"93 წლის ასაკში გარდაიცვალა პატრიარქი ილია II, საქართველოს სტაბილურობის სულიერი სიმბოლო"-The New York Times
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შესახებ აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „93 წლის ასაკში გარდაიცვალა პატრიარქი ილია II, საქართველოს სტაბილურობის სულიერი სიმბოლო“ (ავტორი - ივან ნეჩეპურენკო), რომელშიც გადმოცემულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ცხოვრება და მისი დამსახურება ქართველი ერის წინაშე.
 
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
 
პატრიარქი ილია მეორე, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და რომელმაც ეკლესია ქვეყნის ეროვნული იდენტობის საფუძვლად გადააქცია, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს მთავრობამ ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა, რომელიც კვირას დასრულდება, როცა პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
 
ათასობით ქართველმა მიაცილა ილია მეორე წმინდა სამების საკათედრო ტაძრამდე, სადაც მისი ცხედარი დაკრძალვამდე - კვირამდე იქნება დასვენებული.
 
იმ დროის კვალობაზე, როცა საქართველო საბჭოური რესპრესიული ეპოქიდან და სამოქალაქო კონფლიქტებიდან თანამედროვე სახელმწიფოებრიობაზე გადადიოდა, ილია მეორე უზრუნველყოფდა მემკვიდრეობითობის შეგრძნებას და სულიერების სტაბილურობას დაძაბულ პერიოდებში - 1980-იანი წლების ეკონომიკური კრახიდან რუსეთთან 2008 წლის ომამდე (სეპარატისტული ტერიტორიების გამო) და დასავლეთისაგან საქართველოს დღევანდელი დაშორების ეტაპზე.
 
ილია მეორის კათოლიკოს-პატრიარქობის დროს - მას ეს პოსტი ყველაზე დიდხანს ჰქონდა დაკავებული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ინსტიტუტის - ისტორიაში, ილია მეორემ ეკლესია ქვეყნის ყველაზე სიცოცხლისუნარიან და პატივსაცემ ინსტიტუტად გადააქცია.
 
„მის სიტყვას საზოგადოებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, მას ყველა უსმენდა“, - თქვა ინტერვიუში არმაზ ახვლედიანმა, ქართველმა დეპუტატმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ახლოს იყო ილია II-სთან, - „პატრიარქს საოცარი სიბრძნით მიჰყავდა ქართველი ხალხი ეკლიან გზებზე და ბილიკებზე და ამ დროს ყოველთვის რჩებოდა ეკლესიისა და სახელმწიფოს ინტერესების დამცველად“.
 
საქართველო ამაყობს იმით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და მისი მოსახლეობა დღემდე ღრმად მორწმუნე რჩება. თუმცა, როცა ილია მეორე პატრიარქი გახდა, 1977 წელს, ეკლესიას ბევრად მცირერიცხოვანი მრევლი ჰყავდა და მხოლოდ რამდენიმე ათეულ მოქმედ ტაძარს ფლობდა. ილია მეორემ დაიწყო დიდი ძალისხმევა ეკლესიის განმტკიცებისა და დამოუკიდებლობისათვის [საერთაშორისო არენაზე]. დღეს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყავს.
 
საბჭოთა ანტირელიგიური რეპრესიების დასრულების შემდეგ საქართველოში ახალი პრობლემები გაჩნდა. ქვეყანა სამოქალაქო და სამხედრო დაპირისპირებაში ჩაიძირა, თბილისის ცენტრში ქუჩებში შეიარაღებული ბრძოლები მიმდინარეობდა, სეპარატისტული რეგიონები კი დამოუკიდებლობაზე პრეტენზიებს აცხადებდნენ. ხელისუფლების პოსტსაბჭოთა ვაკუუმის დროს გაიზარდა რელიგიის როლი, მაგრამ იმავდროულად ეკლესიისათვის შესამჩნევად რთული ხდებოდა საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის გადალახვა.
 
1980-იან წლებში ილია მეორე მხარს უჭერდა და ხშირად მფარველობდა საქართველოს ეროვნულ ანტიკომუნისტური მოძრაობის ლიდერებს. 1989 წლის აპრილში, როცა პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა ეროვნული მოძრაობის ლიდერების მიერ, როცა მოსალოდნელი იყო საბჭოთა ტანკების მოქმედება, იქ მყოფმა ილია მეორემ მომიტინგეებს მოუწოდა თავი შეეფარებინათ ახლომდებარე ეკლესიის ეზოში. საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტთან დარჩნენ და შეტაკების დროს 21 მომიტინგე დაიღუპა.
 
1990-იანი წლების განმავლობაში, სამოქალაქო არეულობის დროს, ილია მეორე ცდილობს შუამავლად გამოვიდეს დაპირისპირებულ დაჯგუფებების ერთმანეთთან შერიგების მიზნით. 2000-იან წლებში, როცა საქართველო სწრაფად ახორციელებლდა ლიბერალურ რეფორმებს და კურსი დასავლეთთან ინტეგრაციაზე ჰქონდა აღებული, ილია მეორე ცდილობდა კავშირების შენარჩუნებას რუსეთთან და რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან, მოსკოვში მიღებული სასულიერო განათლების კვალობაზე.
 
2013 წელს, 2008 წლის ომიდან ხუთი წლისთავზე, ილია მეორე კრემლში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა და მას ასე უთხრა: „მჯერა, რომ ჩვენს [საქართველოსა და რუსეთს] შორის არსებული პრობლემები მოგვარდება და ჩვენ ძმობას გავაგრძელებთ“.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ილია მეორემ რუსეთს საომარი მოქმედებების შეწყვეტისაკენ მოუწოდა, თუმცა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა არ აღიარა და განაცხადა, რომ „უკრაინის მთავრობა ომის მდგომარეობაშია, მას თავისი პოზიცია აქვს და ყურადღებას არ აქცევს რელიგიური პრობლემის სიღრმეს“. თავის ტრადიციულ სააღდგომო ეპისტოლეში 2023 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ყველას მშვიდობისა და შერიგებისაკენ მოუწოდა: „ჩვენ რთულ და მძიმე, ფეთქებადსაშიშ პერიოდში ვცხოვრობთ, როცა ბირთვული კატასტროფა რეალურია... ამიტომაც განსაკუთრებით მეტი უნდა ვიფიქროთ მშვიდობაზე, რომელიც ღვთისგან ბოძებულ უძვირფასეს საჩუქარს წარმოადგენს“.
 
რუსეთის პატრიარქის კირილეს მიერ გამოგზავნილ სამძიმარში ნათქვამია, რომ „მათი მგობრობა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე დაიწყო და რომ მათ ძალიან კეთილი და სანდო ურთიერთობა აკავშირებდათ“.
 
არმაზ ახვლედიანი ილია მეორეს „დიდ დიპლომატს“ უწოდებს, მაგრამ იმავდროულად იგი იმასაც ამბობს, რომ „პატრიარქი არანაირ კომპრომისებზე არ მიდიოდა, როცა საკითხი საქართველოს მთლიანობას და მის დამოუკიდებლობას ეხებოდა“.
გეოპოლიტიკის გარდა, ილია მეორე ყურადღებას აქცევდა იმ დაძაბულობას, რომელიც ქართულ ღრმა კონსერვატიზმსა და „ლგბტ+“ უფლებების დამცველ თანამედროვე მოძრაობას შორის გაჩნდა. 2014 წელს, მან შემოიღო ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე იმ საერთაშორისო დღის პარალელურად, რომელიც ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლას ეძღვნება. ორივე დღე 17 მაისს აღინიშნება, მაგრამ ოჯახის სიწმინდის დღე მაინც სრულიად განსაკუთრებულია და გამოირჩევა კონსერვატორთა ხალხმრავალი რელიგიური მსვლელობით თბილისი ცენტრში.
 
ილიამ მეორემ ასევე რეაგირება მოახდინა საქართველოში შობადობის შემცირების პრობლემაზე და ყველას დაპირდა, რომ საეკლესიო ჯვრისწერით შექმნილ ნებისმიერ ოჯახში დაბადებულ ყოველ მესამე ბავშვს თვითონ მონათლავდა. 2026 წლისათვის ამ ინიციატივის ჩარჩოებში დაახლოებით 50 ათასი ბავშვი მოინათლა.
 
ილია მეორე, თავისი საეკლესიო მოვალეობების გარდა, ნაყოფიერად მოღვაწეობდა სხვადასხვა სფეროებში, მუსიკასა და მხატვრობაში, იყო კომპოზიტორიც, წერდა ხატებს და ფრესკებს. მას დარჩა და - მონაზონი და ძმისშვილი, რომელიც ბათუმის ეპისკოპოსია.
ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში - რუსეთის ჩრდილოკავკასიურ რეგიონში მდებარე ქალაქში. მისი ოჯახი იქ 1920-იან წლებში გადავიდა ახლოს მდებარე ქართული სოფლიდან. სკოლის დასრულების შემდეგ მან სწავლა გააგრძელა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი მოსკოვის სასულიერო აკადემიაში, რომელიც 1960 წელს დაამთავრა. 1957 წელს იგი თბილისში ბერად აღიკვეცა და ხელდასხმულ იქნა ილიას სახელით.
 
