„დაე, ღმერთმა განუსვენოს მის კეთილშობილ სულს „მართალთა სავანეში“, იყოს მისი ხსენება სამარადისოდ“ - ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური

 

ტირანის, დურესისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსმა იოანემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

„ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა ჩვენი საყვარელი ძმისა და თანამწირველის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის მიძინების შესახებ, ის თითქმის ხუთი ათწლეულის განმავლობაში სიბრძნით, მოთმინებითა და ღრმა რწმენით მწყემსავდა საქართველოს ეკლესიას. გამოირჩეოდა უზადო ხასიათით, მართლმადიდებლური ტრადიციისადმი ერთგულებით, მორწმუნე ქართველი ხალხის სიყვარულითა და მართლმადიდებლობის ერთიანობისადმი მტკიცე თავდადებით.

საპატრიარქო ტახტზე საბჭოთა ჩაგვრის რთულ პერიოდში აღსაყდრებული, განსვენებული პატრიარქი ილია თავდადებითა და კეთილგონიერებით მწყემსავდა თავის სამწყსოს, "რომელიც მან შეიყვარა", აღადგინა ეკლესია ნანგრევებიდან, ააშენა ტაძრები და მონასტრები და შთააგონა ღვთის ერს მამათა რწმენასთან დაბრუნება.

ჩვენს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ წმინდა სინოდს, ღვთისმოსავ სამღვდელოებასა და საქართველოს ეკლესიის მორწმუნე მრევლს. დაე, ღმერთმა განუსვენოს მის კეთილშობილ სულს "მართალთა სავანეში". იყოს მისი ხსენება სამარადისოდ!", - წერს ტირანას, დურესის და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი.

 

 





მსგავსი სიახლეები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში: უახლესი მაკროეკონომიკური ინდიკატორები 
„დაე, ღმერთმა განუსვენოს მის კეთილშობილ სულს „მართალთა სავანეში“, იყოს მისი ხსენება სამარადისოდ“ - ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური
რა ეღირება დოლარი და ევრო 18 მარტს
Young Lions Georgia 2026 - შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, გზავნილების მორიგ სააღდგომო გათამაშებას გთავაზობთ
რა ეღირება დოლარი და ევრო 14 მარტს
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე -განავადე ონლაინ მარტივად და ჩაერთე სახალისო თამაშში
"ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდას ხელს უწყობს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები, ასევე მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემო"-ვახტანგ ცინცაძე
რა ეღირება დოლარი და ევრო 13 მარტს
თიბისის მხარდაჭერით "ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე" შესარჩევი ტურის რეგისტრაცია დაიწყო
ჯიუტი ქალები შეუძლებელს შეძლებენ - თიბისი მარტს ქალების შთამაგონებელ ისტორიებს უძღვნის
ბიზნესისადმი მეგობრული გარემო და საკანონმდებლო მხარდაჭერა, უზრუნველყოფს ქვეყანაში ინვესტორის დაცულობასა და ფინანსებზე ბიზნესის ხელმისაწვდომობის ზრდას -მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა -The Heritage Foundation
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 მარტს
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა
რა ეღირება დოლარი და ევრო 10 მარტს
თიბისი ტექსკოლა - გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
2025 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 70.0 მილიარდ ლარამდე გაიზარდა-საქსტატი
ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მასატო კანდას შეხვდა
რა ეღირება დოლარი და ევრო 6 მარტს