,, მისი მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ''- გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზი
ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, - აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ III-ის მიმართვაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდისადმი.
„ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს ხსოვნაში, როგორც ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოღვაწეობას, სულიერ მეგზურობას და ქართველი ხალხის მუდმივ მსახურებას. მისი მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს.
გამოვხატავ ჩემს გულწრფელ სამძიმარს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებისა და მორწმუნეების, ასევე ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას", - აღნიშნულია ჩარლზ III-ის წერილში.
მსგავსი სიახლეები
მეუფე შიომ მსოფლიო პატრიარქს მიმართა
,, პატრიარქის მთავარი ოცნება იყო ეხილა ქრისტეს ეკლესიაში გამთლიანებული თავისი ერი''- შალვა პაპუაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი: დღეს ყველამ დაინახა, შინ თუ გარეთ, როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს ჩვენზე, ქართველი კაცი არ შეიცვლება
"გამხნევდით, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს... ილია მეორე ცოცხალთა სავანეშია განდიდებული, იმაზე უფრო მეტად ძლიერი, ვიდრე მაშინ, როდესაც ის თქვენს შორის იყო" - მსოფლიო პატრიარქი
,, პატრიარქის სიკვდილით ღვთისმოშიშ ქართველ ერს მოაკლდა სულიერი მამა''- მსოფლიო პატრიარქი
გლოვობს სრულიად საქართველო, ჩვენი ერი და ეკლესია და ამქვეყნიური ცხოვრებიდან აცილებს ჩვენს საყვარელ სულიერ მამასა და წინამძღოლს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო
სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის წესის აგების მსახურება დასრულდა
,, მისი მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ''- გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზი
მსოფლიო პატრიარქი სამების ტაძარში მივიდა
,,ეს საკითხი რომც არ დავაყენოთ სინოდმა, ხალხი გვაიძულებს - დარწმუნებული ვარ, კანონიზაცია მალევე უნდა მოხდეს''- მეუფე ნიკოლოზი
მრევლისთვის სამების საკათედრო ტაძრის კარი გაიღო
ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად, თბილისში სომხეთის პრეზიდენტი ჩამოვიდა
,,ილია მეორის დაკრძალვის დღეს ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო''- თბილისის მერია
,, 09:00-ზე წირვა დაიწყება, 12:00-ზე კი წესის აგება, რომელსაც უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი''- მეუფე ნიკოლოზი
მრევლს სამებაში შესვლა დღესაც შეეძლება
22 მარტს 40 სებასტიანელი მოწამის ხსენების დღეა
22 მარტის ამინდის პროგნოზი
არქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილი: მთელი საქართველო განიცდის, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაზე მტკივნეულად ამას ემიგრანტები განიცდიან
ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად ვატიკანის დელეგაცია ჩამოვიდა
„შეგეძლო, პატრიარქთან მისულიყავი და უშიშრად გეთქვა შენი სატკივარი. მის შენიშვნას ახლდა ზრუნვა“- ათონის მთის იოანე ღვთისმეტყველის სავანის წინამძღვარმა არქიმანდრიტი გრიგოლი