მოსკოვში სწავლის დასრულების შემდეგ ილია საეკლესიო სამსახურში დაბრუნდა, შავისზღვისპირა ნავსადგურ ბათუმში. იმ დროს იგი ქართულ ეკლესიაში ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ ახალგაზრდა მღვდელთმსახურს წარმოადგენდა. 1977 წელს ილია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა.
 
 

 

40 დღის შემდეგ ქართული ეკლესიის უმაღლესი სამღვდელოება ახალი კათოლიკოს-პატრიარქის ასარჩევად შეიკრიბება და
მოსალოდნელია, რომ პროცესი ორ თვეში დამთავრდეს.
 
წყარო




მსგავსი სიახლეები
"93 წლის ასაკში გარდაიცვალა პატრიარქი ილია II, საქართველოს სტაბილურობის სულიერი სიმბოლო"-The New York Times
"ტრამპს "სუეცის მომენტი" დაუდგა, ზელენსკი კი უფრო ძლიერად გამოიყურება" -The Independent
"დონალდ ტრამპის ომს სერიოზული შედეგები მოჰყვება აშშ-ის მოკავშირეებისათვის სპარსეთის ყურეში"-The Daily Telegraph
"მისი ფილოსოფია ჩემი ფილოსოფიისაგან ცოტათი განსხვავდება": პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს ვენსისგან დისტანცირდება"-Die Welt
"რუსეთი ყოველდღიურად ნავთობის გაყიდვისაგან 150 მილიონ დოლარზე მეტს იღებს"-Financial Times
"რა დაემართა ვოლოდიმირ ზელენსკის?"-Politico
"დონალდ ტრამპის მიერ დაწყებული ომიდან მარტივი გამოსვლა შეუძლებელია: აშშ-ისრაელის შეტევების გაგრძელება კი ახლო აღმოსავლეთში კიდევ უფრო დიდ რყევებს გამოიწვევს"-Financial Times
"რატომ არის ვლადიმერ პუტინი გამარჯვებული ირანის წინააღმდეგ მიმართულ აშშ-ისრაელის ომში"-Politico
"ომი ირანში: პოლიტიკური გამოცდა როგორც იზოლაციონისტ ჯეიმს ვენსისათვის, ასევე ინტერვენციონისტ მარკო რუბიოსათვის" -Le Monde
"ომი ირანში: ყველაზე საშიში ისაა, რომ დონალდ ტრამპმა თვითონაც არ იცის, რა სურს"-უცხოური პრესა
"რას ნიშნავს ირანის წინააღმდეგ ომი უკრაინისათვის: რადგან მოკავშირეთა ყურადღება ახლო აღმოსავლეთზეა გადატანილი, ვოლოდიმირ ზელენსკი შეიძლება იარაღის გარეშე დარჩეს"-The Daily Telegraph
"ომი, რომლის შედეგები არავინ არ იცის"-BBC
"ტრამპი უკრაინას აფრთხილებს: რუსეთის ნავთობობიექტებზე დარტყმები ამერიკულ ინვესტიციებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს"-The Daily Telegraph
"დონალდ ტრამპის პირადი გაერო: ევროპის დემოკრატიას „მშვიდობის საბჭოსთან“ ურთიერთობის სტრატეგია სჭირდება"-Financial Times
"საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის ბიზნესფორუმს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით ცნობილი კახეთი მასპინძლობს"-TRT
"ევროპა - პუტინის მომდევნო თავდასხმის ობიექტი: რატომ იხედება რუსეთის ლიდერი უკრაინის გადაღმა და შეძლებს თუ არა ევროპა საკუთარ თავდაცვას აშშ-ის დახმარების გარეშე"-The New Statesman
"ზელენსკის თქმით, "პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო. მისი შეჩერება აუცილებელია": კიდევ რა უთხრა უკრაინის პრეზიდენტმა BBC-ის კორესპონდენტს"
"აშშ დაბეჯითებით მოუწოდებს ნატოს მასშტაბური გადატვირთვისა და ერაყში მისიის დასრულებისკენ"-Politico
"საით მიდიხარ, ევროპა?" -Daily Sabah
"გერმანიასა და საფრანგეთს შორის უთანხმოება დაუშვებელია"-Sueddeutsche Zeitung