იესო ქრისტეზე გაკეთებული განცხადების გამო, ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტების გაკეთება მოუწია

 

იესო ქრისტეზე გაკეთებული განცხადების გამო, ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტების გაკეთება მოუწია.

ისტორიკოს უილ დურანტის ციტირებით, ნეთანიაჰუმ 19 მარტის საღამოს სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა: „ისტორია ადასტურებს, რომ, სამწუხაროდ, იესო ქრისტეს არანაირი უპირატესობა არ აქვს ჩინგიზ ყაენთან შედარებით, რადგან თუ საკმარისად ძლიერი, საკმარისად დაუნდობელი, საკმარისად ძლევამოსილი ხარ, ბოროტება სიკეთეს დაამარცხებს. აგრესია ზომიერებას დაამარცხებს".

ისრაელის მედიის თანახმად, მცირე სკანდალის შემდეგ, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ტელევიზიით მიმართვისას „მას იესო ქრისტე არ დაუმცირებია".

„იესო ქრისტეს მგზნებარე თაყვანისმცემელმა, დურანტმა განაცხადა, რომ მხოლოდ მორალი არ არის საკმარისი გადარჩენის უზრუნველსაყოფად. მორალურად უმაღლესი ცივილიზაცია მაინც შეიძლება დაუნდობელი მტრის ხელში აღმოჩნდეს, თუ მას არ ექნება თავდაცვის ძალა. არანაირი შეურაცხყოფა არ ყოფილა განზრახული", - აღნიშნა მოგვიანებით ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა.

ნეთანიაჰუს განცხადებას გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, რომელმაც თქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქრისტიანების კეთილგანწყობაზე ასე დამოკიდებული ადამიანისთვის, ნეთანიაჰუს აშკარა ზიზღი იესო ქრისტეს მიმართ აღსანიშნავია.

„მის მიერ ჩინგის ხანის, ყველაზე საშინელი ჯალათის, რომელიც ჩვენს რეგიონს ოდესმე უნახავს, მიმართ გამოთქმული დაუოკებელი ქება ასევე შეესაბამება მის ამჟამინდელ სტატუსს, როგორც ძებნილი ომის დამნაშავის", - აღნიშნა აბას არაღჩიმ.

 

 





მსგავსი სიახლეები
ირანში აცხადებენ, რომ თეირანს სპარსეთის ყურეში, ჰორმუზის სრუტესა და ომანის სანაპიროზე სრული კონტროლი აქვს
Financial Times: აშშ განიხილავს ლუკაშენკოს მიწვევას თეთრ სახლში ან მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში
,,აშშ-სთან არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა''- ირანის პარლამენტის თავმჯდომარე
ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმების ძირითადი პუნქტები მიღწეულია
ირანის ენერგოობიექტებზე დარტყმების შეჩერების შესახებ ტრამპის განცხადების შემდეგ, ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცა
ირანის სამხედრო ძალების უმაღლესი ლიდერები „ღრმა ბუნკერებში“ არიან, როცა წინა ხაზზე ჯარისკაცები კვლავ დაუცველები არიან საჰაერო დარტყმებისგან -აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური ბრედ კუპერი
ირანი აშშ-ის მიერ ქვეყნის ენერგეტიკაზე თავდასხმის შემთხვევაში, მთელი რეგიონის ენერგეტიკულ და ნავთობის ინფრასტრუქტურას გაანადგურებით იმუქრება
ტრამპი: აშშ ირანის ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეს 48 საათში არ გახსნის
მარია ზახაროვა - აშშ-მა და ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტზე დარტყმით საერთაშორისო სამართალი დაარღვიეს
„სიენენი“ - ისრაელის მიერ ლიბანში განახლებული თავდასხმების შედეგად 110 ბავშვია დაღუპული
სამხრეთ კორეის ქალაქ დეჯონში, ავტონაწილების ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაშავდა
პოლონეთის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანა ცნობს ევროკავშირის სხვა ქვეყნებში დარეგისტრირებულ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას
იესო ქრისტეზე გაკეთებული განცხადების გამო, ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტების გაკეთება მოუწია
აშშ-ის გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია -დონალდ ტრამპი
„მსოფლიოში არსებული კურორტები, გასართობი ცენტრები თქვენთვის უსაფრთხო აღარ იქნება''- ირანის შეიარაღებულ ძალები
ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს, დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი -კაია კალასი
ველოდებით 90-მილიარდიანი პაკეტის განბლოკვას, უკრაინა ყველაფერს აკეთებს, მათ შორის ნავთობსადენთან დაკავშირებით, ჩვენთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია -ვოლოდიმირ ზელენსკი
ირანმა ისრაელის საპორტო ქალაქ ჰაიფაში, ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე სარაკეტო იერიში განახორციელა
აშშ მოკავშირეებს მოუწოდებს, ჰორმუზის სრუტის გახსნაში დაეხმარონ
მარკ რუტე აცხადებს, რომ NATO-ს წევრი ქვეყნები ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის „საუკეთესო გზას“ განიხილავენ