ველოდებით 90-მილიარდიანი პაკეტის განბლოკვას, უკრაინა ყველაფერს აკეთებს, მათ შორის ნავთობსადენთან დაკავშირებით, ჩვენთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია -ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის განბლოკვის იმედი აქვს.

ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სხდომაზე ლიდერებთან მიმართვისას აღნიშნა, რომ უკრაინისთვის 90-მილიარდიანი მხარდაჭერის პაკეტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური უსაფრთხოების გარანტია ევროპიდან, 90-მილიარდიანი მხარდაჭერის პაკეტი არ მუშაობს. ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს არის რესურსი სიცოცხლის დასაცავად", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებს სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.

„ძვირფასო ლიდერებო, ერთიანო ევროპავ, ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებების მიღება და მათი განხორციელება. ძლიერი და სტაბილური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ზეწოლა რუსეთზე. მნიშვნელოვანია, ყურადღება არ მოვადუნოთ მაშინაც კი, როცა ირანს ვაკვირდებით, რადგან ომი ევროპულ მიწაზე გრძელდება. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს. ველოდებით 90-მილიარდიანი პაკეტის განბლოკვას. უკრაინა, თავის მხრივ, აკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა, მათ შორის ნავთობსადენთან დაკავშირებით, რათა ეს შესაძლებელი გახდეს. ჩვენი ენერგოკომპანიების გუნდი პროდუქტიულად მუშაობს. თუმცა გადაწყვეტილება თქვენზეა - გსურთ თუ არა, რომ ევროპამ გააგრძელოს რუსული ნავთობის იმპორტი, იმის ცოდნით, რომ ეს აგრესორს ეხმარება",- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ, აშშ-ისგან მიღებული სიგნალების მიხედვით, სამშვიდობო მოლაპარაკებები, შესაძლოა, მალე განახლდეს.

„ბოლო დღეებში აშშ-ისგან მივიღეთ სიგნალები, რომ მოლაპარაკებები, შესაძლოა, მალე განახლდეს. თუმცა რა განწყობით მივა რუსეთი ამ მოლაპარაკებებზე - ეს ყველა ჩვენგანზეა დამოკიდებული. არ უნდა იგრძნონ, რომ თითქოს მათი პოზიცია გაძლიერდა", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა აგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებას და მიზნად ისახავს მოლაპარაკებების პროცესის წინსვლას 2026 წელს.

„რუსეთმა მკაფიოდ უნდა დაინახოს და რეალურად იგრძნოს, რომ უკრაინა იქნება ევროპაში და ამას ვერავინ შეაჩერებს. სწორედ ამიტომ ვატარებთ რეფორმებს და ვმუშაობთ, რომ მივიღოთ ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული თარიღი", - განაცხადა ზელენსკიმ.

 





მსგავსი სიახლეები
აშშ-ის გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია -დონალდ ტრამპი
„მსოფლიოში არსებული კურორტები, გასართობი ცენტრები თქვენთვის უსაფრთხო აღარ იქნება''- ირანის შეიარაღებულ ძალები
ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს, დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი -კაია კალასი
ველოდებით 90-მილიარდიანი პაკეტის განბლოკვას, უკრაინა ყველაფერს აკეთებს, მათ შორის ნავთობსადენთან დაკავშირებით, ჩვენთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია -ვოლოდიმირ ზელენსკი
ირანმა ისრაელის საპორტო ქალაქ ჰაიფაში, ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე სარაკეტო იერიში განახორციელა
აშშ მოკავშირეებს მოუწოდებს, ჰორმუზის სრუტის გახსნაში დაეხმარონ
მარკ რუტე აცხადებს, რომ NATO-ს წევრი ქვეყნები ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის „საუკეთესო გზას“ განიხილავენ
ირანმა სპარსეთის ყურეში ხუთი ენერგოობიექტიდან ევაკუაციის ბრძანება გასცა
„ბიბისიმ“ ისეთი რამ მალაპარაკა, რაც არასდროს მითქვამს და სარჩელი შევიტანეთ''- დონალდ ტრამპი
ტრამპი: სამწუხაროდ, კირ სტარმერი უინსტონ ჩერჩილი არ არის
ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში მეფე ჩარლზს და პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შეხვდა
ტრამპი: ნატოს წევრი ქვეყნების დახმარება აღარ გვჭირდება და არც გვსურს, არც არასდროს გვჭირდებოდა - ჩვენ არავის დახმარება არ გვჭირდება
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ირანში მიმდინარე ომმა შესაძლოა მილიონობით ადამიანი მწვავე შიმშილის ზღვარზე მიიყვანოს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენ ვეხმარებით ამერიკელ მეგობრებს სპარსეთის ყურეში, წინ კიდევ ბევრი სიურპრიზია
„არ შემიძლია სუფთა სინდისით დავუჭირო მხარი ირანში მიმდინარე ომს''- აშშ-ის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გადადგა
სპარსეთის ყურის ქვეყნები შეერთებულ შტატებს მოუწოდებენ, საბოლოოდ გაანეიტრალონ ირანი - Reuters
„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ კუბის პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს
სერგეი შოიგუ - უკრაინული დრონების განვითარების დინამიკა და მათი გამოყენების მეთოდები ისეთია, რომ რუსეთის არც ერთი რეგიონი აღარ შეიძლება, თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს
ძალების გაერთიანებით უკრაინასა და აშშ-ს შეუძლიათ, მასირებული თავდასხმის ქვეშ მყოფი ნებისმიერი ქვეყნის ცა დაკეტონ -ვოლოდიმირ ზელენსკი
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ირანელი მაღალჩინოსნის, ალი ლარიჯანის ლიკვიდაციას ადასტურებს