებს
ემანუელ მაკრონი თავს არიდებს, გაწევრიანდეს კოალიციაში ჰორმუზის სრუტის დასაცავად -"აქსიოსი"
The Hill: ტრამპი აცხადებს, რომ ირანზე გამარჯვების გამოსაცხადებლად მზად არ არის
ჩვენ არ მივიღებთ ირანთან ომში მონაწილეობას - ფრიდრიხ მერცი
ტრამპი იმ მოკავშირეებს აკრიტიკებს, რომლებმაც ჰორმუზის სრუტეში დახმარების შესახებ მის მოწოდებაზე უარი განაცხადეს
ტრამპი: აშშ-მა ირანში 7000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა და 100-ზე მეტი გემი გაანადგურა
ირანი მეზობელ ქვეყნებს აშშ-ის იერიშების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
გემების მონიტორინგის ორგანიზაცია Marine Traffic - პაკისტანთან დაკავშირებულმა ნავთობტანკერმა ჰორმუზის სრუტეში გაიარა
არ შეიძლება ევროკავშირმა უკრაინის ინტერესები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებზე მაღლა დააყენოს - რობერტ ფიცო
დანიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა კოკაინის მოხმარება აღიარა