,,პატრიარქმა მან უდიდესი როლი ითამაშა, რომ ერი ეკლესიასთან და ეკლესიაში მიიყვანა''- ჯაბა სამუშია
მან უდიდესი როლი ითამაშა, რომ ერი ეკლესიასთან და ეკლესიაში მიიყვანა, - განაცხადა გადაცემაში "დღის ქრონიკა" თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ.
ისტორიკოსმა გაიხსენა, რა მდგომარეობა იყო ეკლესიაში მაშინ, რომ პატრიარქი ილია მეორე გახდა.
"ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცნობილი და კარგი მღვდელმთავრები გვყავდა, საბჭოთა რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა, რომ ქართული ეკლესია დასუსტებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ 15 ეპარქია იყო წმინდა სინოდში ხუთი მღვდელმთავარი გახლდათ. კათოლიკოს-პატრიარქს უწევდა, რომ რამდენიმე ეპარქიის მღვდელმთავარი თავად ყოფილიყო. ძალიან მცირე იყო სასულიერო პირების რაოდენობაც, სულ 46 ეკლესია ფუნქციონირებდა მთელს საქართველოში. აი ასეთი ეკლესია ჩაიბარა. 2-3 წელიწადში თვალნათლივ ჩანს სრულიად ახალი გზა, ახალი საეკლესიო პოლიტიკა, რომელსაც მისი უწმინდესობა დაადგა - იზრდება ეკლესიების რაოდენობა, სასულიერო პირების რაოდენობა და რაც ყველაზე ნიშანდობლივია თვითონ პატრიარქი სინოდის წევრებთან ერთად საპატრიარქოს კარების უხსნის ყველას. ეს იყო ის, რომ მან ქართული ეკლესიის ახალი ეპოქა დაიწყო. მან უდიდესი როლი ითამაშა, რომ ერი ეკლესიასთან და ეკლესიაში მიიყვანა. ხალხმა პირჯვრის გადაწერა არ იცოდა. ყველაფერმა ამან ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანა იქამდე, რასაც დღეს ვუყურებთ. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც მადლობას უხდიან, ეს არის სამადლობელი იმისთვის, რასაც მისი უწმინდესობა გასცემდა", - განაცხადა სამუშიამ.
ისტორიკოსმა, რომელიც სამების საკათედრო ტაძრის მემატიანე იყო, გაიხსენა საქართველოს განსაკუთრებული ტაძრის მშენებლობის ამბები.
"2000 წელს გადაწყდა, რომ სამების საკათედრო ტაძარს უნდა ჰყოლოდა თავისი მემატიანე. იცით, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თავზე აიღო სრულად მისი მშენებლობა და სრულიად სხვა მასშტაბით წარიმართა ეს პროცესი. თუ მანამდე ფაქტობრივად მხოლოდ ფუნდამენტი იყო ამოყვანილი, ამის შემდეგ ტაძრის მშენებლობა 4 წელიწადში დასრულდა. ეს ყველაფერი უნდა აღწერილიყო. მისი უწმინდესობა კვირაში ორჯერ ან სამჯერ თვითონ მოდიოდა სამებაში. ეს იყო ცალკე საოცრება. თვალწინ წამომიდგებოდა ძველი ტაძრების მშენებლობა. ზარების რეკვის ფონზე მუშები ჩამოდიოდნენ ხარაჩოებიდან, არასოდეს მისი უწმინდესობა არ მოსულა ისე, რომ სანოვაგე არ მოეტანა თითოეული მუშისთვის", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
მსგავსი სიახლეები
,,ცრუ დემოკრატიის მიმდევრებო, ხედავთ რა ხდება საქართველოში? თქვენ რომ ებრძოდით, იმ პატრიარქმა მისი გარდაცვალებით დაგამარცხათ''- თამარ ჩიბურდანიძე
რუმინეთის პატრიარქი - ილია მეორე იყო ღირსეული პიროვნება, რომელიც სიბრძნით მწყემსავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას
,,პატრიარქმა მან უდიდესი როლი ითამაშა, რომ ერი ეკლესიასთან და ეკლესიაში მიიყვანა''- ჯაბა სამუშია
სრულიად სომეხთა კათოლიკოს, გარეგინ მეორის ადვოკატის ცნობით, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა კათოლიკოსს ილია მეორის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცა
საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას ინგლისის ეკლესიის მღვდელმთავარი დევიდ ჰამიდი დაესწრება
დღეს 15:00 საათიდან თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
უნიკალური პატრიარქი გვყავდა – გავა ძალიან ცოტა დრო და დამერწმუნეთ, ჩვენ ორმაგად, სამმაგად ვიამაყებთ, რომ ვცხოვრობდით მის ეპოქაში -მეუფე ანდრია გვაზავა
გლოვის დღეები რომ დასრულდება, გავაგრძელებთ პატრიარქის სიტყვისამებრ ცხოვრებას რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, არ ვმტრობდეთ?! თუ ამ შესაძლებლობას არ გამოვიყენებთ, შეიძლება დიდი განსაცდელი მოვიდეს -დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:
ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა
,,ილია მეორე ერთადერთი პიროვნება იყო, რომელიც ზრუნავდა დემოგრაფიაზე, ბავშვებზე არამარტო სიტყვით, არამედ საქმით'' - გიორგი ანდრიაძე
21 მარტის ამინდის პროგნოზი
მამა საბა ჭიკაიძე - პატრიარქის სურვილი და სანუკვარი ოცნება იყო ერის ერთიანობა, როგორც ტერიტორიული, ისე სულიერი
ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კვიპროსში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტი ანიტა დემეტრიუ ეწვია და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
,,საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება''- შსს
ანზორ ჩუბინიძე განმარტავს, ილია მეორის დაკრძალვის დღეს რა ზომები იქნება მიღებული სამების ტაძრის ტერიტორიაზე და რა სახის შეზღუდვები იმოქმედებს
ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს მას - ილია მეორის დარიგება
,,დამყარებული მშვიდობის უარყოფა ომის კარს გააღებს''- ნიკოლ ფაშინიანი
"პატრიარქმა საქართველოს დაუბრუნა თავისი სახე, რომ საქართველო არის იქ, სადაც ქართულ ენაზე ღმერთს ელაპარაკებიან" - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
,,ამ დღეებმა ქართული გლოვის კულტურა დაანახა მთელ მსოფლიოს''- გურამ ახალაია
"მისმა ღვაწლმა და შრომამ წარუშლელი სულიერი კვალი დატოვა ჯერ მასზე მინდობილ სამღვდელოებასა და მრევლზე, ხოლო შემდგომ მთელ მსოფლიოს მოეფინა" - სერბეთის პატრიარქი