საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით, ვიმედოვნებთ, ევროპა დაიბრუნებს სუვერენიტეტს, იდენტობას, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება-ირაკლი კობახიძე

საუკუნეების განმავლობაში ჩვენი რწმენა აყალიბებდა ჩვენს ღირებულებებს, კულტურასა და ზნეობრივ ხედვას, რწმენა ძალისა და გზის მაჩვენებელი იყო თაობებისთვის, რაც ჩვენს ერს ეხმარებოდა გამოწვევების დაძლევაში და საკუთარი იდენტობის შენარჩუნებაში ისტორიის რთულ პერიოდებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქრისტიანობა საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია.

„ქრისტიანობა საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია და წელს აღვნიშნავთ მისი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს - გარდამტეხ მომენტს, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ერის სულიერი და კულტურული განვითარება. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი რწმენა აყალიბებდა ჩვენს ღირებულებებს, კულტურასა და ზნეობრივ ხედვას. რწმენა ძალისა და გზის მაჩვენებელი იყო თაობებისთვის, რაც ჩვენს ერს ეხმარებოდა გამოწვევების დაძლევაში და საკუთარი იდენტობის შენარჩუნებაში ისტორიის რთულ პერიოდებში.

ქრისტიანული კულტურული საფუძველი კვლავ რჩება ჩვენი საზოგადოების იდენტობის ცენტრალურ ნაწილად. ისტორიის განმავლობაში ჩვენი წინაპრები ევროპას იმ სივრცედ აღიქვამდნენ, სადაც მათი ქრისტიანული იდენტობა იქნებოდა დაცული. შესაბამისად, საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით, ჩვენი მემკვიდრეობის, რწმენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით, რაც, თავისთავად, ურთულესი ამოცანაა.

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ევროპა დაიბრუნებს თავის სუვერენიტეტს, ქრისტიანულ იდენტობასა და ეკონომიკურ ძლიერებას მანამ, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 





მსგავსი სიახლეები
საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით, ვიმედოვნებთ, ევროპა დაიბრუნებს სუვერენიტეტს, იდენტობას, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება-ირაკლი კობახიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს
ევროპული დემოკრატია კვდება, რადგან ბრიუსელი ეროვნულ არჩევნებში ერევა, აფინანსებს ფედერალისტურ ძალებს, ბრიუსელი პატივს არ სცემს შეთანხმებებს, ღალატობს მათ -ვიქტორ ორბანი
მეგობრებო, ჩვენ შორისაა ჩემპიონი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ის არის საქართველოს სუვერენიტეტის მცველი, დღეს ევროპაში ყველაზე მამაცი ერი ქართველი ერია -ვიქტორ ორბანი
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
ამერიკელი კანონმდებლები აშშ-ის ოფიციალურ პირებს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენებისკენ მოუწოდებენ
რატომ დააწესა აშშ-მა საგარანტიო თანხა საქართველოს მოქალაქეებისთვის? - საგარეო უწყების განმარტება
აშშ-მა საქართველო სავიზო გირაოს პროგრამაში დაამატა
,,თავის სიზმრებზე განცხადებებს აკეთებენ, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ექსტრემიზმი წაახალისოს საქართველოში''- გიორგი ვოლსკი ყულევის პორტის შესახებ
პარლამენტმა მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც პირველ კლასში მიღების ასაკს შეეხება
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს -ელენე ხოშტარია
მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში თურქეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
ირაკლი კობახიძე: მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, გვითხარით, რომ აქ ხედავთ კორუფციის ნიშნებს და თუ არ გვექნება რეაგირება, მერე ისაუბრეთ, რომ ყალბია ჩვენი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას
,,ახალი სისტემით სახელმწიფო ქონების გასხვისება და შესყიდვები სრულად გამჭვირვალე ონლაინ პროცედურებით განხორციელდება, რაც კორუფციის რისკებს მაქსიმალურად ამცირებს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას - რამდენი ქონება გასხვისდა ერთ ლარად იმ დროს, როდესაც თქვენ მოღვაწეობდით მთავრობის ადმინისტრაციაში და როდესაც გიორგი გახარია იყო პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე - სწორედ ინსტიტუტების დეპოლიტიზებას ვაკეთებთ, როდესაც კონკრეტულ სფეროებში პრაქტიკა უმჯობესდება
პრემიერი: მხოლოდ 6 თვის განმავლობაში 200-ზე მეტი საქმე აღიძრა პოლიტიკური თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების მიმართ, რაც კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა
ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას - არსებობს ხატოვანი გამონათქვამი, იყავით და გაგეკეთებინათ, ვინ გიშლიდათ