მთელი საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას, ადამიანის, რომლის ღვაწლი ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში ფასდაუდებელია -კახა კალაძე 

ილია მეორე იყო და რჩება ერის ერთიანობის სიმბოლოდ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კალაძემ დედაქალაქის მთავრობის წევრებთან ერთად, პატრიარქის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

„დღეს მთელი საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას – ადამიანის, რომლის ღვაწლი  ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში ფასდაუდებელია. მისი მოღვაწეობა იყო სიყვარულის, თავმდაბლობის, მოთმინების და მსახურების საოცარი მაგალითი. ილია მეორე იყო და რჩება ერის ერთიანობის სიმბოლოდ, მისი გარდაცვალება საქართველოს და მის სულიერ შვილებს  კი ძალიან დიდხანს გაგვყვება მოუშუშებელ ჭრილობად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნა პატრიარქის როლი ქართული მართმადიდებლური ეკლესიის აღდგენა-გაძლიერების გზაზე.

 

„უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ შეძლო ბოლშევიკური ტალღის შემდეგ შევიწროებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ნაბიჯ-ნაბიჯ აღდგენა და გაძლიერება, ერში სულიერების ამაღლება. მისი მმართველობის პირობებში საქართველოს საპატრიარქო იყო არა მხოლოდ სულიერების, არამედ ეროვნული ცნობიერების ფორმირებისა და ქართული კულტურის  განვითარების მნიშვნელოვანი ცენტრი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.





მსგავსი სიახლეები
ხომ დაინახეთ რამდენ ადამიანს უყვარს, როგორ ეტკინა საქართველოს. მთელი ეპოქაა პატრიარქი, ყველაფერმა მის მხრებზე გადაიარა - მიტროპოლიტი ანტონი
პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ
მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი... - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი (VIDEO)
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვთქვამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ განცდილი დიდი დანაკლისის გამო -რუსეთის პატრიარქი კირილე
ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისმა ღვაწლმა განუზომელი გავლენა იქონია დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე - საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი
 მთელი საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას, ადამიანის, რომლის ღვაწლი ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში ფასდაუდებელია -კახა კალაძე 
ილია მეორის მდიდარი სულიერი მემკვიდრეობა მომავალშიც გააგრძელებს მთელი საზოგადოების შთაგონებას -ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია
ფასდაუდებელია ილია მეორის ღვაწლი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში -ირაკლი კობახიძე
ეპოქის დასასრული: საქართველომ სულიერი მამა და ეროვნული ერთიანობის სიმბოლო დაკარგა
"როდესაც გროზნოში ზვიადის დაკარგული საფლავი მოიძიეს და მისი ნეშტი სვეტიცხოველში იქნა დასვენებული, კათალიკოს-პატრიარქმა პირადად აუგო წესი"-კონსტანტინე გამსახურდია
"ვუსამძიმრებ ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ეკლესიას თავსდატეხილ უბედურებასა და განსაცდელს... გისამძიმრებთ ყველას! -თეა წულუკიანი
პატრიარქის სიბრძნე და სიტყვა მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში - მისი ცხოვრება და მოღვაწეობა იყო, არის და მომავალშიც დარჩება საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე თავდადებისა და უანგარო მსახურების სიმბოლოდ -ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები
პატრიარქ ილია II-ის პიროვნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის - კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე
უიმედობისა თუ სასოწარკვეთის მძიმე წუთებში სწორედ პატრიარქი ტვირთულობდა ჯვრის სიმძიმეს - ის იყო ნუგეში და მეოხი განსაცდელში მყოფი ერისთვის - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ერს ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება ერის სულიერ მამად და რთულ დროს გადარჩენის სიმბოლოდ -პოლონეთის საელჩო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ჰორმუზის სრუტესთან ირანულ პოზიციებზე იერიში მიიტანეს
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში -ევროკავშირის წარმომადგენლობა
ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 18 მარტს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, რის შემდეგაც დაკრძალვის თაობაზე სხვა დამატებითი დეტალები გამოცხადდება