არქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილი: მთელი საქართველო განიცდის, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაზე მტკივნეულად ამას ემიგრანტები განიცდიან
„მთელი საქართველო განიცდის, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაზე მტკივნეულად ამას ემიგრანტები განიცდიან. ძალიან ბევრ რამეს ნიშნავდა ემიგრანტებისთვის ჩვენი პატრიარქი. პატრიარქს ყველა უყვარდა, მაგრამ განსაკუთრებულ სიყვარულს, განსაკუთრებულ სითბოს იჩენდა ხოლმე ჩვენი ემიგრანტების მიმართ", - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი" ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოს წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ლუკა ფალავანდიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ემიგრანტებმა განსაკუთრებულად შეიყვარეს პატრიარქი და უწმინდესიც საქართველოში ყოველ ჩამოსვლაზე ეკითხებოდა მას ემიგრანტების მდგომარეობის შესახებ.
„უკვე მეოცე წელია, ბარსელონაში ვარ, მისმა უწმინდესობამ გამიშვა ჩვენს ეპარქიაში და როდესაც ჩამოვიდოდი, ყოველთვის მეკითხებოდა, როგორ არიან ჩვენი ემიგრანტებიო, მეუბნებოდა, განსაკუთრებული სითბო და სიყვარული დაანახეო. მას არავინ ავიწყდებოდა, მაგრამ ემიგრანტებზე რომ ზრუნავდა, ეს ყველგან ჩანდა.
ნამდვილი მამა დაკარგა მთელმა ერმა. დღეს ჩამოვედი ბარსელონიდან და რომ მოვდიოდი, ერთი ადამიანი მეუბნებოდა, დედაც გარდამეცვალა და მამაც, მაგრამ როდესაც ჩვენი პატრიარქი გარდაიცვალა, დღეს ვიგრძენი, ნამდვილი ობლობა რა არისო. როგორ მწარე რეალობაა ამ სიტყვებში.
გვწამს და გვჯერა, რომ ჩვენ ყველას ზეციური მეოხი შეგვემატა ზეციურ საქართველოში მთელი ცხოვრება ჩვენზე ფიქრობდა, მთელს ერზე. მამა შალვა კეკელიამ თქვა, რომ ჩამოდნა და ჩამოიღვენთა ჩვენი პატრიარქიო და ჩამოიღვენთა თითოეული ჩვენგანისათვის. ყველასთვის მლოცველი და ყველაზე მზრუნველი იყო და თუ აქ, ამ ცხოვრებაში ასეთი იყო ფიზიკურად, რა თქმა უნდა, უფრო მეტად დიდი შემწე და მეოხი გვეყოლება ზეციურ საქართველოში. ეს არის დღეს ჩვენი ნუგეში და აქეთ უნდა მივმართოთ ეს ტკივილიც, ეს მწუხარებაც. ღმერთისკენ უფრო მეტად უნდა გავაგრძელოთ გზა.
მეუფე აბრაამის კურთხევით, ჩვენი ეპარქიიდან ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა, ბევრმა ვერ შეძლო ჩამოსვლა, ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოდან, მაგრამ მათ აქვთ ერთი თხოვნა და დანაბარები - დაემშვიდობეთ ჩვენს მაგივრად პატრიარქს და უთხარით, რომ ძალიან გვიყვარს და ძალიან განვიცდით ამ ყველაფერს, ილოცოს ჩვენთვის, შეავედრეთ ჩვენი თავი, რომ შეგვეწიოს პატრიარქი ზეციური საქართველოდან", - აღნიშნა არქიმანდრიტმა ლუკა ფალავანდიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
22 მარტს 40 სებასტიანელი მოწამის ხსენების დღეა
22 მარტის ამინდის პროგნოზი
არქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილი: მთელი საქართველო განიცდის, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაზე მტკივნეულად ამას ემიგრანტები განიცდიან
ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად ვატიკანის დელეგაცია ჩამოვიდა
„შეგეძლო, პატრიარქთან მისულიყავი და უშიშრად გეთქვა შენი სატკივარი. მის შენიშვნას ახლდა ზრუნვა“- ათონის მთის იოანე ღვთისმეტყველის სავანის წინამძღვარმა არქიმანდრიტი გრიგოლი
ლაშა ტალახაძე: მივცემ თავს უფლებას ვთქვა, რომ ჩვენ გვყავდა ცოცხალი წმინდანი
,,ცრუ დემოკრატიის მიმდევრებო, ხედავთ რა ხდება საქართველოში? თქვენ რომ ებრძოდით, იმ პატრიარქმა მისი გარდაცვალებით დაგამარცხათ''- თამარ ჩიბურდანიძე
რუმინეთის პატრიარქი - ილია მეორე იყო ღირსეული პიროვნება, რომელიც სიბრძნით მწყემსავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას
,,პატრიარქმა მან უდიდესი როლი ითამაშა, რომ ერი ეკლესიასთან და ეკლესიაში მიიყვანა''- ჯაბა სამუშია
სრულიად სომეხთა კათოლიკოს, გარეგინ მეორის ადვოკატის ცნობით, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა კათოლიკოსს ილია მეორის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცა
საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას ინგლისის ეკლესიის მღვდელმთავარი დევიდ ჰამიდი დაესწრება
დღეს 15:00 საათიდან თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
უნიკალური პატრიარქი გვყავდა – გავა ძალიან ცოტა დრო და დამერწმუნეთ, ჩვენ ორმაგად, სამმაგად ვიამაყებთ, რომ ვცხოვრობდით მის ეპოქაში -მეუფე ანდრია გვაზავა
გლოვის დღეები რომ დასრულდება, გავაგრძელებთ პატრიარქის სიტყვისამებრ ცხოვრებას რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, არ ვმტრობდეთ?! თუ ამ შესაძლებლობას არ გამოვიყენებთ, შეიძლება დიდი განსაცდელი მოვიდეს -დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:
ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა
,,ილია მეორე ერთადერთი პიროვნება იყო, რომელიც ზრუნავდა დემოგრაფიაზე, ბავშვებზე არამარტო სიტყვით, არამედ საქმით'' - გიორგი ანდრიაძე
21 მარტის ამინდის პროგნოზი
მამა საბა ჭიკაიძე - პატრიარქის სურვილი და სანუკვარი ოცნება იყო ერის ერთიანობა, როგორც ტერიტორიული, ისე სულიერი
ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კვიპროსში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტი ანიტა დემეტრიუ ეწვია და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
,,საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება''- შსს