22 მარტს 40 სებასტიანელი მოწამის ხსენების დღეა

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს 40 სე­ბას­ტი­ა­ნე­ლი მო­წა­მის ხსე­ნე­ბას აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში პირ­ველ­შე­წი­რუ­ლის ლი­ტურ­გია შეს­რულ­დე­ბა. 

წმინ­და 40 სე­ბას­ტი­ა­ნე­ლი სე­ბას­ტი­ის ტბა­ში ქრის­ტეს სარ­წმუ­ნო­ე­ბის­თვის 320 წელს ეწა­მა. ისი­ნი კა­ბა­დო­კი­ე­ლი ქრის­ტი­ა­ნი მე­ომ­რე­ბი იყ­ვნენ და სე­ბას­ტი­ა­ში მსა­ხუ­რობ­დნენ. წმინ­და­ნებ­მა ერთ-ერთ წარ­მარ­თულ დღე­სას­წა­ულ­ზე კერ­პე­ბის­თვის მსხვერ­პლშე­წირ­ვა­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს. მო­წა­მე­ე­ბი ერთი დღით სე­ბას­ტი­ის გა­ყი­ნულ ტბა­ში ამ­ყო­ფეს. 

ერთ-ერ­თმა წა­მე­ბას ვერ გა­უძ­ლო და წყლი­დან ამო­სუ­ლი ნა­პირ­ზე მოკ­ვდა. მის ნაც­ვლად ტბა­ში იქ მყო­ფი და­რა­ჯი ჩა­ვი­და, რო­მე­ლიც მო­წა­მე­თა თავ­ზე გვირ­ვი­ნებს ხე­დავ­და. გა­ყინ­ვას უვ­ნე­ბე­ლად გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი მე­ო­რე დღეს ხმლე­ბით აკუ­წეს.

სა­ეკ­ლე­სიო გად­მო­ცე­მით, VIII სა­უ­კუ­ნე­ში თბი­ლის­ში, მე­ტე­ხის ხიდ­თან არ­სე­ბობ­და ორ­მო­ცი სე­ბას­ტი­ე­ლი მო­წა­მის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი, სა­დაც 786 წლის 6 იან­ვარს, არა­ბებ­მა გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბის გამო წმინ­და აბო თბი­ლელს თავი მოკ­ვე­თეს.

აბა­ნო­თუ­ბან­ში წმინ­და ორ­მო­ცი წა­მე­ბუ­ლი სე­ბას­ტი­ა­ნე­ლის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა 2002 წელს და­ი­წყო. კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ეკ­ლე­სია მო­ნას­ტრად 2009 წლის გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე აკურ­თხა.

 

 





მსგავსი სიახლეები
22 მარტს 40 სებასტიანელი მოწამის ხსენების დღეა
22 მარტის ამინდის პროგნოზი
არქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილი: მთელი საქართველო განიცდის, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაზე მტკივნეულად ამას ემიგრანტები განიცდიან
ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად ვატიკანის დელეგაცია ჩამოვიდა
„შეგეძლო, პატრიარქთან მისულიყავი და უშიშრად გეთქვა შენი სატკივარი. მის შენიშვნას ახლდა ზრუნვა“- ათონის მთის იოანე ღვთისმეტყველის სავანის წინამძღვარმა არქიმანდრიტი გრიგოლი
ლაშა ტალახაძე: მივცემ თავს უფლებას ვთქვა, რომ ჩვენ გვყავდა ცოცხალი წმინდანი
,,ცრუ დემოკრატიის მიმდევრებო, ხედავთ რა ხდება საქართველოში? თქვენ რომ ებრძოდით, იმ პატრიარქმა მისი გარდაცვალებით დაგამარცხათ''- თამარ ჩიბურდანიძე
რუმინეთის პატრიარქი - ილია მეორე იყო ღირსეული პიროვნება, რომელიც სიბრძნით მწყემსავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას
,,პატრიარქმა მან უდიდესი როლი ითამაშა, რომ ერი ეკლესიასთან და ეკლესიაში მიიყვანა''- ჯაბა სამუშია
სრულიად სომეხთა კათოლიკოს, გარეგინ მეორის ადვოკატის ცნობით, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა კათოლიკოსს ილია მეორის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცა
საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას ინგლისის ეკლესიის მღვდელმთავარი დევიდ ჰამიდი დაესწრება
დღეს 15:00 საათიდან თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
უნიკალური პატრიარქი გვყავდა – გავა ძალიან ცოტა დრო და დამერწმუნეთ, ჩვენ ორმაგად, სამმაგად ვიამაყებთ, რომ ვცხოვრობდით მის ეპოქაში -მეუფე ანდრია გვაზავა
გლოვის დღეები რომ დასრულდება, გავაგრძელებთ პატრიარქის სიტყვისამებრ ცხოვრებას რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, არ ვმტრობდეთ?! თუ ამ შესაძლებლობას არ გამოვიყენებთ, შეიძლება დიდი განსაცდელი მოვიდეს -დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:
ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა
,,ილია მე­ო­რე ერ­თა­დერ­თი პი­როვ­ნე­ბა იყო, რო­მე­ლიც ზრუ­ნავ­და დე­მოგ­რა­ფი­ა­ზე, ბავ­შვებ­ზე არა­მარ­ტო სი­ტყვით, არა­მედ საქ­მით'' - გიორგი ანდრიაძე
21 მარტის ამინდის პროგნოზი
მამა საბა ჭიკაიძე - პატრიარქის სურვილი და სანუკვარი ოცნება იყო ერის ერთიანობა, როგორც ტერიტორიული, ისე სულიერი
ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კვიპროსში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტი ანიტა დემეტრიუ ეწვია და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
,,საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება''- შსს