ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ილია მეორის სულიერი მისია, თავდაუზოგავი ძალისხმევა სოლიდარობისა და სულიერი ფასეულობების შენარჩუნების ხელშეწყობის საქმეში -სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარკო ჯურიჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გამოუგზავნა.
როგორც მარკო ჯურიჩის წერილშია ნათქვამი, ამ მძიმე ჟამს სერბი ხალხი იზიარებს ქართველი ხალხის მწუხარებას და მას ღრმა სოლიდარობას უცხადებს.
„თქვენო აღმატებულებავ, ღრმა მწუხარებით შევიტყვე მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს და პირადად ჩემი სახელით, ნება მიბოძეთ, გამოვხატო ჩემი გულწრფელი სამძიმარი და გთხოვოთ, გადასცეთ ჩვენი ღრმა თანაგრძნობა საქართველოს საპატრიარქო ტახტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, სამღვდელოებას, სამონასტრო საზოგადოებასა და მოძმე ქართველ ხალხს.
ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება მისი სულიერი მისია, რწმენის, მშვიდობისა და ერთიანობისადმი ერთგულება, მისი თავდაუზოგავი ძალისხმევა ურთიერთგაგების, სოლიდარობის და სულიერი ფასეულობების შენარჩუნების ხელშეწყობის საქმეში. ამ მძიმე ჟამს სერბი ხალხი იზიარებს თქვენს მწუხარებას და ღრმა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს.
გთხოვთ, თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გულწრფელი სამძიმარი", - ნათქვამია სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სამძიმრის ტექსტში.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტს, მეგობარ ქართველ ხალხს ვუცხადებთ გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას მისი უწმინდესობის, ილია მეორის გარდაცვალების გამო-არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი
ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ილია მეორის სულიერი მისია, თავდაუზოგავი ძალისხმევა სოლიდარობისა და სულიერი ფასეულობების შენარჩუნების ხელშეწყობის საქმეში -სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე ვატიკანიდან კარდინალი კურტ კოხი ჩამოვა
"პატივი მქონდა, მხარი შემედგა იმ კაცის კუბოსთვის, რომელმაც მთელი სიცოცხლე საკუთარ ხალხს შესწირა"-ირანის ელჩი
საქართველოში ესპანეთის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და საქართველოს მოსახლეობას მათი პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო -ესპანეთის საელჩო
ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სამების ტაძარში სამხედრო მოსამსახურეები მივიდნენ
კოსები, კალასები, ცაჰკნები, როთები, იუკნევიჩიანეები! - არც ერთი სამძიმარი! მხოლოდ ჯოჯოხეთში ჩვენი ჩათრევის დაუოკებელი წადილი! -გოგა ხაინდრავა
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, ისევე როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მრევლს - მარკო რუბიო
ეკლესიათა მსოფლიო საბჭო ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვასთან ერთად, 22 მარტის ჩათვლით იცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც
პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად თბილისში სხვადასხვა უწყების შენობებზე ილია მეორის ბანერები განთავსდა
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა "კოდექსით გათვალისწინებულ ნორმას არ შეესაბამება"
სერბეთის პატრიარქმა პორფირემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა
სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია, ქვეითად მოსიარულეები ტაძრამდე მისვლას მესხიშვილის ქუჩის გავლით შეძლებენ
კვიპროსის ეკლესია ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ირაკლი კობახიძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რეჯეფ თაიფ ერდოღანის სამძიმრის წერილი მიიღო
19 მარტის ამინდის პროგნოზი
საქართველოში წმიდა საყდრის დესპანმა, ანტე იოზიჩი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა
„როდესაც სტიქარი ჩავიცვი, დაახლოებით 17-18 წლის ვიყავი... არ მახსოვს, პატრიარქს შენობით მოემართა“ - ირაკლი ქადაგიშვილი
საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს