"პატრიარქმა საქართველოს დაუბრუნა თავისი სახე, რომ საქართველო არის იქ, სადაც ქართულ ენაზე ღმერთს ელაპარაკებიან" - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

პატრიარქმა საქართველოს დაუბრუნა თავისი სახე, რომ საქართველო არის იქ, სადაც ქართულ ენაზე ღმერთს ელაპარაკებიან, - განაცხადა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ „დღის ქრონიკაში“უწმინდესი პატრიარქის, ილია მეორის მოღვაწეობაზე საუბრისას. მისი თქმით, დღეს ეკლესიისა და სახელმწიფოს საზღვრები კვლავ ერთმანეთს ემთხვევა და ამაში პატრიარქს ლომის წილი აქვს.

„დღეს ეკლესიამ მიიღო ის სახე, რაც მას უნდა ჰქონდეს ქართველი ერისა და სახელმწიფოებრიობიდან გამომდინარე. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს დავითის და თამარის საქართველოს აღორძინების სულიერი საწყისი სად არის. ეს არის გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობისას, როდესაც გიორგი მერჩულე იტყვის მერე და განმარტავს, რა არის საქართველო. ის სიტყვები არავის გაუუქმებია. მერე ილია რომ იმეორებს, ამ სიტყვების პერიფრაზირებას აკეთებს - მამული, ენა, სარწმუნოება. ეს გრიგოლ ხანძთელის პერიოდში იყო ეს პოზიცია, რომელიც გიორგი მერჩულემ გაახმოვანა, რომ საქართველო იქ არის, სადაც ქართულ ენაზე წირვა და ლოცვა ყოველი აღევლინება. ასევე ნიშანდობლივია ის, რომ საქართველოს ეროვნული გმირები და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები თითქმის 100 პროცენტიან თანხვედრაში არიან ერთმანეთთან.

 

მიწიერი ეკლესია, რომელიც ზეციური ეკლესიის ორგანული ნაწილია გარკვეულ საზღვრებს მოიცავს და რადგან ეს საზღვრები საქართველოს ტერიტორიას ემთხვევა, გამოდის რა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და საქართველო სინონიმებია. ამიტომაც იყო ძველად, ვიცით ისტორიიდან, რომ ადამიანს რომ ეკითხებოდი რა სარწმუნოების ხარო, პასუხობდა ქართველი ვარო. ამით მართლმადიდებელს გულისხმობდნენ. პატრიარქის ამ მოღვაწეობამ ეს მოცემულობა დააბრუნა, რომელიც იყო ამ 70-იანი ბოლშევიზმის დროს გამოთიშული. მაგალითად მე, 20 წლის ისე გავხდი სიტყვა - „ღმერთი", დადებით კონტექსტში არ მქონდა გაგებული, არა თუ მღვდელი არ მენახა, ეკლესიაში შესულიც არ ვიყავი. ძალიან მძიმე პერიოდი იყო, საშინელება. პატრიარქმა საქართველოს დაუბრუნა თავისი სახე, რომ საქართველო არის იქ, სადაც ქართულ ენაზე ღმერთს ელაპარაკებიან. ეკლესიისა და სახელმწიფოს საზღვრები კვლავ ერთმანეთს დაემთხვა. ეს არის მისი ძალიან დიდი დამსახურება და მას აქვს ლომის წილი ამ საქმეში“, - აღნიშნა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.





მსგავსი სიახლეები
ანზორ ჩუბინიძე განმარტავს, ილია მეორის დაკრძალვის დღეს რა ზომები იქნება მიღებული სამების ტაძრის ტერიტორიაზე და რა სახის შეზღუდვები იმოქმედებს
ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს მას - ილია მეორის დარიგება
,,დამყარებული მშვიდობის უარყოფა ომის კარს გააღებს''- ნიკოლ ფაშინიანი
"პატრიარქმა საქართველოს დაუბრუნა თავისი სახე, რომ საქართველო არის იქ, სადაც ქართულ ენაზე ღმერთს ელაპარაკებიან" - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
,,ამ დღეებმა ქართული გლოვის კულტურა დაანახა მთელ მსოფლიოს''- გურამ ახალაია
"მისმა ღვაწლმა და შრომამ წარუშლელი სულიერი კვალი დატოვა ჯერ მასზე მინდობილ სამღვდელოებასა და მრევლზე, ხოლო შემდგომ მთელ მსოფლიოს მოეფინა" - სერბეთის პატრიარქი
ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის საპატრიარქო - გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ სამძიმარს საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ნეტარხსენებული წინამძღოლის, ილია მეორის უფლისმიერ მიცვალების გამო
,,თუ ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებს ქართველი ერი, მაშინ შეიძლება დიდი განსაცდელი მოვიდეს''- დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი გარდაიცვალა
"ილია მეორე თავისი მსახურებით გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობისა და ძირეული ეპოქალური ცვლილებების პერიოდში''- რომის პაპი
მსოფლიო პატრიარქი გაემგზავრება თბილისში, ილია მეორის დაკრძალვის მსახურებაზე, რათა პირადად გამოხატოს სამძიმარი მორწმუნე ერის მიმართ-მსოფლიო საპატრიარქო
საქართველოს პრეზიდენტს, მეგობარ ქართველ ხალხს ვუცხადებთ გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას მისი უწმინდესობის, ილია მეორის გარდაცვალების გამო-არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი
ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ილია მეორის სულიერი მისია, თავდაუზოგავი ძალისხმევა სოლიდარობისა და სულიერი ფასეულობების შენარჩუნების ხელშეწყობის საქმეში -სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე ვატიკანიდან კარდინალი კურტ კოხი ჩამოვა
"პატივი მქონდა, მხარი შემედგა იმ კაცის კუბოსთვის, რომელმაც მთელი სიცოცხლე საკუთარ ხალხს შესწირა"-ირანის ელჩი
საქართველოში ესპანეთის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და საქართველოს მოსახლეობას მათი პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო -ესპანეთის საელჩო
ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სამების ტაძარში სამხედრო მოსამსახურეები მივიდნენ
კოსები, კალასები, ცაჰკნები, როთები, იუკნევიჩიანეები! - არც ერთი სამძიმარი! მხოლოდ ჯოჯოხეთში ჩვენი ჩათრევის დაუოკებელი წადილი! -გოგა ხაინდრავა
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, ისევე როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მრევლს - მარკო რუბიო
ეკლესიათა მსოფლიო საბჭო ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს