"პატივი მქონდა, მხარი შემედგა იმ კაცის კუბოსთვის, რომელმაც მთელი სიცოცხლე საკუთარ ხალხს შესწირა"-ირანის ელჩი

"წუხანდელი საღამო ჩემი დიპლომატიური მისიიის ისტორიაში დაუვიწყარი იყო. ეს საღამო გავატარე იმ დიდი ადამიანის ცხედრის გვერდით, რომლის არსებობა მრავალთა გულისთვის სიმშვიდის მომგვრელი და სოციალური ტკივილების შემამსუბუქებელი იყო."- წერს ირანის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი

"წუხელ, ათასობით მორწმუნე ქართველთან ერთად, ფეხით მივედი თბილისის თავზე წამომართულ სამების ტაძარში, რათა გამოვთხოვებოდი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, - ამ ქვეყნის უდიდეს სულიერ ლიდერს, რომელმაც სამშაბათს სული უფალს მიაბარა.

იქაურობა ერთდროულად აღსავსე იყო მწუხარებით, რწმენითა და სიმშვიდით; თითქოს განშორების ამ ცერემონიალში ერთდროულად გამოხატულიყო საქართველოს ისტორია, იდენტობა და სულიერება. რთულია, გადმოიცეს იმ ხალხის გრძნობები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ამ მსვლელობაში. ხალხს თვალები ცრემლით ჰქონდა დანამული, მათი სახეები კი გლოვას გამოხატავდა, როგორც იმ შვილებისა, რომელთაც მამა დაკარგეს.

უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე განურჩევლად ყველა ქართველისთვის მხოლოდ რელიგიური ლიდერი არ ყოფილა; იგი წარმოადგენდა ქარიზმატულ და უაღრესად გავლენიან პიროვნებას თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის პერიოდის შემდეგ. რთულ წლებში, პოლიტიკური და სოციალური გამოწვევების პერიოდში, მან შეძლო სულიერების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება და ღვთისმოშიშ საზოგადოებაში მორალური საფუძვლების განმტკიცება.

ეკლესიის სულიერი ატმოსფერო და ზეციური ჰიმნების გალობა, რომელიც მეორე სართულიდან ისმოდა, თითოეული ადამიანის სულსა და სხეულზე გავლენას ახდენდა, თითქოს სული დროისა და სივრცის საზღვრებიდან თავისუფლდებოდა.
რამდენიმე წუთის განმავლობაში, ამ გარემომ იმდენად მომხიბლა, რომ ღრმა მწუხარებამ, რომელიც შერწყმულიყო აღდგომის იმედთან, ჩემი მთელი სხეული მოიცვა, ხოლო თვალებზე ცრემლი ამიკიაფდა, რომლის დამალვაც აღარ შემეძლო.
მე მივყვებოდი მის მსუბუქ, თუმცა ნათელ ცხედარს. რამდენიმე ნაბიჯის განმავლობაში, პატივი მქონდა, მხარი შემედგა იმ კაცის კუბოსთვის, რომელმაც მთელი სიცოცხლე საკუთარ ხალხს შესწირა.

ილია მეორე იყო უნიკალური და გამორჩეული პიროვნება თავის ეპოქის მრავალი რელიგიური ლიდერისგან განსხვავებით. ხან, როგორც სასულიერო პირი, რომელიც პოლიტიკურ მორალზე იყო ორიენტირებული, ხალხის გულისთვის, მიმართავდა პოლიტიკოსებს, კულტურის სფეროსა და საზოგადოების ცნობილ სახეებს; ხანაც მონასტრის მდუმარებაში, ლოცვად დგებოდა და უფალთან შვებას პოულობდა.

წუხანდელი საღამო ჩემი დიპლომატიური მისიიის ისტორიაში დაუვიწყარი იყო. ეს საღამო გავატარე იმ დიდი ადამიანის ცხედრის გვერდით, რომლის არსებობა მრავალთა გულისთვის სიმშვიდის მომგვრელი და სოციალური ტკივილების შემამსუბუქებელი იყო.

საკუთარი მამობრივი როლით, ის არა მხოლოდ რელიგიური ლიდერი იყო, არამედ წარმოადგენდა სულიერ თავშესაფარს თავისი ხალხისთვის; ის გახლდათ პიროვნება, რომელიც ნათლობის საშუალებით ათასობით თანამემამულის სულსა და რწმენას ღრმად დაუკავშირდა და ნამდვილად გახდა მათი სულიერი მამა.

ეს განშორება მხოლოდ ნეშტის გაცილება არ ყოფილა; ეს გახლდათ საქართველოს ცოცხალი ისტორიისა და სულის ნაწილის გაცილება, სულისა, რომელიც წმინდა სამების ეკლესიიდან ამაღლდა, რათა კვლავ შეეწიოს საქართველოს ცასა და მიწა-წყალს.
ამინ.





მსგავსი სიახლეები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე ვატიკანიდან კარდინალი კურტ კოხი ჩამოვა
"პატივი მქონდა, მხარი შემედგა იმ კაცის კუბოსთვის, რომელმაც მთელი სიცოცხლე საკუთარ ხალხს შესწირა"-ირანის ელჩი
საქართველოში ესპანეთის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და საქართველოს მოსახლეობას მათი პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო -ესპანეთის საელჩო
ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სამების ტაძარში სამხედრო მოსამსახურეები მივიდნენ
კოსები, კალასები, ცაჰკნები, როთები, იუკნევიჩიანეები! - არც ერთი სამძიმარი! მხოლოდ ჯოჯოხეთში ჩვენი ჩათრევის დაუოკებელი წადილი! -გოგა ხაინდრავა
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, ისევე როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მრევლს - მარკო რუბიო
ეკლესიათა მსოფლიო საბჭო ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვასთან ერთად, 22 მარტის ჩათვლით იცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც
პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად თბილისში სხვადასხვა უწყების შენობებზე ილია მეორის ბანერები განთავსდა
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა "კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას არ შეესაბამება"
სერბეთის პატრიარქმა პორფირემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა
სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია, ქვეითად მოსიარულეები ტაძრამდე მისვლას მესხიშვილის ქუჩის გავლით შეძლებენ
კვიპროსის ეკლესია ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ირაკლი კობახიძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რეჯეფ თაიფ ერდოღანის სამძიმრის წერილი მიიღო
19 მარტის ამინდის პროგნოზი
საქართველოში წმიდა საყდრის დესპანმა, ანტე იოზიჩი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა
„როდესაც სტიქარი ჩავიცვი, დაახლოებით 17-18 წლის ვიყავი... არ მახსოვს, პატრიარქს შენობით მოემართა“ - ირაკლი ქადაგიშვილი
საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს
რას ამბობდა მამა გაბრიელი ილია მეორის შესახებ
,, იმის დაჯერება ძალიან ძნელია, რომ ფიზიკურად ვეღარ შევხვდებით, მაგრამ ვიცი როგორ მფარველობს თავის სამშობლოს იქ, ზეციური საქართველოდან''- ეთერ თათარაიძე პატრიარქზე