,,მეუფე შიო ილია მეორეზე: მისი სახით შევიძინეთ კიდევ ერთი დიდი მფარველი ზეციური საქართველოდან
მე მინდა ყველას მოგისამძიმროთ ყველას მისი უწმიდესობის გარდაცვალების გამო. საოცარი ჰქონდა მას თვისება, მისი ეს მამობრივი სიყვარულის მასშტაბი, მისი ფიქრი და ლოცვა ეფინებოდა თითოეულ ადამიანს, რომელსაც ოდესმე ჰქონია მასთან შეხება, ამ ადამიანებში ახდენდა დიდი ფერიცვალებას და ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლებოდა, - განაცხადა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ შიო მუჯირმა, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ილია მეორეს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
როგორც მეუფემ აღნიშნა, პატრიარქმა დაგვიტოვა ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
არ არის შემთხვევით, რომ მან ღვთივ განისვენა სწორედ დიდი მარხვის, ჯვრის თაყვანისცემის კვირაში, როდესაც ეკლესია თაყვანს სცემს თავგანწირული სიყვარულის ამ მთავარ სიმბოლოს, პატიოსან ცხოველსმყოფელს ჯვარს და ჩვენი წმინდა სინოდის მიმართვაში იყო აღნიშნული, რომ ეს არის მინიშნება, რომ მისი უწმინდესობის ღვაწლი ჭეშმარიტად მოწამებრივი იყო. მისი დასაფლავება კვირას მოხდება, როდესაც ეკლესია აღნიშნავს იოანე კიბისაღმწერლის ხსენებას და გვმოძღვრავს სულიერი კიბის შესახებ, რომელიც სათნოებათა გზით მიმყვანებელია სულის ცხონებისკენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის შემთხვევითი რომ მის უწმიდესობაში იყო შერწყმული მოწამეობრივი გზა, ღვაწლი და სულიერ კიბეზე, უმაღლესი საფეხურის მიღწევა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ეს არის სათნოებები, რომელიც მან მოიხვეჭა, დიდი სიყვარული, საოცარი სიმდაბლე, მოთმინება, სიბრძნე და სხვა. ჩვენი გულის სავსეა ემოციებით, სიყვარულით, ფიქრებით, მაგრამ ალბათ მისი უზარმაზარი ღვაწლიდან ერთ-ერთი უმთავრესი არის ის, რომ მან ჩაიბარა საქართველოს ეკლესია დევნილ, დაკნინებულ მდგომარეობაში, საზოგადოებრივ ცხოვრებიდან გარიყულ მდგომარეობაში, მაგრამ მის შვილებს გაძლიერებული, აღშენებული, გამართული ეკლესია დაგვიტოვა, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
დიდი სიყვარულით ქედს ვიხრით მისი მამობრივი ღვაწლის წინაშე და მადლობას ვუხდით მას ამისთვის. ჩვენი გული მწუხარებასთან ერთად ივსება იმედით, რომ უფალი მას ცათა სასუფეველში მართალთა თანა განუსვენებს და მისი სახით შევიძინეთ კიდევ ერთი დიდი მეოხი, მფარველი ზეციური საქართველოდან, რომელიც შეგვეწევა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო, სახელმწიფოებრივი ცხოვრება, ისე როგორც მან დაგვიბარა და გვიანდერძა, რომ შევძლოთ ერთსულოვნება, ურთიერთსიყვარული, ურთიერთშერიგება და იმ ღირებულებებზე მყარად დაბრუნება, რომლის გავრცელებაში უდიდესი როლი შეასრულა მისმა ღვაწლმა.
კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ, ჩემო საყვარელო ადამიანებო, ღმერთმა შეუნდოს და ცათა სასუფეველი მიანიჭოს, დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი და ჩვენ შეგვაძლებინოს ღირსეულად აღვასრულოთ ეს დღეები დაკავშირებული მის დასაფლავებასთან და ღირსეულად შევძლოთ გავაგრძელოთ ცხოვრება, ვისწავლოთ ცხოვრება მის გარეშე. ძნელია დღეს მის გარეშე ეკლესიის წარმოდგენა, მაგრამ ის ჩვენთან არის და ყოველთვის ჩვენთან იქნება, ამის გვწამს და გვჯერა. ჩვენთან არს ღმერთი! ", - განაცხადა მეუფე შიომ.
მსგავსი სიახლეები
21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება - დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან - საქართველოს მთავრობა
,,ღვთისმსახურებს და მრევლს ტაძარში მოსვლის და მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდის გადახდის შესაძლებლობა მუდმივად ექნებათ"- საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
,,მეუფე შიო ილია მეორეზე: მისი სახით შევიძინეთ კიდევ ერთი დიდი მფარველი ზეციური საქართველოდან
"არ არის შემთხვევითი, რომ ღვთივ განისვენა დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში, დაკრძალვა მოხდება კვირას, როდესაც ეკლესია იოანე კიბის აღმწერლის ხსენებას აღნიშნავს" - მეუფე შიო
მეუფე შიო პატრიარქზე: ღმერთმა შეგვაძლებინოს, ღირსეულად შევძლოთ გავაგრძელოთ და ვისწავლოთ ცხოვრება მის გარეშე
ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს
სომხეთის პრეზიდენტი: ილია მეორე რწმენის სიძლიერის, თავისი ხალხის ერთსულოვნებისა და ერთიანობის სიმბოლო იყო
,,ნეტარი პატრიარქის, ჩვენი ძმისა და თანამწირველის, ილია მეორის ხსოვნა იყოს მარადიული და დაუვიწყარი''- მსოფლიო პატრიარქი ბართლომე
,,საქართველოს კათოლიკე ეკლესიის სახელით, ვუსამძიმრებ ყველას, ვინც კათოლიკოს-პატრიარქში ცნობდა საკუთარ მწყემსსა და სულიერ წინამძღვარს''- ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო
წმინდა სინოდი - პატრიარქისადმი სიყვარული უნდა გამოვლინდეს მისი მრავალწლიანი შეგონების აღსრულებაში - ცოდვების აღიარებაში, ურთიერთმიტევებასა და შერიგებაში
წმინდა სინოდმა მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა
"ილია მეორე აღარ არის - ნამდვილად მასშტაბურმა პიროვნებამ დაგვტოვა"-მიხეილ სააკაშვილი
პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე სახელმწიფო კომისია იმუშავებს
დამამწუხრა ცნობამ ილია მეორის გარდაცვალების შესახებ, ვუსამძიმრებ მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მოძმე ქართველ ხალხს -ნიკოლ ფაშინიანი
ხომ დაინახეთ რამდენ ადამიანს უყვარს, როგორ ეტკინა საქართველოს. მთელი ეპოქაა პატრიარქი, ყველაფერმა მის მხრებზე გადაიარა - მიტროპოლიტი ანტონი
პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ
მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი... - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი (VIDEO)
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვთქვამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ განცდილი დიდი დანაკლისის გამო -რუსეთის პატრიარქი კირილე
ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისმა ღვაწლმა განუზომელი გავლენა იქონია დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე - საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი