,,ცრუ დემოკრატიის მიმდევრებო, ხედავთ რა ხდება საქართველოში? თქვენ რომ ებრძოდით, იმ პატრიარქმა მისი გარდაცვალებით დაგამარცხათ''- თამარ ჩიბურდანიძე

 

„უწმინდესმა ჯერ თავისი სიცოცხლით და ახლა უკვე გარდაცვალებით, სრულად გაანადგურა ქართული რწმენისა და იდენტობის მტერი. დღეიდან ახალი ეპოქა იწყება - უწმინდესის დანატოვრის გაფრთხილების და ამისთვის ბრძოლა კიდევ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე მის სიცოცხლეში," - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისი თქმით, ცრუ დემოკრატიის ავტორებს, პატრიარქმა მისი ლანძღვა სიცოცხლეშივე აპატია, მაგრამ ქართველი ხალხი არავის აპატიებს რწმენის და ღირსების შეურაცხყოფას.

„მთელი მსოფლიო ხედავს თუ რა ხდება საქართველოში, ეს 4 დღეა, როგორ დგას მთელი ერი ფეხზე მისი ღვაწლმოსილი პატრიარქის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად. როგორ ტირის ქალი და კაცი, დიდი თუ პატარა, როგორ დგანან ახალგაზრდები რიგში დღე და ღამე, ეს ის ახალგაზრდობაა, ვისი წართმევაც სურდა მტერს, მაგრამ ვერ წაგვართვეს, ეკლესიამ დაიტოვა მის წიაღში და ეს სწორედ ჩვენი ბრძენი პატრიარქის დამსახურებაა.

მძიმეა ეს დღეები, მაგრამ ამასთანავე, საამაყოც. უწმინდესმა თავისი გარდაცვალებით მსოფლიოს აჩვენა ქართველი ხალხის რწმენის ძალა და დედა ეკლესიისადმი სიყვარული. ეს ის რწმენაა, მან რომ დათესა ჩვენში და ახლა დროა შედეგის მიღების. თუკი ვინმეს ჰგონია, რომ პატრიარქის გარდაცვალებით შესუსტდება ქართველი ერი, შეხედოს საქართველოს და მიხვდება, რომ ამაოა მათი მცდელობა. უწმინდესმა ჯერ თავისი სიცოცხლით და ახლა უკვე გარდაცვალებით, სრულად გაანადგურა ქართული რწმენისა და იდენტობის მტერი. დღეიდან ახალი ეპოქა იწყება - უწმინდესის დანატოვრის გაფრთხილების და ამისთვის ბრძოლა კიდევ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე მის სიცოცხლეში.

ვუყურებ ამ დღეებს და ერთადერთი, რაც მახსენდება, არის უწმინდესის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ევრობიუროკრატების მიერ წამოყენებული მოთხოვნა, ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონის გაუქმებაზე. მინდა მათ მივმართო - ცრუ დემოკრატიის ავტორებო, ხედავთ რა ხდება საქართველოში? თქვენ რომ ებრძოდით, იმ პატრიარქმა მისი გარდაცვალებით დაგამარცხათ! არ ველით თქვენგან დიდსულოვნებას, რომ თუნდაც ამ დღეებში ბოდიშს მოუხდით თქვენგან ბევრჯერ გულნატკენი პატრიარქის სულს, მაგრამ იქნებ ეცადოთ მაინც?

თქვენ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვით, ჩვენი ღვაწლმოსილი პატრიარქის ლანძღვით დაუპირისპირდით მთელს ერს, რისიც არ გჯეროდათ და იმედია, დღეს უკვე დარწმუნდით.

პატრიარქმა ყველას აპატია, მაგრამ არა მგონია ქართველმა ხალხმა ვინმეს აპატიოს მისი რწმენის და ღირსების შეურაცხყოფა, ან თუნდაც, მისი ანდერძის უპატივცემულობა. აქამდე უწმინდესი მიგვიძღოდა წინ და აწი მისგან გაზრდილი თაობები გაუძღვებიან საქართველოს.

დიახ, პატრიარქის ეპოქა არ დასრულებულა, მისი სურვილების განხორციელება აწი იწყება!" - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,ცრუ დემოკრატიის მიმდევრებო, ხედავთ რა ხდება საქართველოში? თქვენ რომ ებრძოდით, იმ პატრიარქმა მისი გარდაცვალებით დაგამარცხათ''- თამარ ჩიბურდანიძე
რუმინეთის პატრიარქი - ილია მეორე იყო ღირსეული პიროვნება, რომელიც სიბრძნით მწყემსავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას
,,პატრიარქმა მან უდიდესი როლი ითამაშა, რომ ერი ეკლესიასთან და ეკლესიაში მიიყვანა''- ჯაბა სამუშია
სრულიად სომეხთა კათოლიკოს, გარეგინ მეორის ადვოკატის ცნობით, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა კათოლიკოსს ილია მეორის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცა
საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას ინგლისის ეკლესიის მღვდელმთავარი დევიდ ჰამიდი დაესწრება
დღეს 15:00 საათიდან თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
უნიკალური პატრიარქი გვყავდა – გავა ძალიან ცოტა დრო და დამერწმუნეთ, ჩვენ ორმაგად, სამმაგად ვიამაყებთ, რომ ვცხოვრობდით მის ეპოქაში -მეუფე ანდრია გვაზავა
გლოვის დღეები რომ დასრულდება, გავაგრძელებთ პატრიარქის სიტყვისამებრ ცხოვრებას რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, არ ვმტრობდეთ?! თუ ამ შესაძლებლობას არ გამოვიყენებთ, შეიძლება დიდი განსაცდელი მოვიდეს -დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:
ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა
,,ილია მე­ო­რე ერ­თა­დერ­თი პი­როვ­ნე­ბა იყო, რო­მე­ლიც ზრუ­ნავ­და დე­მოგ­რა­ფი­ა­ზე, ბავ­შვებ­ზე არა­მარ­ტო სი­ტყვით, არა­მედ საქ­მით'' - გიორგი ანდრიაძე
21 მარტის ამინდის პროგნოზი
მამა საბა ჭიკაიძე - პატრიარქის სურვილი და სანუკვარი ოცნება იყო ერის ერთიანობა, როგორც ტერიტორიული, ისე სულიერი
ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კვიპროსში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტი ანიტა დემეტრიუ ეწვია და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
,,საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება''- შსს
ანზორ ჩუბინიძე განმარტავს, ილია მეორის დაკრძალვის დღეს რა ზომები იქნება მიღებული სამების ტაძრის ტერიტორიაზე და რა სახის შეზღუდვები იმოქმედებს
ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს მას - ილია მეორის დარიგება
,,დამყარებული მშვიდობის უარყოფა ომის კარს გააღებს''- ნიკოლ ფაშინიანი
"პატრიარქმა საქართველოს დაუბრუნა თავისი სახე, რომ საქართველო არის იქ, სადაც ქართულ ენაზე ღმერთს ელაპარაკებიან" - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
,,ამ დღეებმა ქართული გლოვის კულტურა დაანახა მთელ მსოფლიოს''- გურამ ახალაია
"მისმა ღვაწლმა და შრომამ წარუშლელი სულიერი კვალი დატოვა ჯერ მასზე მინდობილ სამღვდელოებასა და მრევლზე, ხოლო შემდგომ მთელ მსოფლიოს მოეფინა" - სერბეთის პატრიარქი