"როდესაც გროზნოში ზვიადის დაკარგული საფლავი მოიძიეს და მისი ნეშტი სვეტიცხოველში იქნა დასვენებული, კათალიკოს-პატრიარქმა პირადად აუგო წესი"-კონსტანტინე გამსახურდია
პატრიარქი პირველად მამაჩემის გადასახლებიდან დაბრუნებამდე ვნახე, სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც იგი წირავდა - ახალგაზრდა, მადლმოსილი გარეგნობის ქრისტიანი მწყემსმთავარი. იმჟამად გაგონილი მქონდა, რომ ზვიადი და მისი მომხრეები ყველანაირად უჭერდნენ მხარს ცხუმ-აფხაზეთის ახალგაზრდა მიტროპოლიტს, ილია შიოლაშვილს და წინააღმდეგნი იყვნენ მისი კონკურენტის პატრიარქობისა. როდესაც მამაჩემი დაბრუნდა გადასახლებიდან 1980 წელს, მასთან ერთად ვესწრებოდი ყველა წირვას; იმჟამად ჩართულნი ვიყავით ეკლესიის საიდუმლოებში, ზეთს ვიცხებდით პატრიარქის ხელიდან. - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.
"სიონის საკათედრო ტაძარი იმავდროულად გახდა ერთგვარი იატაკქვეშა კოხტასთავის შეთქმულების ადგილი, სადაც იკრიბებოდნენ პატრიოტები და დისიდენტი ინტელექტუალები, ისინი, ვისაც არ ეშინოდათ ციხის და გადასახლების, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობაზე ოცნებობდა.
გვახსოვს, როგორ იწყებდა ქართული ეკლესია თავის აღმავლობას 1977 წლიდან. სულ რაღაც 50-მდე მოქმედი ტაძარი, 70-მდე მღვდელმსახური მთელს საქართველოში. ყველგან შეზღუდვა, შევიწროვება, ათეიზმი, კომუნისტური იდეოლოგია, კგბ-სუკის თვალთვალი და კონტროლი; სხვისი დროშები და სხვისი ისტორია, სუვერენიტეტი ცხადია, იმაზე მეტი, ვიდრე ცარიზმის დროს იყო, მაგრამ მაინც ძალიან შეზღუდული. პატრიარქის დიდი მეცადინეობით ეკლესია ამ წლებში გაიზარდა, წარმოიქმნა დიდი სინერგია ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობისა და ეკლესიისა; როდესაც „ზღვა საგუბარის კედელი" დაიბზარა და დამხობა იწყო, გაიხსნა ახალი ტაძრები, ეკურთხა ბევრი სამღვდელო პირი. მახსოვს, ჯერ კიდევ საბჭოთა რესპუბლიკაში როგორ მატულობდა ხალხი აღგომის ღამეს - ლიტანიობაზე, მორწმუნეთა რაოდენობა ყოველ წელს მეტი და მეტი ხდებოდა.
აჰა, გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და ქვეყანამ უმძიმეს ქარტეხილებში გამოიარა. როდესაც 14 წლიანი ემიგრაციიდან სამშობლოში დავბრუნდი, მიმიღო კათოლიკოს-პატრიარქმა თავის რეზიდენციაში, დიდხანს ვისაუბრეთ, შემდეგ ღიად გამოხატა ჩემდამი მხარდაჭერა ტელევიზიებთან. დაუვიწყარია მისი საჭირო და დროული მედიატორობა 2007-2009 წლის ანტისახელისუფლებო პროტესტის მიმდინარეობისას, სადაც მან უაღრესად პოზიტიური როლი შეასრულა და დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ არ დაიღვარა სისხლი: გარე და შიდა მტრებმა ვერ გადაგვჩეხეს მორიგ უბედურებაში. არ დავკლებივარ პრაქტიულად არც ერთ შეხვედრას იმდროინდელ ოპოზიციასთან, რომელიც საპატრიარქოში მისი ინიციატივით გამართულა, სადაც მიზანი ხელისუფლებასთან მოლაპარაკება იყო. ხოლო როდესაც ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევების შემდეგ, მან მიმიღო და დიდხანს ვისაუბრეთ - ეს იყო მისი მხრიდან ნუგეშისცემა.
როდესაც გროზნოში ზვიადის დაკარგული საფლავი მოიძიეს და მისი ნეშტი სვეტიცხოველში იქნა დასვენებული, კათალიკოს-პატრიარქმა პირადად აუგო წესი. დაკრძალვისას ამოვიდა მთაწმინდის პანთეონშიც, ლოცვები წაიკითხა მიწით ახლადდაფარულ საფლავთან. როდესაც წინა ხელისუფლების დროს ცოტნე პირველად დააპატიმრეს, მახსოვს, გულთან როგორ ახლოს მიიტანა, პირდაპირ ჩაერთო და მოხერხდა ცოტნეს გამოხსნა საპატიმროდან. როდესაც იგი მეორეჯერ დააპატიმრეს, არც ამჯერად დაუკლია მცდელობა პატრიარქს. ამ ბოლო დროსაც სწუხდა, განიცდიდა ცოტნეს მძიმე მდგომარეობის გამო.
48 წლიანი ეპოქა დასრულდა, მისი მოღვაწეობა განაწილებულია მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეებში, თითქმის თანაბრად. იგი მონუმენტური პანოსავითაა, რომელზეც კარგად მოჩანს დასრულებული თუ დაუსრულებელი შტრიხები. მალე შეემატება საქართველოს მღვდელმთავართა და მეფეთა საძვლეს საფლავი მისი, ვინც ამდენი განსხვავებული შეხედულების და სულისკვეთების, პოლიტიკური გემოვნების და აღმსარებლობის ადამიანს უყვარდა. ხშირად მსმენია მისგან, მომიტევეთ, თუ რამეში არასწორი ვიყავიო. მიუტევოს უფალმა მასაც და ჩვენც. მოიხსენოს უფალმა ღმერთმა სასუფეველსა თვისსა, ჩემი სამძიმარი საქართველოს მართლმადიდებელი, სამოციქულო ეკლესიის სულიერ შვილებს." - წერს კონსტანტინე განსახურდია.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსგავსი სიახლეები
პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ
მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი... - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი (VIDEO)
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვთქვამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ განცდილი დიდი დანაკლისის გამო -რუსეთის პატრიარქი კირილე
ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისმა ღვაწლმა განუზომელი გავლენა იქონია დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე - საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი
მთელი საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას, ადამიანის, რომლის ღვაწლი ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში ფასდაუდებელია -კახა კალაძე
ილია მეორის მდიდარი სულიერი მემკვიდრეობა მომავალშიც გააგრძელებს მთელი საზოგადოების შთაგონებას -ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია
ფასდაუდებელია ილია მეორის ღვაწლი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში -ირაკლი კობახიძე
ეპოქის დასასრული: საქართველომ სულიერი მამა და ეროვნული ერთიანობის სიმბოლო დაკარგა
"როდესაც გროზნოში ზვიადის დაკარგული საფლავი მოიძიეს და მისი ნეშტი სვეტიცხოველში იქნა დასვენებული, კათალიკოს-პატრიარქმა პირადად აუგო წესი"-კონსტანტინე გამსახურდია
"ვუსამძიმრებ ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ეკლესიას თავსდატეხილ უბედურებასა და განსაცდელს... გისამძიმრებთ ყველას! -თეა წულუკიანი
პატრიარქის სიბრძნე და სიტყვა მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში - მისი ცხოვრება და მოღვაწეობა იყო, არის და მომავალშიც დარჩება საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე თავდადებისა და უანგარო მსახურების სიმბოლოდ -ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები
პატრიარქ ილია II-ის პიროვნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის - კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე
უიმედობისა თუ სასოწარკვეთის მძიმე წუთებში სწორედ პატრიარქი ტვირთულობდა ჯვრის სიმძიმეს - ის იყო ნუგეში და მეოხი განსაცდელში მყოფი ერისთვის - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ერს ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება ერის სულიერ მამად და რთულ დროს გადარჩენის სიმბოლოდ -პოლონეთის საელჩო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ჰორმუზის სრუტესთან ირანულ პოზიციებზე იერიში მიიტანეს
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში -ევროკავშირის წარმომადგენლობა
ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 18 მარტს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, რის შემდეგაც დაკრძალვის თაობაზე სხვა დამატებითი დეტალები გამოცხადდება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც ახალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევა მოხდება, ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2 თვისა უნდა მოიწვიოს