ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არასდროს სურდა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტში საქართველოში ადამიანის უფლებების საკითხზე გამართული დისკუსიისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ხდება ეს საქართველოში. ჩვენთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გამოცდილებიდან ვისწავლოთ. საქართველო ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც ძალაუფლების მიტაცება მოხდა. ჩემი შეფასება ასეთია: ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არასდროს სურდა, პირველივე არჩევნებიდანვე, როდესაც მისმა პარტიამ 2012 წელს გაიმარჯვა. სწორედ ამიტომ, ის რუსეთიდან მილიარდებით დაბრუნდა, რათა საქართველოს ევროატლანტიკური კურსი შეეცვალა. მისი და რუსეთის, ანუ კრემლის მიზნები ერთმანეთს ემთხვევა. სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდება და ავტორიტარული მმართველობა - ისეთი, როგორსაც ბელარუსსა და რუსეთში ვხედავთ. ეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში კრემლის წარმატებაც არის. მან და მისმა პარტიამ ქართველ ხალხზე მანიპულირება მოახდინა. საჯაროდ ამბობდა, რომ ევროკავშირის მხარდამჭერი იყო, მაგრამ პრაქტიკაში საპირისპიროს აკეთებდა. მათ მანიპულირება აქაც, ევროპარლამენტსა და ევროკომისიაშიც შეძლეს", - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
მისი თქმით, „ევროკავშირის პოლიტიკა 2024 წლის არჩევნებამდე, „ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობის მცდელობა, შესაძლოა აუცილებელი, მაგრამ არასწორი იყო, როგორც ეს ახლა ჩანს".
„ეს არასწორი იყო, ისევე როგორც პუტინის შემთხვევაში 2022 წლამდე. ახლა ევროკომისია რეალობას ხედავს. ეს კომისიის 2025 წლის ანგარიშშია ასახული. წევრი სახელმწიფოების მიმართ ბევრი კრიტიკა მაქვს. მათ იმის ძალა აქვს, რომ ევროკავშირის პოლიტიკა შეცვალონ. საქართველოს საკითხი საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს და იმედია მიდგომა შეიცვლება, კერძოდ, სანქციების დაწესება შეიძლება პასუხისმგებელ პირებზე. მებრძოლი ქართველი ხალხისთვის დახმარება ის იქნება, რომ მათი დავიწყება არ მოხდეს", - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
მსგავსი სიახლეები
იერუსალიმის პატრიარქმა, თეოფილე მესამემ მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილი გამოუგზავნა
21-22 მარტს რეისებს ამატებს და ილია მეორის პანაშვიდზე, ასევე დაკრძალვაზე დასწრების მსურველებს რეგულარული და დამატებითი რეისებით უფასოდ გადაიყვანს -"საქართველოს რკინიგზა"
"ხალხთან მოვიდა გადამწყვეტ, კრიტიკულ მომენტში სწორედ პატრიარქი და ეს ხალხმა დაინახა" - ირაკლი ბატაშვილი 9 აპრილზე
ილია მეორის ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას -აშშ-ს საელჩო
ილია II იყო სულიერი წინამძღოლი, უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის - ისრაელის საელჩო
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, გაუპატიურების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
"ისწავლე და დასაქმდი" ახალ ეტაპზე გადადის და გაზაფხულის სემესტრზე მონაწილეობის მსურველთა მიღებას იწყებს
"პრაქტიკულად გვთხოვენ, რომ სახელმწიფო გავაუქმოთ" - დავით მათიკაშვილი "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე
რამდენიმე სახელმწიფო არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტზე, ქვეყნის შიგნით არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ აღიარებენ ამას 100 პროცენტზე, ვერ ვიქნებით ლოიალური მათ მიმართ -ირაკლი კობახიძე
ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას "ოჯახური ღირებულებების შესახებ" და "გამჭვირვალობის შესახებ" კანონების გაუქმებას სთხოვენ
Daily Mail: FBI-ის ცნობით, ირანი კალიფორნიაზე დრონებით თავდასხმას გეგმავს
ოპოზიციად წოდებული შეთქმულთა გუნდი არსებობს, რომელიც ქვეყანას პირდაპირ უტევს, მათთვის დიალოგი სასურველი არ არის -გია ვოლსკი
პრემიერ-მინისტრი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
დღეს ყველაზე ინტენსიური დარტყმები განხორციელდება ირანის ტერიტორიაზე, ოპერაციის მიზნები იგივე რჩება -პიტ ჰეგსეტი
10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ოსლოში, აშშ-ის საელჩოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა - მედია
,,სანამ ლომჯარია სასამართლოში წავა, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი''- სუბარი
უცნაურია, რომ კალასი და კოსი საქართველოსთვის იცლიან, როგორ ბედავენ ან რატომ ფიქრობენ, რომ მათ სიტყვას ფასი ექნება იმ ყველაფრის მერე, რა მდგომარეობაშიც უკრაინა ჩააგდეს? -ლევან მაჭავარიანი
7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა