,, პატრიარქის მთავარი ოცნება იყო ეხილა ქრისტეს ეკლესიაში გამთლიანებული თავისი ერი''- შალვა პაპუაშვილი
"მან შეძლო შეუძლებელი - როგორც ქრისტიანმა აღასრულა ქრისტეს რჯული, როგორც ბერმა დაიცვა აღთქმა, როგორც პატრიარქმა ზიდა თავისი ერის უმძიმესი ჯვარი. დასრულდა მისი მიწიერი გზა, მაგრამ დარჩა სიყვარული, მისი სიყვარული ჩვენს მიმართ, რომელიც ამ დღეებში მთელმა ერმა მადლიერებით დავუბრუნეთ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პატრიარქის მთავარი ოცნება იყო ეხილა ქრისტეს ეკლესიაში გამთლიანებული თავისი ერი.
"მან ეს შეძლო. და სწორედ ასე წარსდგა უფლის წინაშე - პირნათელი და მადლმოსილი.
ეს ვართ ჩვენ, მისი თაობა, რომელთაც ვიცხოვრეთ მასთან ერთად, ვიხილეთ იგი, ვიგრძენით მისი მადლი და ვამოწმებთ მის სიდიადეს. მაგრამ მისი ისტორია აქ არ სრულდება.
ჩვენს შემდეგ, გზას ისევ მისი თაობა გააგრძელებს, მისი ნათლულების თაობა, ჩვენი შვილები, რომლებიც მის სახელს, მის კურთხევას და მის მადლს ატარებენ. ასე გასდო მან ხიდი დროთა შორის და შეადუღაბა ჩვენი ერი.
"დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენი. საუკუნოდ იყოს ჩვენი პატრიარქის ხსენება!
მისმა ლოცვამ და მეოხებამ დაიფაროს სრულიად საქართველო!" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც პატრიარქია დასვენებული, ღვთისმსახურება აღასრულა სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.
წირვის დასრულების შემდეგ, კონსტანტინოპოლის-ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოს I, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულეს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურება.
მსგავსი სიახლეები
ბიძინა ივანიშვილი - დღეს ვემშვიდობები ჩვენს სულიერ მამას - დღეს, ყველა ქართველის მსგავსად გულით ვატარებ დიდ ტკივილსა და სიყვარულს, რომელიც ახსნას არ საჭიროებს
ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც ჩვენი დედა ეკლესიის აღორძინების ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი - ირაკლი კობახიძე
,, ილია მეორე, ქართველი ხალხის სულიერი ერთობის სიმბოლოდ იქცა''- ბიძინა ივანიშვილი
,,ერთადერთი, რამაც ეს განცდა შეიძლება შეგვიმსუბუქოს, არის რწმენა იმისა, რომ უწმინდესი ზეციური საქართველოდან ლოცვით გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და დედა ეკლესიას''- პრემიერი
ბიძინა ივანიშვილი - უწმინდესო და უნეტარესო, დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის, ახლაც, როგორც მაშინ, „ეპოქა გათავდა დიდი...“
მსოფლიო პატრიარქი: ნუ მისცემთ მწუხარებას უფლებას რათა დაგძლიოთ. კრძალვით დაიმარხეთ და დაიცავით მისი რჩევები და სწავლებები, სწორედ ეს იქნება მისი საუკეთესო მოსახსენებელი
მეუფე შიომ მსოფლიო პატრიარქს მიმართა
,, პატრიარქის მთავარი ოცნება იყო ეხილა ქრისტეს ეკლესიაში გამთლიანებული თავისი ერი''- შალვა პაპუაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი: დღეს ყველამ დაინახა, შინ თუ გარეთ, როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს ჩვენზე, ქართველი კაცი არ შეიცვლება
"გამხნევდით, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს... ილია მეორე ცოცხალთა სავანეშია განდიდებული, იმაზე უფრო მეტად ძლიერი, ვიდრე მაშინ, როდესაც ის თქვენს შორის იყო" - მსოფლიო პატრიარქი
,, პატრიარქის სიკვდილით ღვთისმოშიშ ქართველ ერს მოაკლდა სულიერი მამა''- მსოფლიო პატრიარქი
გლოვობს სრულიად საქართველო, ჩვენი ერი და ეკლესია და ამქვეყნიური ცხოვრებიდან აცილებს ჩვენს საყვარელ სულიერ მამასა და წინამძღოლს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო
სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის წესის აგების მსახურება დასრულდა
,, მისი მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ''- გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზი
მსოფლიო პატრიარქი სამების ტაძარში მივიდა
,,ეს საკითხი რომც არ დავაყენოთ სინოდმა, ხალხი გვაიძულებს - დარწმუნებული ვარ, კანონიზაცია მალევე უნდა მოხდეს''- მეუფე ნიკოლოზი
მრევლისთვის სამების საკათედრო ტაძრის კარი გაიღო
ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად, თბილისში სომხეთის პრეზიდენტი ჩამოვიდა
,,ილია მეორის დაკრძალვის დღეს ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო''- თბილისის მერია
,, 09:00-ზე წირვა დაიწყება, 12:00-ზე კი წესის აგება, რომელსაც უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი''- მეუფე ნიკოლოზი