საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც ახალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევა მოხდება, ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2 თვისა უნდა მოიწვიოს

 

საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებისას ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება. იმ შემთხვევაში, როცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე დადგენილი არ არის, ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი ავტომატურად ხდება მოსაყდრე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი წმ. სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით ხსნის კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დატოვებულ ანდერძს და აცხადებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძით დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი კანონიკური მორჩილება საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრის მოვალეობაა.

საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა. საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ მოსაყდრე იწვევს წმ. სინოდს, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად.

წმ. სინოდი ირჩევს გაფართოებულ კრებაზე წარსადგენ 3 კანდიდატს. წმ. სინოდის ყველა წევრს აქვს უფლება წარმოადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის თავისი თავიც. სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც მიიღებენ ხმათა უმრავლესობას, კენჭს იყრიან გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატები. გაფართოებული კრების ყველა მონაწილეს აქვს უფლება გამოთქვას აზრი კანდიდატთა შესახებ.

კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ მღვდელმთავრები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა, როშელშიც მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომელიც პირველ კენჭისყრაში მიიღებს ხმათა უმრავლესობას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრება (ინტრონიზაცია) ხდება მცხეთის სვეტიცხოვლის წმ. ათორმეტთა მოციქულთა სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად ხდება სამუდამოდ (კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებამდე). საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

- ეროვნებით უნდა იყოს ქართველი,

- უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი,

- უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება,

- ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა,

- უნდა იყოს ბერი.

 

 





მსგავსი სიახლეები
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში -ევროკავშირის წარმომადგენლობა
ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 18 მარტს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, რის შემდეგაც დაკრძალვის თაობაზე სხვა დამატებითი დეტალები გამოცხადდება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც ახალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევა მოხდება, ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2 თვისა უნდა მოიწვიოს
სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსი ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
18 მარტის ამინდის პროგნოზი
ხელისუფლების წარმომადგენლები საპატრიარქოში მივიდნენ
მიხეილ სარჯველაძე: მთელი გულით ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს ამ უმძიმეს დანაკარგს, რომლის მსგავსიც ჩემს სიცოცხლეში არც მახსენდება. სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო
,,მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახალ მოაქცია საქართველო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე''- მეუფე შიო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა
"კავკასიის მედიცინის ცენტრის" ხელმძღვანელი პატრიარქზე: ფასდება როგორც კრიტიკულად მძიმე კატეგორია
რაიმე არსებით გაუმჯობესებაზე, ან გაუარესებაზე საუბარი არ გახლავთ... უნდა დაველოდოთ მოთმინებით ექიმებს - მიხეილ სარჯველაძე პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო - მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ილია მეორე განსაკუთრებულად დიდი და კეთილი მწყემსია, ახლა უნდა დავეხმაროთ ჩვენი ლოცვით
,,გამოვხატავთ პატივისცემას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ, ვუსურვებთ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას, მხნეობასა და სიმტკიცეს''- სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო
უკვე მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდის ინიციატივას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
ტყიბულში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ
პატრიარქის მკურნალობის შემდგომი მოქმედებები იმის მიხედვით განისაზღვრება, რასაც აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი -ანდრია ჯაღმაიძე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა
საზღვარგარეთიდან ელოდებიან ავტორიტეტულ ექიმს ან ექიმთა ჯგუფს, რათა თავიანთი გამოცდილებით კიდევ ერთხელ შეაფასონ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა -დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე-ირაკლი კობახიძე