,,ერთადერთი, რამაც ეს განცდა შეიძლება შეგვიმსუბუქოს, არის რწმენა იმისა, რომ უწმინდესი ზეციური საქართველოდან ლოცვით გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და დედა ეკლესიას''- პრემიერი

 

ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც ჩვენი დედა ეკლესიის აღორძინების ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი. ასეთ დროს, პატრიარქთან გამომშვიდობებისას შეუძლებელია მთელი სიმძაფრით არ შევიგრძნოთ დიდი ქართველი პოეტის სიტყვები: „წინაპართაგან წავიდა ყველა" და ამ დროს შეუძლებელია, არ დაგეუფლოს დაობლების მძაფრი განცდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამების ტაძარში განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ერთადერთი, რამაც ეს განცდა შეიძლება შეგვიმსუბუქოს, არის რწმენა იმისა, რომ უწმინდესი ზეციური საქართველოდან ლოცვით გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და დედა ეკლესიას.

 

„ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. დღევანდელი დღე არის უდიდესი ტკივილით სავსე თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს დასრულდა დიდი ეპოქა. ვემშვიდობებით ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს, სულიერ მამას, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოსა და დედა ეკლესიის მსახურებას მიუძღვნა. ამასთან ერთად, დღევანდელი დღე არის აღმატებულიც თითოეული მორწმუნე ქართველისთვის. დღევანდელი დღეს განსაკუთრებული სიმძაფრით შეგვიძლია შევიგრძნოთ ჩვენი პატრიარქის სიდიადე და სიამაყით შევახსენოთ ჩვენს თავს, თუ რამდენად დიადია ერი, რომლის წიაღშიც ასეთი მოღვაწე შეიძლება იშვას. უწმინდესისა და უნეტარესის მოღვაწეობის პირველი წლები გასდევდა ქართული კულტურის ოქროს ხანას. იმ ეპოქის ქართველი მოღვაწეები ქმნიდნენ ახალ შემოქმედებით საგანძურს, რითაც ამდიდრებდნენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სულიერებას. უწმინდესმა და უნეტარესმა ამ საქმეს ახალი განზომილება შესძინა და ის ქრისტიანული რწმენის განმტკიცებაში გარდასახა. გასული წლების განმავლობაში ზეციურ საქართველოში გადაინაცვლა მრავალმა მოღვაწემ, მთელმა თაობამ, რომელთაც ქართული კულტურის ოქროს ხანის შექმნაში გამორჩეული წვლილი მიუძღვით. დღეს კი ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც ჩვენი დედა ეკლესიის აღორძინების ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი. ასეთ დროს, პატრიარქთან გამომშვიდობებისას შეუძლებელია მთელი სიმძაფრით არ შევიგრძნოთ დიდი ქართველი პოეტის სიტყვები: „წინაპართაგან წავიდა ყველა" და ამ დროს შეუძლებელია, არ დაგეუფლოს დაობლების მძაფრი განცდა. ერთადერთი, რამაც ეს განცდა შეიძლება შეგვიმსუბუქოს, არის რწმენა იმისა, რომ უწმინდესი რჩება ჩვენთან ერთად და ზეციური საქართველოდან, ლოცვით გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და ჩვენს დედა ეკლესიას. როდესაც ვფიქრობ პატრიარქზე და მის მოღვაწეობაზე, მახსენდება კიდევ ერთი სიტყვები დიდი ქართველი პოეტის იმავე ლექსიდან „გაშალა ველი ნელმა ნიავმა, და მელანდება მე მის წიაღში მოხუცი მამა, მოხუცი მამა სასხლავით ხელში დადის ვენახში". ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება მოხუცი მამის ეს ხატება. ბევრჯერ გაგვახსენდება უწმინდესი და უნეტარესი ილია II, როგორც მოხუცი მამა უვლის მისთვის უძვირფასეს ვენახს, როგორ ევლება თავს დედა ეკლესიას, თავის სამშობლოს და თითოეულ სულიერ შვილს. მადლობა უწმინდესს და უნეტარესს მისი მოღვაწეობისთვის, უდიდესი ღვაწლისთვის და განუზომელი სიყვარულისთვის. ღმერთმა დალოცოს უწმინდესი და უნეტარესის, ილია მეორის სული, ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს ჩვენი დედა ეკლესია და ჩვენი სამშობლო", - განაცხადა პრემიერმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
ბართლომეოს I: ჩვენს გარდაუვალ ვალდებულებად მივიჩნიეთ, მიუხედავად ჩვენგან არც თუ შორს მიმდინარე ომით გამოწვეული სირთულეებისა, პირადად ჩამოვსულიყავით, რათა შეგვეერთებინა ჩვენი ცრემლი ადგილობრივი ეკლესიის შვილთა ცრემლთან
ბიძინა ივანიშვილი - დღეს ვემშვიდობები ჩვენს სულიერ მამას - დღეს, ყველა ქართველის მსგავსად გულით ვატარებ დიდ ტკივილსა და სიყვარულს, რომელიც ახსნას არ საჭიროებს
ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც ჩვენი დედა ეკლესიის აღორძინების ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი - ირაკლი კობახიძე
,, ილია მეორე, ქართველი ხალხის სულიერი ერთობის სიმბოლოდ იქცა''- ბიძინა ივანიშვილი
,,ერთადერთი, რამაც ეს განცდა შეიძლება შეგვიმსუბუქოს, არის რწმენა იმისა, რომ უწმინდესი ზეციური საქართველოდან ლოცვით გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და დედა ეკლესიას''- პრემიერი
ბიძინა ივანიშვილი - უწმინდესო და უნეტარესო, დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის, ახლაც, როგორც მაშინ, „ეპოქა გათავდა დიდი...“
მსოფლიო პატრიარქი: ნუ მისცემთ მწუხარებას უფლებას რათა დაგძლიოთ. კრძალვით დაიმარხეთ და დაიცავით მისი რჩევები და სწავლებები, სწორედ ეს იქნება მისი საუკეთესო მოსახსენებელი
მეუფე შიომ მსოფლიო პატრიარქს მიმართა
,, პატრიარქის მთავარი ოცნება იყო ეხილა ქრისტეს ეკლესიაში გამთლიანებული თავისი ერი''- შალვა პაპუაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი: დღეს ყველამ დაინახა, შინ თუ გარეთ, როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს ჩვენზე, ქართველი კაცი არ შეიცვლება
"გამხნევდით, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს... ილია მეორე ცოცხალთა სავანეშია განდიდებული, იმაზე უფრო მეტად ძლიერი, ვიდრე მაშინ, როდესაც ის თქვენს შორის იყო" - მსოფლიო პატრიარქი
,, პატრიარქის სიკვდილით ღვთისმოშიშ ქართველ ერს მოაკლდა სულიერი მამა''- მსოფლიო პატრიარქი
გლოვობს სრულიად საქართველო, ჩვენი ერი და ეკლესია და ამქვეყნიური ცხოვრებიდან აცილებს ჩვენს საყვარელ სულიერ მამასა და წინამძღოლს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო
სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის წესის აგების მსახურება დასრულდა
,, მისი მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ''- გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზი
მსოფლიო პატრიარქი სამების ტაძარში მივიდა
,,ეს საკითხი რომც არ დავაყენოთ სინოდმა, ხალხი გვაიძულებს - დარწმუნებული ვარ, კანონიზაცია მალევე უნდა მოხდეს''- მეუფე ნიკოლოზი
მრევლისთვის სამების საკათედრო ტაძრის კარი გაიღო
ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად, თბილისში სომხეთის პრეზიდენტი ჩამოვიდა
,,ილია მეორის დაკრძალვის დღეს ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო''- თბილისის მერია