,,მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახალ მოაქცია საქართველო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე''- მეუფე შიო

 

ღვთივ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ. ეს იყო ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) განაცხადა.

მეუფე შიომ პატრიარქის გარდაცვალების გამო, მთელ საქართველოს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ილია მეორემ მთელი ეპოქა შექმნა.

„ძალიან მიჭირს ახლა იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ, ამ რამდენიმე წუთის წინ, ღვთივ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიქმა, ილია მეორემ. ეს იყო ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მინდა, მივუსამძიმრო ყოველ ქართველს, მთელ საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და მთელ საქრისტიანოს. მთელი ეპოქა შექმნა. მის შესახებ რამდენიმე სიტყვით ძალიან რთულია საუბარი, იმდენად დიდ პიროვნებაზე ვსაუბრობთ. მისი მეშვეობით, მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახლა მოაქცია საქართველო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, ის იყო დიდი აღმშენებელი ჩვენი ეკლესიის, როგორც პირდაპირი მნიშვნელობით ამ სიტყვისა, ასევე, გადატანითი მნიშვნელობით და დიდია ჩვენი გლოვა. კიდევ ერთხელ მინდა, მოგისამძიმროთ ყველას, მთელ საქართველოს, მაგრამ ასეთი დიდი ადამიანები როდესაც გვტოვებენ, არის ასევე ნუგეშიც იმაში, რომ ჩვენ შევიძინეთ ზეციერი მფარველი, მთელმა საქართველომ და ყოველმა ჩვენგანმა, ვინაიდან ეს ჩვენი მამა იყო, არის და იქნება. ჩვენ ვართ მის ეპოქაში, ჩვენმა მთელმა შეგნებულმა ცხოვრებამ გაიარა  მის ეპოქაში, მისი აღზრდილები ვართ, მისი შვილები ვართ. ასე რომ, არ ვიცი, ღრმერთმა გაგვაძლიეროს ყველა და იმედი მაქვს, მისი მფარველობა, მისი ლოცვა გაგრძელდება და კიდევ უფრო  განაპირობებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის სიყვარულს და გაძლიერებას, როგორც სულიერს, ასევე სახელმწიფოებრივს. ღმერთმა აცხონოს მისი სული და მისი წმინდა ლოცვები შეგვეწიოს ყველას“, – განაცხადა მეუფე შიომ.

 

 





მსგავსი სიახლეები
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც ახალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევა მოხდება, ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2 თვისა უნდა მოიწვიოს
სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსი ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
18 მარტის ამინდის პროგნოზი
ხელისუფლების წარმომადგენლები საპატრიარქოში მივიდნენ
მიხეილ სარჯველაძე: მთელი გულით ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს ამ უმძიმეს დანაკარგს, რომლის მსგავსიც ჩემს სიცოცხლეში არც მახსენდება. სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო
,,მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახალ მოაქცია საქართველო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე''- მეუფე შიო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა
"კავკასიის მედიცინის ცენტრის" ხელმძღვანელი პატრიარქზე: ფასდება როგორც კრიტიკულად მძიმე კატეგორია
რაიმე არსებით გაუმჯობესებაზე, ან გაუარესებაზე საუბარი არ გახლავთ... უნდა დაველოდოთ მოთმინებით ექიმებს - მიხეილ სარჯველაძე პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო - მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ილია მეორე განსაკუთრებულად დიდი და კეთილი მწყემსია, ახლა უნდა დავეხმაროთ ჩვენი ლოცვით
,,გამოვხატავთ პატივისცემას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ, ვუსურვებთ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას, მხნეობასა და სიმტკიცეს''- სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო
უკვე მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდის ინიციატივას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
ტყიბულში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ
პატრიარქის მკურნალობის შემდგომი მოქმედებები იმის მიხედვით განისაზღვრება, რასაც აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი -ანდრია ჯაღმაიძე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა
საზღვარგარეთიდან ელოდებიან ავტორიტეტულ ექიმს ან ექიმთა ჯგუფს, რათა თავიანთი გამოცდილებით კიდევ ერთხელ შეაფასონ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა -დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე-ირაკლი კობახიძე
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია
კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია მოთავსებული, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე მივიდნენ