რას ამბობდა მამა გაბრიელი ილია მეორის შესახებ
არქიმანდრიტი გაბრიელი (საერო სახელი - გოდერძი ურგებაძე) 1995 წელს გარდაიცვალა 66 წლის ასაკში.
იგი ანდერძისამებრ ბერმონაზვნული წესით, ჭილოფში გახვეული დაკრძალეს მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში. არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად, უხრწნელია. მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს ღირსი მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 2 ნოემბერი დააწესა.
2014 წლის 22 თებერვალს დილით სამთავროს ფერისცვალების მონასტრის ეზოში მამა გაბრიელის საფლავი გახსნეს, წმინდანი საფლავიდან აღმოიყვანეს, ხის ლუსკუმაში ჩაასვენეს და სამთავროს ფერისცვალების ტაძარში გადაასვენეს.
1) ყველა წესსა და კანონზე უპირატესი სიყვარულია. გიყვარდეთ ერთმანეთი. საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს.
2) ერთი კაციც რომ გძულდეს, საძაგელი ხარ ღვთის წინაშე. - ბოროტი კაცი როგორ უნდა შევიყვაროთ? - ღმერთმა უწყის, იქნებ ის, ვინც ჩვენ გვძაგს, ხვალ ლოცვით, ცრემლით, მარხვით და სინანულით განიწმინდოს და ანგელოზთა მსგავსი გახდეს. ბევრი ყოფილა ასეთი შემთხვევა...
3) კეთილი ყველასათვის უნდა გინდოდეს, მაგრამ სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება, ვისაც შენზე მცირე აქვს, იმას რომ დაეხმარები, ის არის ღვთის წინაშე შეწირული.
4 ) როდესაც საჭმელს ჭამ, უნდა გახსოვდეს მშიერი, მწყურვალი, გაჭირვებული, ამაშია სასუფევლის პოვნა.
5) უფალი სხვის უბედურებას იმიტომ გვიჩვენებს, რათა ილოცოთ მისთვის, დაეხმაროთ მას. ამით სიყვარულს გვასწავლის.
6) თქვენ ვერ დამინახავთ, მაგრამ ითხოვეთ ღვთისგან და ლოცვას არ დაგაკლებთ, რომ ღმერთი ყველას შეგეწიოთ.
7) თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს, იგი მთელ დედამიწაზე მოინდომებს გამეფებას. დევნა ყველგან იქნება, მაგრამ საქართველოს მარიამ ღვთისმშობელი დაიფარავს, მისი წილხვედრია. აქ ნაკლები დევნა იქნება. ოღონდ ცალ-ცალკე ნუ იქნებით, ათი ან მეტი იყავით ერთად. ერთმანეთს უნდა შეეშველოთ დევნის დროს. ნუ შეგეშინდებათ, როდესაც გაგიჭირდებათ, მოვალ და მოგეშველებით, ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ.
8 ) მძიმე ჯვარს ატარებს კათოლიკოს-პატრიარქი, ვინც მას განიკითხავს, თავზე აგუზგუზებულ ნაკვერჩხლებს დაიყრის.
9 ) როდესაც განიკითხავ სხვას, ესე იგი, ღმერთს განიკითხავ. თუ კაცმა შესცოდა და განიკითხე, მერე რომ მოინანია და ღმერთმა მიუტევა, შენ დაინახე?
10 ) ჯერ ღმერთია მკურნალი, მერე - ექიმი. მუშაკი ღირსია სასყიდლისა. რომელი არა ჰმადლობდენ ექიმსა, არა ჰმადლობენ უფალსა. ექიმის ხელი და გონება ღვთისთვის სათნო საქმეს აკეთებს.
11 ) სინდისი პატარა ღმერთია. ძილის წინ კარგად დააკვირდი შენს საქციელს მთელი დღის განმავლობაში, რას აკეთებდი, რა არ მოგეწონა, სად სცოდე, რა არ უნდა გეთქვა და სხვა. ანგარიში ჩააბარე შენს თავს, მუდამ ყურადღებით და ფხიზლად იყავი შენი თავის მიმართ.
12 ) თუ ცილი დაგწამეს, სიკეთის წილ ბოროტება მოგიზღეს, გულში ბოროტება არ ჩაიდო, შეუნდე და გიხაროდეს, რადგან ამით რამდენიმე საფეხურით უფალს მიუახლოვდი.
ილოცეთ ყველასათვის, ამას გიტოვებთ ანდერძად. ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს, გახსოვდეთ - ზღვები დაშრება, მთები დაიშლება, ქრისტეს დიდება არ მოიშლება! - ამბობდა მამა გაბრიელი.
მსგავსი სიახლეები
19 მარტის ამინდის პროგნოზი
საქართველოში წმიდა საყდრის დესპანმა, ანტე იოზიჩი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა
„როდესაც სტიქარი ჩავიცვი, დაახლოებით 17-18 წლის ვიყავი... არ მახსოვს, პატრიარქს შენობით მოემართა“ - ირაკლი ქადაგიშვილი
საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს
რას ამბობდა მამა გაბრიელი ილია მეორის შესახებ
,, იმის დაჯერება ძალიან ძნელია, რომ ფიზიკურად ვეღარ შევხვდებით, მაგრამ ვიცი როგორ მფარველობს თავის სამშობლოს იქ, ზეციური საქართველოდან''- ეთერ თათარაიძე პატრიარქზე
"პატრიარქის აღსაყდრებით დაიწყო ახალი ეპოქა, რომელსაც ჰქვია ქართლის მეორედ მოქცევა" - მეუფე დანიელი
21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება - დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან - საქართველოს მთავრობა
,,ღვთისმსახურებს და მრევლს ტაძარში მოსვლის და მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდის გადახდის შესაძლებლობა მუდმივად ექნებათ"- საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
,,მეუფე შიო ილია მეორეზე: მისი სახით შევიძინეთ კიდევ ერთი დიდი მფარველი ზეციური საქართველოდან
"არ არის შემთხვევითი, რომ ღვთივ განისვენა დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში, დაკრძალვა მოხდება კვირას, როდესაც ეკლესია იოანე კიბის აღმწერლის ხსენებას აღნიშნავს" - მეუფე შიო
მეუფე შიო პატრიარქზე: ღმერთმა შეგვაძლებინოს, ღირსეულად შევძლოთ გავაგრძელოთ და ვისწავლოთ ცხოვრება მის გარეშე
ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს
სომხეთის პრეზიდენტი: ილია მეორე რწმენის სიძლიერის, თავისი ხალხის ერთსულოვნებისა და ერთიანობის სიმბოლო იყო
,,ნეტარი პატრიარქის, ჩვენი ძმისა და თანამწირველის, ილია მეორის ხსოვნა იყოს მარადიული და დაუვიწყარი''- მსოფლიო პატრიარქი ბართლომე
,,საქართველოს კათოლიკე ეკლესიის სახელით, ვუსამძიმრებ ყველას, ვინც კათოლიკოს-პატრიარქში ცნობდა საკუთარ მწყემსსა და სულიერ წინამძღვარს''- ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო
წმინდა სინოდი - პატრიარქისადმი სიყვარული უნდა გამოვლინდეს მისი მრავალწლიანი შეგონების აღსრულებაში - ცოდვების აღიარებაში, ურთიერთმიტევებასა და შერიგებაში
წმინდა სინოდმა მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა
"ილია მეორე აღარ არის - ნამდვილად მასშტაბურმა პიროვნებამ დაგვტოვა"-მიხეილ სააკაშვილი