გლოვის დღეები რომ დასრულდება, გავაგრძელებთ პატრიარქის სიტყვისამებრ ცხოვრებას რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, არ ვმტრობდეთ?! თუ ამ შესაძლებლობას არ გამოვიყენებთ, შეიძლება დიდი განსაცდელი მოვიდეს -დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:

"გლოვის დღეები რომ დასრულდება, ყველა სახლებში რომ წავალთ, გავაგრძელებთ მერე კვლავ პატრიარქის სიტყვისამებრ ცხოვრებას, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, არ ვმტრობდეთ, ქრისტეს გული გავუხსნათ?!, - ამის შესახებ დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ "იმედის" ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებს ქართველი ერი, მაშინ შეიძლება დიდი განსაცდელი მოვიდეს.

„საოცარი რაღაც ხდება. პატრიარქისადმი სიყვარული ერთიანობის სულში ვლინდება. მთელი ერი რომ გაერთიანებულია ხომ ფაქტია?! დაპირისპირება, რომელიც ბოლო წლები სამწუხაროდ პოლიტიკამ მოგვიტანა, გვანგრევს. ღმერთი არასდროს ძალადობს ჩვენზე. პატივს გვცემს. ადამიანი არ არის ცხოველი, ის არ იწვრთნება. ის უნდა მოატყუო, ან მასზე იძალადო, უნდა დაიმონო, მაგრამ მას რომ თავისუფლება და ღირსება შეუნარჩუნო, მასზე არც უნდა იძალადო და არც უნდა მოატყუო. ღმერთიც ზუსტად ასე გვექცევა. ღმერთი გვაძლევს შესაძლებლობას, გაერთიანების. ის, რაც ხდება, არის შესაძლებლობა ჩვენი ერის გაერთიანების და თუ ამას გამოვიყენებთ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში მოხდება ბუმი, აღორძინება - სულიერების, ზნეობრიობის, სახელმწიფოებრიობის, ტერიტორიული აღდგენის, გამთლიანების.

გლოვის დღეები რომ დასრულდება, ყველა სახლებში რომ წავალთ, გავაგრძელებთ მერე კვლავ პატრიარქის სიტყვისამებრ ცხოვრებას, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, არ ვმტრობდეთ, ქრისტეს გული გავუხსნათ?! პატრიარქი სულ მოგვიწოდებდა ზიარებისკენ, მოუკლებელი ლოცვისკენ, სამშობლოს ქრისტესდარი სიყვარულისკენ. ამას თუ გავაკეთებთ, ინტუიციური ერთიანობა გადაიზრდება ჩვენს ნებელობით აქტში და ამას ვერაფერი ვეღარ მოერევა. მოვესწრებით, რომ ვიცხოვროთ აღორძინებულ საქართველოში. თუ ამ შესაძლებლობას არ გამოვიყენებთ, მაშინ შეიძლება დიდი განსაცდელი მოვიდეს. უფალმა ასე იცის. ჯერ სიკეთეს გაჩვენებს, თუ ვერ გაიგე, როგორც მამა - გაგვიწყრება. ეს გაწყრომა ადვილი არ არის. ასე გავაგრძელოთ, ერთმანეთის სიმშვიდით და სიყვარულით ცხოვრება და ნახეთ რა მოხდება", - აღნიშნა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
დღეს 15:00 საათიდან თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
უნიკალური პატრიარქი გვყავდა – გავა ძალიან ცოტა დრო და დამერწმუნეთ, ჩვენ ორმაგად, სამმაგად ვიამაყებთ, რომ ვცხოვრობდით მის ეპოქაში -მეუფე ანდრია გვაზავა
გლოვის დღეები რომ დასრულდება, გავაგრძელებთ პატრიარქის სიტყვისამებრ ცხოვრებას რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, არ ვმტრობდეთ?! თუ ამ შესაძლებლობას არ გამოვიყენებთ, შეიძლება დიდი განსაცდელი მოვიდეს -დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:
ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა
,,ილია მე­ო­რე ერ­თა­დერ­თი პი­როვ­ნე­ბა იყო, რო­მე­ლიც ზრუ­ნავ­და დე­მოგ­რა­ფი­ა­ზე, ბავ­შვებ­ზე არა­მარ­ტო სი­ტყვით, არა­მედ საქ­მით'' - გიორგი ანდრიაძე
21 მარტის ამინდის პროგნოზი
მამა საბა ჭიკაიძე - პატრიარქის სურვილი და სანუკვარი ოცნება იყო ერის ერთიანობა, როგორც ტერიტორიული, ისე სულიერი
ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კვიპროსში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტი ანიტა დემეტრიუ ეწვია და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
,,საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება''- შსს
ანზორ ჩუბინიძე განმარტავს, ილია მეორის დაკრძალვის დღეს რა ზომები იქნება მიღებული სამების ტაძრის ტერიტორიაზე და რა სახის შეზღუდვები იმოქმედებს
ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს მას - ილია მეორის დარიგება
,,დამყარებული მშვიდობის უარყოფა ომის კარს გააღებს''- ნიკოლ ფაშინიანი
"პატრიარქმა საქართველოს დაუბრუნა თავისი სახე, რომ საქართველო არის იქ, სადაც ქართულ ენაზე ღმერთს ელაპარაკებიან" - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
,,ამ დღეებმა ქართული გლოვის კულტურა დაანახა მთელ მსოფლიოს''- გურამ ახალაია
"მისმა ღვაწლმა და შრომამ წარუშლელი სულიერი კვალი დატოვა ჯერ მასზე მინდობილ სამღვდელოებასა და მრევლზე, ხოლო შემდგომ მთელ მსოფლიოს მოეფინა" - სერბეთის პატრიარქი
ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის საპატრიარქო - გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ სამძიმარს საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ნეტარხსენებული წინამძღოლის, ილია მეორის უფლისმიერ მიცვალების გამო
,,თუ ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებს ქართველი ერი, მაშინ შეიძლება დიდი განსაცდელი მოვიდეს''- დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი გარდაიცვალა
"ილია მეორე თავისი მსახურებით გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობისა და ძირეული ეპოქალური ცვლილებების პერიოდში''- რომის პაპი
მსოფლიო პატრიარქი გაემგზავრება თბილისში, ილია მეორის დაკრძალვის მსახურებაზე, რათა პირადად გამოხატოს სამძიმარი მორწმუნე ერის მიმართ-მსოფლიო საპატრიარქო