"კავკასიის მედიცინის ცენტრის" ხელმძღვანელი პატრიარქზე: ფასდება როგორც კრიტიკულად მძიმე კატეგორია

 

"კავკასიის მედიცინის ცენტრის" ხელმძღვანელის, სოფიო ასპანიძის განმარტებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდგომარეობა კვლავ კრიტიკული და საყურადღებოა.

მისი თქმით, სიტუაცია მართულია, თუმცა ფასდება როგორც "კრიტიკულად მძიმე კატეგორია".

"პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. რჩება კრიტიკული პარამეტრები. მაქსიმალურად ჰემოდინამიკის კორეგირება მიმდინარეობს. ეს ხდება მედიკამენტების ფონზე კვლავ. ჩავატარეთ კონსილიუმი, რეანიმატოლოგების მონაწილეობით, ერთობლივად შეჯერებული ტაქტიკით და ასევე, შეთანხმებული, მანამდე ჩატარებული მკურნალობის ყველა პროცედურაზე თანხვედრით, ჩვენ ვაგრძელებთ ერთობლივ მართვას, მათ შორის ისინიც არიან უკვე დისტანციურად ჩართული ამ პროცესში. პაციენტი, პატრიარქი უზრუნველყოფილია აბსოლუტურად ყველა ამ მედიკამენტით და იმ აპარატურული რესურსებით, რომელიც მის მართვას სჭირდება. ასევე, დღეს ჩვენ, უფრო მოგვიანებით, ველოდებით თურქეთიდან რეანიმატოლოგს, რომელიც შემოგვიერთდება და ამ ჩვენ მულტიდისციპლინურ, მაღალი დონის პროფესიონალების გუნდს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებ. ძალიან გჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

კრიტიკული ფაზები არის ძალიან ინდივიდუალური, დამოკიდებულია თვითონ პატრიარქის ორგანიზმზე, თუ რის საშუალებას მოგვცემს. სწორედ ამიტომ, ხდება ყველა ანალიზის და ყველა პარამეტრის კონტროლი საათობრივად, ფაქტობრივად და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია, ვისაუბროთ ამაზე, როდესაც ჰემოდინამიკური პარამეტრები, ანუ წნევა, პულსი, იქნება აბსოლუტურად დამოუკიდებლად, მედიკამენტების გარეშე დაჭერილი ორგანიზმის მიერ. საკმაოდ ვარირებადია მდგომარეობა, რადგან აბსოლუტურად მწვავე მდგომარეობა იყო, გადაუდებელი საჭიროება, სასიცოცხლო საჭიროება იყო პროცედურების ჩატარების, მათ შორის გასტროსკოპიის ჩატარების. ახლა, რა თქმა უნდა, უნდა სიტუაცია მართულია, თუმცა მედიცინაში ამას კრიტიკულად მძიმე კატეგორია ეწოდება," - განაცხადა სოფიო ასპანიძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
"კავკასიის მედიცინის ცენტრის" ხელმძღვანელი პატრიარქზე: ფასდება როგორც კრიტიკულად მძიმე კატეგორია
რაიმე არსებით გაუმჯობესებაზე, ან გაუარესებაზე საუბარი არ გახლავთ... უნდა დაველოდოთ მოთმინებით ექიმებს - მიხეილ სარჯველაძე პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო - მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ილია მეორე განსაკუთრებულად დიდი და კეთილი მწყემსია, ახლა უნდა დავეხმაროთ ჩვენი ლოცვით
,,გამოვხატავთ პატივისცემას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ, ვუსურვებთ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას, მხნეობასა და სიმტკიცეს''- სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო
უკვე მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდის ინიციატივას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
ტყიბულში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ
პატრიარქის მკურნალობის შემდგომი მოქმედებები იმის მიხედვით განისაზღვრება, რასაც აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი -ანდრია ჯაღმაიძე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა
საზღვარგარეთიდან ელოდებიან ავტორიტეტულ ექიმს ან ექიმთა ჯგუფს, რათა თავიანთი გამოცდილებით კიდევ ერთხელ შეაფასონ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა -დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე-ირაკლი კობახიძე
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია
კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია მოთავსებული, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე მივიდნენ
თბილისის მერი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო
პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არსებითი ცვლილებების გარეშეა, უზრუნველყოფილია უკლებლივ ყველაფერი, რაც აუცილებელია საუკეთესო მკურნალობისთვის -მიხეილ სარჯველაძე
გამოცხადდა 2026 წლის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი
კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, რომ ილია მეორე მართვით სუნთქვაზე იმყოფება
17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
17 მარტის ამინდის პროგნოზი
ირაკლი კირცხალია: ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