"არ არის შემთხვევითი, რომ ღვთივ განისვენა დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში, დაკრძალვა მოხდება კვირას, როდესაც ეკლესია იოანე კიბის აღმწერლის ხსენებას აღნიშნავს" - მეუფე შიო
პატრიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის განცხადებით, უწმინდესსა და უნეტარეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, კვირას დაკრძალავენ.
როგორ მეუფე შიომ მრევლისთვის სიტყვით მიმართვის დროს განაცხადა, შემთხვევითი არ არის თარიღი, როდესაც საქართველოს პატრიარქი აღესრულა.
"ბატონო პრემიერო, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო ბიძინავ, ყოვლად სამღვდელოებავ, მეუფენო, მღვდელმთავარნო პატიოსანო მამანო, დედანო, ძმებო და დებო.
დიდია დღეს ჩვენი მწუხარება, სრულიად საქართველოს მწუხარება მისი უდიდებულესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის, გარდაცვალების გამო. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება. იმდენად ვგრძნობდით ჩვენ მის მამობრივ სიყვარულს, ზრუნვას, ძალას, ღვთის ძალას, რომელიც ვლინდებოდა მსახურებაში. ვართ ნამდვილად დაობლებულები. პირადად, გიზიარებთ ჩემს გრძნობას და განაცხადს. ვიცი, რომ ჩვენი დები, ძმები, უმრავლესობა ასე განიცდის ამ მოვლენას, მაგრამ გვანუგეშებს ღვთის წყალობა და ის დიდი მადლი, რომელიც იღვაწა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ და ჩვენ დაგვიტოვა.
მრავალი ქვეყნიდან გვწერე სამძიმრის წერილებში და აღნიშნავენ მის მამობრივ საოცარ თვისებას, რომელიც ვრცელდებოდა არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთელს მსოფლიო მართლმადიდებელ, საქრისტიანოზე. ეს დანაკარგი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოს საქრისტიანოსთვის.
მინდა, მოგისამძიმროთ დღეს ყველას მის უწმინდესობის გარდაცვალების გამო. საოცარი თვისება ჰქონდა მას, რომ მისი ეს მამობრივი სიყვარული, მასშტაბი და ფიქრი და ლოცვა ეფინებოდა, როგორც მთელს საქართველოს, ისვე თითოეულ ადამიანს, რომელსაც ოდესმე ჰქონია შეხება მასთან.
საოცარი მადლი ჰქონდა, რომ ამ ადამიანებში ახდენდა დიდ ფერისცვალებას და ცხოვრება. ვისაც გვქონია შეხება მასთან, უკეთესობისკენ იცვლებოდა. არ არის შემთხვევითი, რომ მან ღვთივ განისვენა დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში, როდესაც ეკლესია თაყვანს სცემს თავგანწირული სიყვარულის ამ უმთავრეს ნიშნად და სიმბოლოს, პატიოსან ცხოველსმყოფელ ჯვარს. ჩვენი წმინდა სინოდის მიმართვაში იყო აღნიშნული, რომ ეს არის მინიშნება იმისი, რომ მისი უწმინდესობის ღვაწლი იყო ჭეშმარიტად მოწამებრივი. მინდა დავამატო, რომ როგორც უკვე გაიგეთ მისი დასაფლავება მოხდება კვირას, როდესაც ეკლესია აღნიშნავს იოანე კიბის აღმწერლის ხსენებას და გვმოძღვრავს ჩვენ სულიერი კიბის შესახებ", - განაცხადა მეფე შიომ.
მსგავსი სიახლეები
,,ღვთისმსახურებს და მრევლს ტაძარში მოსვლის და მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდის გადახდის შესაძლებლობა მუდმივად ექნებათ"- საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
,,მეუფე შიო ილია მეორეზე: მისი სახით შევიძინეთ კიდევ ერთი დიდი მფარველი ზეციური საქართველოდან
"არ არის შემთხვევითი, რომ ღვთივ განისვენა დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში, დაკრძალვა მოხდება კვირას, როდესაც ეკლესია იოანე კიბის აღმწერლის ხსენებას აღნიშნავს" - მეუფე შიო
მეუფე შიო პატრიარქზე: ღმერთმა შეგვაძლებინოს, ღირსეულად შევძლოთ გავაგრძელოთ და ვისწავლოთ ცხოვრება მის გარეშე
ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს
სომხეთის პრეზიდენტი: ილია მეორე რწმენის სიძლიერის, თავისი ხალხის ერთსულოვნებისა და ერთიანობის სიმბოლო იყო
,,ნეტარი პატრიარქის, ჩვენი ძმისა და თანამწირველის, ილია მეორის ხსოვნა იყოს მარადიული და დაუვიწყარი''- მსოფლიო პატრიარქი ბართლომე
,,საქართველოს კათოლიკე ეკლესიის სახელით, ვუსამძიმრებ ყველას, ვინც კათოლიკოს-პატრიარქში ცნობდა საკუთარ მწყემსსა და სულიერ წინამძღვარს''- ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო
წმინდა სინოდი - პატრიარქისადმი სიყვარული უნდა გამოვლინდეს მისი მრავალწლიანი შეგონების აღსრულებაში - ცოდვების აღიარებაში, ურთიერთმიტევებასა და შერიგებაში
წმინდა სინოდმა მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა
"ილია მეორე აღარ არის - ნამდვილად მასშტაბურმა პიროვნებამ დაგვტოვა"-მიხეილ სააკაშვილი
პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე სახელმწიფო კომისია იმუშავებს
დამამწუხრა ცნობამ ილია მეორის გარდაცვალების შესახებ, ვუსამძიმრებ მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მოძმე ქართველ ხალხს -ნიკოლ ფაშინიანი
ხომ დაინახეთ რამდენ ადამიანს უყვარს, როგორ ეტკინა საქართველოს. მთელი ეპოქაა პატრიარქი, ყველაფერმა მის მხრებზე გადაიარა - მიტროპოლიტი ანტონი
პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ
მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი... - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი (VIDEO)
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვთქვამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ განცდილი დიდი დანაკლისის გამო -რუსეთის პატრიარქი კირილე
ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისმა ღვაწლმა განუზომელი გავლენა იქონია დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე - საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი
მთელი საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას, ადამიანის, რომლის ღვაწლი ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში ფასდაუდებელია -კახა კალაძე