,,ნეტარი პატრიარქის, ჩვენი ძმისა და თანამწირველის, ილია მეორის ხსოვნა იყოს მარადიული და დაუვიწყარი''- მსოფლიო პატრიარქი ბართლომე

 

მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა ბართლომეოსმა წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში ნეტარხსენებული საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა.

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდისადმი გამოგზავნილ წერილში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა გამოხატა მსოფლიო საპატრიარქოს და პირადად მისი გულითადი სამძიმარი საქართველოს ეკლესიის ნეტარი წინამძღვრის, კათოლიკოს-პატრიარქის, განსვენებული ილია მეორის გარდაცვალების გამო.

„საქართველოს უწმინდესი ეკლესიის წმინდა სინოდს,

საქართველოს უწმინდესი ეკლესიის დაუვიწყარი წინამძღვრის, განსვენებული ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ვიხსენებთ რა მის მამობრივ სიყვარულს მორწმუნე ერისა და მეგობარი ქვეყნის საქართველოს მიმართ, მისი ხანგრძლივი და კურთხეული პატრიარქობის განმავლობაში ქართველი ხალხის გულწრფელ სიყვარულსა და ღრმა პატივისცემას მისი ღირსეული პიროვნებისადმი, რომლის დროსაც განსაკუთრებულად განმტკიცდა საქართველოს უწმინდეს ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის ეკლესიას შორის ურთიერთობები, გამოვთქვამთ როგორც მსოფლიო საყდრის, ისე პირადად ჩვენს სამძიმარს, საქართველოს უწმინდესი ეკლესიისა და მისი ერთგული სამწყსოს მიმართ. ნეტარი პატრიარქის, ჩვენი ძმისა და თანამწირველის, ილია მეორის ხსოვნა იყოს მარადიული და დაუვიწყარი", - ნათქვამია წერილში, რომელიც მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა ბართლომეოსმა ნეტარხსენებული საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა.

 

 





მსგავსი სიახლეები
"არ არის შემთხვევითი, რომ ღვთივ განისვენა დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში, დაკრძალვა მოხდება კვირას, როდესაც ეკლესია იოანე კიბის აღმწერლის ხსენებას აღნიშნავს" - მეუფე შიო
მეუფე შიო პატრიარქზე: ღმერთმა შეგვაძლებინოს, ღირსეულად შევძლოთ გავაგრძელოთ და ვისწავლოთ ცხოვრება მის გარეშე
ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს
სომხეთის პრეზიდენტი: ილია მეორე რწმენის სიძლიერის, თავისი ხალხის ერთსულოვნებისა და ერთიანობის სიმბოლო იყო
,,ნეტარი პატრიარქის, ჩვენი ძმისა და თანამწირველის, ილია მეორის ხსოვნა იყოს მარადიული და დაუვიწყარი''- მსოფლიო პატრიარქი ბართლომე
,,საქართველოს კათოლიკე ეკლესიის სახელით, ვუსამძიმრებ ყველას, ვინც კათოლიკოს-პატრიარქში ცნობდა საკუთარ მწყემსსა და სულიერ წინამძღვარს''- ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო
წმინდა სინოდი - პატრიარქისადმი სიყვარული უნდა გამოვლინდეს მისი მრავალწლიანი შეგონების აღსრულებაში - ცოდვების აღიარებაში, ურთიერთმიტევებასა და შერიგებაში
წმინდა სინოდმა მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა
"ილია მეორე აღარ არის - ნამდვილად მასშტაბურმა პიროვნებამ დაგვტოვა"-მიხეილ სააკაშვილი
პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე სახელმწიფო კომისია იმუშავებს
დამამწუხრა ცნობამ ილია მეორის გარდაცვალების შესახებ, ვუსამძიმრებ მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მოძმე ქართველ ხალხს -ნიკოლ ფაშინიანი
ხომ დაინახეთ რამდენ ადამიანს უყვარს, როგორ ეტკინა საქართველოს. მთელი ეპოქაა პატრიარქი, ყველაფერმა მის მხრებზე გადაიარა - მიტროპოლიტი ანტონი
პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ
მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი... - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი (VIDEO)
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვთქვამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ განცდილი დიდი დანაკლისის გამო -რუსეთის პატრიარქი კირილე
ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისმა ღვაწლმა განუზომელი გავლენა იქონია დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე - საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი
 მთელი საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას, ადამიანის, რომლის ღვაწლი ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში ფასდაუდებელია -კახა კალაძე 
ილია მეორის მდიდარი სულიერი მემკვიდრეობა მომავალშიც გააგრძელებს მთელი საზოგადოების შთაგონებას -ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია
ფასდაუდებელია ილია მეორის ღვაწლი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში -ირაკლი კობახიძე
ეპოქის დასასრული: საქართველომ სულიერი მამა და ეროვნული ერთიანობის სიმბოლო დაკარგა