ევროპული დემოკრატია კვდება, რადგან ბრიუსელი ეროვნულ არჩევნებში ერევა, აფინანსებს ფედერალისტურ ძალებს, ბრიუსელი პატივს არ სცემს შეთანხმებებს, ღალატობს მათ -ვიქტორ ორბანი

გულწრფელად ვთქვათ: ევროპული დემოკრატია კვდება. ის კვდება ეკონომიკაში წარუმატებლობის გამო, კვდება პოლიტიკური ცენზურის გამო, რადგან სოციალური ქსელების ცენზურისთვის ბრიუსელს აქვს სწრაფი რეაგირების არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC), სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დემოკრატია ასევე კვდება, რადგან ბრიუსელი პირდაპირ ერევა ეროვნულ არჩევნებში და აფინანსებს ფედერალისტურ ძალებს.

„ბრიუსელი პატივს არ სცემს შეთანხმებებს, ღალატობს მათ და ეს ხდება უნგრეთშიც, აპრილში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ. ისინი ღიად ითხოვენ, რომ უნგრეთში იყოს პრობრიუსელური, პროუკრაინული მთავრობა. ეს არ მოხდება. ახლა ჩვენი ჯერია, უნგრეთის ჯერია. სლოვენიაში ხვალინდელი არჩევნების შემდეგ არჩევნები უნგრეთში გაიმართება. ჩვენ ვიმყოფებით შიდაპოლიტიკურ, თუმცა რთულ სათამაშო მოედანზე, რადგან უნგრეთი 16 წლის განმავლობაში იყო ნაციონალური ძალების უძლიერესი ბასტიონი ევროკავშირში. მაგრამ ახლა რთულ პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ, რადგან ეს ბასტიონი თუ დაცემა, ეს იქნებოდა პროგრესული ძალებისთვის უდიდესი გამარჯვება. ამიტომ ეს ბრძოლა არ ეხება მხოლოდ უნგრეთს, ის განსაზღვრავს, ვინ გაიმარჯვებს ამ მატჩში ბრიუსელში. ჩვენ, უნგრელებმა, უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება და შევაკავოთ პროგრესული ძალები, რომლებიც დასავლეთიდან, ბრიუსელიდან გვაწვებიან. აღმოსავლეთიდან უკრაინა გვემუქრება სანქციებით, კიევმა ნავთობის ბლოკადა მოუწყო უნგრეთს. ჩვენ უკვე მოვიგერიეთ ბრიუსელის თავდასხმა. ისინი ვერ დაასუსტებენ და ვერ დაამცირებენ უნგრეთს. ასევე უნდა ავირიდოთ უკრაინული ბლოკადა, თუმცა ყველაფერი კარგად გვაქვს, რაც მნიშვნელოვანია. მათ სურდათ, მაგრამ ვერ შეძლეს ჩვენი ენერგოსისტემის დესტაბილიზაცია. ფსონები მაღალია. თუ გავიმარჯვებთ, არა მხოლოდ უნგრეთი უნდა დავიცვათ, არამედ გავანადგუროთ პროგრესული ძალები ბრიუსელში. ამ არჩევნებში უნდა გავიმარჯვოთ და არ შევჩერდებით. ევროპის მომავალი მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ. გამარჯვების დროა", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მისივე თქმით, ბოლო 20 წლის განმავლობაში ბრიუსელმა ევროპა ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა, რომლის შენარჩუნებაც თავად ბრიუსელისთვის შეუძლებელია.

„მიგრანტები, ტერორისტები, მუქარები, დანაშაული, ანტისემიტიზმი, ანტიქრისტიანობა და ეკონომიკური ვარდნა, სწორედ ეს მოიტანა მათმა პოლიტიკამ. „მწვანე სიგიჟემ" და მწვანე შეთანხმებამ დააზარალა ევროპული ინდუსტრია, ქარხნები ერთმანეთის მიყოლებით იხურება. მთელი სექტორები ქრება ევროპიდან, ხოლო მილიონობით ადამიანს სამუშაო ადგილების დაკარგვის საფრთხე ემუქრება. ევროპა ბრიუსელისთვის ჯერ კიდევ არ არის პირველ ადგილზე, მათთვის პირველია უკრაინა. ბრიუსელი არ წარმოადგენს ევროპელი ხალხის ინტერესებს. აშშ-ს სურს მშვიდობა, ხოლო ბრიუსელს და კიევს - ომის გაგრძელება. ეს სრული სიგიჟეა", - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს
ევროპული დემოკრატია კვდება, რადგან ბრიუსელი ეროვნულ არჩევნებში ერევა, აფინანსებს ფედერალისტურ ძალებს, ბრიუსელი პატივს არ სცემს შეთანხმებებს, ღალატობს მათ -ვიქტორ ორბანი
მეგობრებო, ჩვენ შორისაა ჩემპიონი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ის არის საქართველოს სუვერენიტეტის მცველი, დღეს ევროპაში ყველაზე მამაცი ერი ქართველი ერია -ვიქტორ ორბანი
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
ამერიკელი კანონმდებლები აშშ-ის ოფიციალურ პირებს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენებისკენ მოუწოდებენ
რატომ დააწესა აშშ-მა საგარანტიო თანხა საქართველოს მოქალაქეებისთვის? - საგარეო უწყების განმარტება
აშშ-მა საქართველო სავიზო გირაოს პროგრამაში დაამატა
,,თავის სიზმრებზე განცხადებებს აკეთებენ, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ექსტრემიზმი წაახალისოს საქართველოში''- გიორგი ვოლსკი ყულევის პორტის შესახებ
პარლამენტმა მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც პირველ კლასში მიღების ასაკს შეეხება
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს -ელენე ხოშტარია
მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში თურქეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
ირაკლი კობახიძე: მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, გვითხარით, რომ აქ ხედავთ კორუფციის ნიშნებს და თუ არ გვექნება რეაგირება, მერე ისაუბრეთ, რომ ყალბია ჩვენი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას
,,ახალი სისტემით სახელმწიფო ქონების გასხვისება და შესყიდვები სრულად გამჭვირვალე ონლაინ პროცედურებით განხორციელდება, რაც კორუფციის რისკებს მაქსიმალურად ამცირებს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას - რამდენი ქონება გასხვისდა ერთ ლარად იმ დროს, როდესაც თქვენ მოღვაწეობდით მთავრობის ადმინისტრაციაში და როდესაც გიორგი გახარია იყო პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე - სწორედ ინსტიტუტების დეპოლიტიზებას ვაკეთებთ, როდესაც კონკრეტულ სფეროებში პრაქტიკა უმჯობესდება
პრემიერი: მხოლოდ 6 თვის განმავლობაში 200-ზე მეტი საქმე აღიძრა პოლიტიკური თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების მიმართ, რაც კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა
ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას - არსებობს ხატოვანი გამონათქვამი, იყავით და გაგეკეთებინათ, ვინ გიშლიდათ
ირაკლი კობახიძე - ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი