,,საქართველოს კათოლიკე ეკლესიის სახელით, ვუსამძიმრებ ყველას, ვინც კათოლიკოს-პატრიარქში ცნობდა საკუთარ მწყემსსა და სულიერ წინამძღვარს''- ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო
ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი ორმოცდაცხრა წლის განმავლობაში შევიდა უფლის მშვიდობაში.
საქართველოს კათოლიკე ეკლესიის სახელით, გამოვხატავ უღრმეს და გულწრფელ თანაგრძნობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის, ყოველი ცალკეული მღვდელმსახურის, ბერ-მონაზვნისა და მორწმუნის მიმართ, ვუსამძიმრებ ყველას, ვინც კათალიკოს-პატრიარქში ცნობდა საკუთარ მწყემსსა და სულიერ წინამძღვარს.
დღეს არ შემიძლია არ გავიხსენო ის მომენტები, რომლებსაც თავად შევესწარი: შეხვედრები წმიდა პაპ იოანე პავლე II-სთან და შემდეგ პაპ ფრანცისკესთან, რომლებსაც, როგორც პეტრეს მემკვიდრეებს, მან უმასპინძლა საკუთარ რეზიდენციაში, როგორც ანდრია პირველწოდებულის მემკვიდრემ.
„წმიდა პეტრე და წმიდა ანდრია ძმები იყვნენ", - მეუბნებოდა ხშირად, და დაურთავდა: „ჩვენ ყოველდღიურ ლოცვებში ვიხსენიებთ ერთმანეთს". ახლა ისინი კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს ზეცაში. ეჭვგარეშეა, მათ შორის დიდი პატივისცემა და სიყვარული სუფევდა. „აქ ადვილი არ არის, მითხრა უწმინდესმა პირველი შეხვედრისას, მაგრამ იყავ კარგი მწყემსი".
მოვუწოდებ კათოლიკე მორწმუნეებს, მართლმადიდებელ ძმებთან ერთად, ილოცონ მისთვის, რათა, მოწყალე ღმრთის, ზეციური მამის, წინაშე წარდგომისას, მიეგებონ მას ულევ სიყვარულში, მიიღოს მან სიცოცხლე საუკუნო და წმიდა ანდრიასთან, წმიდა ნინოსთან და წმიდა გიორგისთან ერთად, მუდამ იშუამდგომლოს ჩვენი ქვეყნისა ყველა ჩვენგანისთვის", - ნათქვამია ჯუზეპე პაზოტოს სამძიმრის წერილში.
მსგავსი სიახლეები
მეუფე შიო პატრიარქზე: ღმერთმა შეგვაძლებინოს, ღირსეულად შევძლოთ გავაგრძელოთ და ვისწავლოთ ცხოვრება მის გარეშე
ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს
სომხეთის პრეზიდენტი: ილია მეორე რწმენის სიძლიერის, თავისი ხალხის ერთსულოვნებისა და ერთიანობის სიმბოლო იყო
,,ნეტარი პატრიარქის, ჩვენი ძმისა და თანამწირველის, ილია მეორის ხსოვნა იყოს მარადიული და დაუვიწყარი''- მსოფლიო პატრიარქი ბართლომე
,,საქართველოს კათოლიკე ეკლესიის სახელით, ვუსამძიმრებ ყველას, ვინც კათოლიკოს-პატრიარქში ცნობდა საკუთარ მწყემსსა და სულიერ წინამძღვარს''- ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო
წმინდა სინოდი - პატრიარქისადმი სიყვარული უნდა გამოვლინდეს მისი მრავალწლიანი შეგონების აღსრულებაში - ცოდვების აღიარებაში, ურთიერთმიტევებასა და შერიგებაში
წმინდა სინოდმა მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა
"ილია მეორე აღარ არის - ნამდვილად მასშტაბურმა პიროვნებამ დაგვტოვა"-მიხეილ სააკაშვილი
პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე სახელმწიფო კომისია იმუშავებს
დამამწუხრა ცნობამ ილია მეორის გარდაცვალების შესახებ, ვუსამძიმრებ მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მოძმე ქართველ ხალხს -ნიკოლ ფაშინიანი
ხომ დაინახეთ რამდენ ადამიანს უყვარს, როგორ ეტკინა საქართველოს. მთელი ეპოქაა პატრიარქი, ყველაფერმა მის მხრებზე გადაიარა - მიტროპოლიტი ანტონი
პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ
მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი... - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი (VIDEO)
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვთქვამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ განცდილი დიდი დანაკლისის გამო -რუსეთის პატრიარქი კირილე
ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისმა ღვაწლმა განუზომელი გავლენა იქონია დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე - საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი
მთელი საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას, ადამიანის, რომლის ღვაწლი ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში ფასდაუდებელია -კახა კალაძე
ილია მეორის მდიდარი სულიერი მემკვიდრეობა მომავალშიც გააგრძელებს მთელი საზოგადოების შთაგონებას -ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია
ფასდაუდებელია ილია მეორის ღვაწლი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში -ირაკლი კობახიძე
ეპოქის დასასრული: საქართველომ სულიერი მამა და ეროვნული ერთიანობის სიმბოლო დაკარგა
"როდესაც გროზნოში ზვიადის დაკარგული საფლავი მოიძიეს და მისი ნეშტი სვეტიცხოველში იქნა დასვენებული, კათალიკოს-პატრიარქმა პირადად აუგო წესი"-კონსტანტინე გამსახურდია