"ილია მეორე თავისი მსახურებით გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობისა და ძირეული ეპოქალური ცვლილებების პერიოდში''- რომის პაპი

გულისტკივილით შევიტყვე ცნობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, გამოვთქვამ ჩემს გულწრფელ სამძიმარს, - ამის შესახებ ნათქვამია რომის პაპ ლეო XIV-ის სამძიმრის წერილში, რომელსაც კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

როგორც რომის პაპი წერილში აღნიშნავს, ილია მეორე თავისი მსახურებით გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობისა და ძირეული ეპოქალური ცვლილებების პერიოდში.

„მის მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, დიდი გულისტკივილით შევიტყვე ცნობა მისი უწმიდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ.

გამოვთქვამ ჩემს გულწრფელ სამძიმარს და ვუდასტურებ თქვენს მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას ჩემს ძმურ თანადგომას. თქვენი ერისათვის ამ მწუხარე ჟამს, გიერთდებით ლოცვაში და თქვენთან ერთად მადლიერებით ვიხსენებ მწყემსსა და მამას, რომელიც მრავალი წლის მანძილზე წინ მიგიძღოდათ სიკეთით, სიბრძნით და სახარებისეული ძლიერებით.

თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე, პატრიარქი ილია II გახლდათ ღვთისმოსავი მოწმე მკვდრეთით აღმდგარი უფლის რწმენისა. იგი თავისი მსახურებით გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობისა და ძირეული ეპოქალური ცვლილებების პერიოდში, სიყვარულით მფარველობდა ტრადიციებსა და იმედით აღავსებდა ადამიანთა გულებს და მთელ საზოგადოებას. მსურს, განსაკუთრებით აღვნიშნო მისი სიყვარული მუსიკისადმი, რომელიც წარმოგვიჩენს უფლისეულ მშვენიერებას და რომელსაც ძალუძს გააერთიანოს ხალხები, დააახლოვოს ეკლესიები, მიუხედავად მათი კულტურული და თეოლოგიური განსხვავებებისა.

უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა. იგი გულთბილი და ძმური სულისკვეთებით შეხვდა ჩემს ორ წინამორბედს - წმიდა იოანე პავლე მეორეს და პაპ ფრანცისკეს.

და ახლა, როცა უფალს ანდობთ ამ ერთგულ მსახურს, კვლავაც ჩაგვესმის პავლე მოციქულის სიტყვები, დასტურად იმისა, რომ იესოს აღდგომა ჩვენი რწმენის საფუძველი და იმედის წყაროა, რადგან, თუ იესო არ აღმდგარა, ჩვენი რწმენაც ფუჭი ყოფილა (შდრ, 1 კორ 15:14). ამიტომაც, მწყემსის სიკვდილმა გულები სასოწარკვეთით კი არა, იმის რწმენით უნდა აგვივსოს, რომ სიცოცხლე არ ქრება, არამედ გარდაიქმნება.

ამ გრძნობებით აღსავსე, ჩემს ძმურ სიახლოვეს ვუდასტურებ თქვენს მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას, რომელსაც თანამოსაყდრეობის მძიმე ტვირთი აკისრია. დაე, უფალმა მოგმადლოთ სინათლე, სიბრძნე და ძალა, რათა თქვენც იმგვარივე მწყემსისეული სიყვარულით წარუძღვეთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორითაც გარდაცვლილი პატრიარქი მიუძღოდა. შევთხოვ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, ნუგეშისა და სიყვარულის მოსასხამით დაიფაროს თქვენი მაღალი ყოვლადუსამღვდელოესობა, წმიდა სინოდი და მთელი ქართველი ერი. ვატიკანიდან, 18 მარტი, 2026", - ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელითაც რომის პაპმა კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს და წმინდა სინოდს მიმართა.

 

 

 





მსგავსი სიახლეები
ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს მას - ილია მეორის დარიგება
,,დამყარებული მშვიდობის უარყოფა ომის კარს გააღებს''- ნიკოლ ფაშინიანი
"პატრიარქმა საქართველოს დაუბრუნა თავისი სახე, რომ საქართველო არის იქ, სადაც ქართულ ენაზე ღმერთს ელაპარაკებიან" - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
,,ამ დღეებმა ქართული გლოვის კულტურა დაანახა მთელ მსოფლიოს''- გურამ ახალაია
"მისმა ღვაწლმა და შრომამ წარუშლელი სულიერი კვალი დატოვა ჯერ მასზე მინდობილ სამღვდელოებასა და მრევლზე, ხოლო შემდგომ მთელ მსოფლიოს მოეფინა" - სერბეთის პატრიარქი
ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის საპატრიარქო - გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ სამძიმარს საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ნეტარხსენებული წინამძღოლის, ილია მეორის უფლისმიერ მიცვალების გამო
,,თუ ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებს ქართველი ერი, მაშინ შეიძლება დიდი განსაცდელი მოვიდეს''- დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი გარდაიცვალა
"ილია მეორე თავისი მსახურებით გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობისა და ძირეული ეპოქალური ცვლილებების პერიოდში''- რომის პაპი
მსოფლიო პატრიარქი გაემგზავრება თბილისში, ილია მეორის დაკრძალვის მსახურებაზე, რათა პირადად გამოხატოს სამძიმარი მორწმუნე ერის მიმართ-მსოფლიო საპატრიარქო
საქართველოს პრეზიდენტს, მეგობარ ქართველ ხალხს ვუცხადებთ გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას მისი უწმინდესობის, ილია მეორის გარდაცვალების გამო-არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი
ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ილია მეორის სულიერი მისია, თავდაუზოგავი ძალისხმევა სოლიდარობისა და სულიერი ფასეულობების შენარჩუნების ხელშეწყობის საქმეში -სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე ვატიკანიდან კარდინალი კურტ კოხი ჩამოვა
"პატივი მქონდა, მხარი შემედგა იმ კაცის კუბოსთვის, რომელმაც მთელი სიცოცხლე საკუთარ ხალხს შესწირა"-ირანის ელჩი
საქართველოში ესპანეთის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და საქართველოს მოსახლეობას მათი პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო -ესპანეთის საელჩო
ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სამების ტაძარში სამხედრო მოსამსახურეები მივიდნენ
კოსები, კალასები, ცაჰკნები, როთები, იუკნევიჩიანეები! - არც ერთი სამძიმარი! მხოლოდ ჯოჯოხეთში ჩვენი ჩათრევის დაუოკებელი წადილი! -გოგა ხაინდრავა
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, ისევე როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მრევლს - მარკო რუბიო
ეკლესიათა მსოფლიო საბჭო ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვასთან ერთად, 22 მარტის ჩათვლით იცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც