,,თუ ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებს ქართველი ერი, მაშინ შეიძლება დიდი განსაცდელი მოვიდეს''- დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

 

გლოვის დღეები რომ დასრულდება, ყველა სახლებში რომ წავალთ, გავაგრძელებთ მერე კვლავ პატრიარქის სიტყვისამებრ ცხოვრებას რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, არ ვმტრობდეთ, ქრისტეს გული გავუხსნათ?!, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან" დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.

მისი თქმით, თუ ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებს ქართველი ერი, მაშინ შეიძლება დიდი განსაცდელი მოვიდეს.

„საოცარი რაღაც ხდება. პატრიარქისადმი სიყვარული ერთიანობის სულში ვლინდება. მთელი ერი რომ გაერთიანებულია ხომ ფაქტია?! დაპირისპირება, რომელიც ბოლო წლები სამწუხაროდ პოლიტიკამ მოგვიტანა, გვანგრევს. ღმერთი არასდროს ძალადობს ჩვენზე. პატივს გვცემს. ადამიანი არ არის ცხოველი, ის არ იწვრთნება. ის უნდა მოატყუო, ან მასზე იძალადო, უნდა დაიმონო, მაგრამ მას რომ თავისუფლება და ღირსება შეუნარჩუნო, მასზე არც უნდა იძალადო და არც უნდა მოატყუო. ღმერთიც ზუსტად ასე გვექცევა. ღმერთი გვაძლევს შესაძლებლობას, გაერთიანების. ის, რაც ხდება, არის შესაძლებლობა ჩვენი ერის გაერთიანების და თუ ამას გამოვიყენებთ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში მოხდება ბუმი, აღორძინება - სულიერების, ზნეობრიობის, სახელმწიფოებრიობის, ტერიტორიული აღდგენის, გამთლიანების.

გლოვის დღეები რომ დასრულდება, ყველა სახლებში რომ წავალთ, გავაგრძელებთ მერე კვლავ პატრიარქის სიტყვისამებრ ცხოვრებას რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, არ ვმტრობდეთ, ქრისტეს გული გავუხსნათ?! პატრიარქი სულ მოგვიწოდებდა ზიარებისკენ, მოუკლებელი ლოცვისკენ, სამშობლოს ქრისტესდარი სიყვარულისკენ. ამას თუ გავაკეთებთ, ინტუიციური ერთიანობა გადაიზრდება ჩვენც ვნებელობით აქტში და ამას ვერაფერი ვეღარ მოერევა. მოვესწრებით, რომ ვიცხოვროთ აღორძინებულ საქართველოში. თუ ამ შესაძლებლობას არ გამოვიყენებთ, მაშინ შეიძლება დიდი განსაცდელი მოვიდეს. უფალმა ასე იცის. ჯერ სიკეთეს გაჩვენებს, თუ ვერ გაიგე, როგორც მამა - გაგვიწყრება. ეს გაწყრომა ადვილი არ არის. ასე გავაგრძელოთ, ერთმანეთის სიმშვიდით და სიყვარულით ცხოვრება და ნახეთ რა მოხდება", - აღნიშნა დეკანოზმა თეოდორე გაგნიძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს მას - ილია მეორის დარიგება
,,დამყარებული მშვიდობის უარყოფა ომის კარს გააღებს''- ნიკოლ ფაშინიანი
"პატრიარქმა საქართველოს დაუბრუნა თავისი სახე, რომ საქართველო არის იქ, სადაც ქართულ ენაზე ღმერთს ელაპარაკებიან" - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
,,ამ დღეებმა ქართული გლოვის კულტურა დაანახა მთელ მსოფლიოს''- გურამ ახალაია
"მისმა ღვაწლმა და შრომამ წარუშლელი სულიერი კვალი დატოვა ჯერ მასზე მინდობილ სამღვდელოებასა და მრევლზე, ხოლო შემდგომ მთელ მსოფლიოს მოეფინა" - სერბეთის პატრიარქი
ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის საპატრიარქო - გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ სამძიმარს საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ნეტარხსენებული წინამძღოლის, ილია მეორის უფლისმიერ მიცვალების გამო
,,თუ ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებს ქართველი ერი, მაშინ შეიძლება დიდი განსაცდელი მოვიდეს''- დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი გარდაიცვალა
"ილია მეორე თავისი მსახურებით გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობისა და ძირეული ეპოქალური ცვლილებების პერიოდში''- რომის პაპი
მსოფლიო პატრიარქი გაემგზავრება თბილისში, ილია მეორის დაკრძალვის მსახურებაზე, რათა პირადად გამოხატოს სამძიმარი მორწმუნე ერის მიმართ-მსოფლიო საპატრიარქო
საქართველოს პრეზიდენტს, მეგობარ ქართველ ხალხს ვუცხადებთ გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას მისი უწმინდესობის, ილია მეორის გარდაცვალების გამო-არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი
ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ილია მეორის სულიერი მისია, თავდაუზოგავი ძალისხმევა სოლიდარობისა და სულიერი ფასეულობების შენარჩუნების ხელშეწყობის საქმეში -სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე ვატიკანიდან კარდინალი კურტ კოხი ჩამოვა
"პატივი მქონდა, მხარი შემედგა იმ კაცის კუბოსთვის, რომელმაც მთელი სიცოცხლე საკუთარ ხალხს შესწირა"-ირანის ელჩი
საქართველოში ესპანეთის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და საქართველოს მოსახლეობას მათი პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო -ესპანეთის საელჩო
ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სამების ტაძარში სამხედრო მოსამსახურეები მივიდნენ
კოსები, კალასები, ცაჰკნები, როთები, იუკნევიჩიანეები! - არც ერთი სამძიმარი! მხოლოდ ჯოჯოხეთში ჩვენი ჩათრევის დაუოკებელი წადილი! -გოგა ხაინდრავა
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, ისევე როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მრევლს - მარკო რუბიო
ეკლესიათა მსოფლიო საბჭო ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვასთან ერთად, 22 მარტის ჩათვლით იცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც