უიმედობისა თუ სასოწარკვეთის მძიმე წუთებში სწორედ პატრიარქი ტვირთულობდა ჯვრის სიმძიმეს - ის იყო ნუგეში და მეოხი განსაცდელში მყოფი ერისთვის - შალვა პაპუაშვილი
საქართველომ დაკარგა სულიერი მამა, ჩვენი უწმინდესი პატრიარქი, რომელმაც თავისი ცხოვრების ყოველი წუთი და წამი მიუძღვნა ქრისტეს მსახურებას, სამშობლოს დაცვას და სამწყსოზე ზრუნვას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, უიმედობისა თუ სასოწარკვეთის მძიმე წუთებში სწორედ ილია მეორე ტვირთულობდა ჯვრის სიმძიმეს და იყო ნუგეში განსაცდელში მყოფი ერისთვის.
„უწმინდესი პატრიარქი ილია II ნახევარი საუკუნის განმავლობაში წინამძღოლობდა 2000-წლოვან ქართულ ეკლესიას. მან ათეისტური უკუნიდან და მიმქრალი ნაკვერჩხლიდან ააგიზგიზა ქართველ ერში ჭეშმარიტი სარწმუნოება და თავისი შრომით და ლოცვით ააღორძინა ჩვენი ეკლესია.
უიმედობისა თუ სასოწარკვეთის მძიმე წუთებში სწორედ ის ტვირთულობდა ჯვრის სიმძიმეს. ის იყო ნუგეში და მეოხი განსაცდელში მყოფი ერისთვის. ის იყო ბევრად მეტი ჩვენთვის, ვიდრე ეკლესიის წინამძღოლი.
ჩვენი პატრიარქი შეუერთდა ზეციური საქართველოს ჩინებულთა დასს, ჩვენს გმირ წინაპრებს, ხოლო მისი ღვაწლი და მისი სიტყვა კვლავაც იცოცხლებს ჩვენს ერში.
ჩვენ ვართ მისი თაობა, მისგან მონათლული, ნაკურთხი და დალოცვილი. მწამს, რომ მისი ზეციური ლოცვით და კურთხევით კვლავ დალოცვილი ვიქნებით ერი თუ ბერი, მისგან შეყვარებული სამშობლო, ყოველი ქართველი და ჩვენი დედა-ეკლესია, რომლის აღორძინებისთვისაც იღვაწა მთელი თავისი ცხოვრება", - წერს შალვა პაპუაშვილი.
მსგავსი სიახლეები
პატრიარქის სიბრძნე და სიტყვა მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში - მისი ცხოვრება და მოღვაწეობა იყო, არის და მომავალშიც დარჩება საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე თავდადებისა და უანგარო მსახურების სიმბოლოდ -ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები
პატრიარქ ილია II-ის პიროვნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის - კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე
უიმედობისა თუ სასოწარკვეთის მძიმე წუთებში სწორედ პატრიარქი ტვირთულობდა ჯვრის სიმძიმეს - ის იყო ნუგეში და მეოხი განსაცდელში მყოფი ერისთვის - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ერს ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება ერის სულიერ მამად და რთულ დროს გადარჩენის სიმბოლოდ -პოლონეთის საელჩო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ჰორმუზის სრუტესთან ირანულ პოზიციებზე იერიში მიიტანეს
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში -ევროკავშირის წარმომადგენლობა
ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 18 მარტს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, რის შემდეგაც დაკრძალვის თაობაზე სხვა დამატებითი დეტალები გამოცხადდება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც ახალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევა მოხდება, ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2 თვისა უნდა მოიწვიოს
სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსი ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
18 მარტის ამინდის პროგნოზი
ხელისუფლების წარმომადგენლები საპატრიარქოში მივიდნენ
მიხეილ სარჯველაძე: მთელი გულით ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს ამ უმძიმეს დანაკარგს, რომლის მსგავსიც ჩემს სიცოცხლეში არც მახსენდება. სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო
,,მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახალ მოაქცია საქართველო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე''- მეუფე შიო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა
"კავკასიის მედიცინის ცენტრის" ხელმძღვანელი პატრიარქზე: ფასდება როგორც კრიტიკულად მძიმე კატეგორია
რაიმე არსებით გაუმჯობესებაზე, ან გაუარესებაზე საუბარი არ გახლავთ... უნდა დაველოდოთ მოთმინებით ექიმებს - მიხეილ სარჯველაძე პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო - მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ილია მეორე განსაკუთრებულად დიდი და კეთილი მწყემსია, ახლა უნდა დავეხმაროთ ჩვენი ლოცვით
,,გამოვხატავთ პატივისცემას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ, ვუსურვებთ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას, მხნეობასა და სიმტკიცეს''- სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო