სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია, ქვეითად მოსიარულეები ტაძრამდე მისვლას მესხიშვილის ქუჩის გავლით შეძლებენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია.
უწყების ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: ავლაბრის მოედნიდან მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩებზე, სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით; ბარათაშვილის აღმართიდან წურწუმიას ქუჩის მიმართულებით; ახვლედიანის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით; საინგილოს ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით; გორკის და ბუხაიძის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით; წურწუმიას ქუჩიდან გურჯაანის ქუჩის მიმართულებით. გადაადგილება ასევე აკრძალულია მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩების მიმართულებით დმანისის, ვახტანგ მეექვსის, ავლაბრის, ირბახისა და ცისკრის ქუჩებიდან.
რაც შეეხება ქვეითად მოსიარულეებს, შსს-ს განმარტებით, მათ მეტროსადგურ „ავლაბრიდან" სამების საკათედრო ტაძრამდე ასვლა მესხიშვილის ქუჩის გავლით შეეძლებათ, ხოლო უკან ჩამოსვლა გონაშვილის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორე საპატრიარქოდან სამების ტაძარში სამგლოვიარო მსვლელობით გუშინ გადაასვენეს. ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება.
ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.
მსგავსი სიახლეები
სერბეთის პატრიარქმა პორფირემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა
სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია, ქვეითად მოსიარულეები ტაძრამდე მისვლას მესხიშვილის ქუჩის გავლით შეძლებენ
კვიპროსის ეკლესია ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ირაკლი კობახიძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რეჯეფ თაიფ ერდოღანის სამძიმრის წერილი მიიღო
19 მარტის ამინდის პროგნოზი
საქართველოში წმიდა საყდრის დესპანმა, ანტე იოზიჩი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა
„როდესაც სტიქარი ჩავიცვი, დაახლოებით 17-18 წლის ვიყავი... არ მახსოვს, პატრიარქს შენობით მოემართა“ - ირაკლი ქადაგიშვილი
საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს
რას ამბობდა მამა გაბრიელი ილია მეორის შესახებ
,, იმის დაჯერება ძალიან ძნელია, რომ ფიზიკურად ვეღარ შევხვდებით, მაგრამ ვიცი როგორ მფარველობს თავის სამშობლოს იქ, ზეციური საქართველოდან''- ეთერ თათარაიძე პატრიარქზე
"პატრიარქის აღსაყდრებით დაიწყო ახალი ეპოქა, რომელსაც ჰქვია ქართლის მეორედ მოქცევა" - მეუფე დანიელი
21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება - დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან - საქართველოს მთავრობა
,,ღვთისმსახურებს და მრევლს ტაძარში მოსვლის და მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდის გადახდის შესაძლებლობა მუდმივად ექნებათ"- საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
,,მეუფე შიო ილია მეორეზე: მისი სახით შევიძინეთ კიდევ ერთი დიდი მფარველი ზეციური საქართველოდან
"არ არის შემთხვევითი, რომ ღვთივ განისვენა დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში, დაკრძალვა მოხდება კვირას, როდესაც ეკლესია იოანე კიბის აღმწერლის ხსენებას აღნიშნავს" - მეუფე შიო
მეუფე შიო პატრიარქზე: ღმერთმა შეგვაძლებინოს, ღირსეულად შევძლოთ გავაგრძელოთ და ვისწავლოთ ცხოვრება მის გარეშე
ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს
სომხეთის პრეზიდენტი: ილია მეორე რწმენის სიძლიერის, თავისი ხალხის ერთსულოვნებისა და ერთიანობის სიმბოლო იყო
,,ნეტარი პატრიარქის, ჩვენი ძმისა და თანამწირველის, ილია მეორის ხსოვნა იყოს მარადიული და დაუვიწყარი''- მსოფლიო პატრიარქი ბართლომე