"შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობას ყველაფრისთვის, რაშიც გული ვატკინეთ, რაც ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც მას სურდა" - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო
"დადგა წუთები, როდესაც ჩვენ სიონის წმინდა ტაძრის ძვალთშესალაგს უნდა მივაბაროთ ჩვენი ძვირფასი, სულიერი წინამძღოლის, მამის, კათოლიკოს პატრიარქ ილიას ნეშტი", - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ მას შემდეგ განაცხადა, რაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ცხედარი სიონის საკათედრო ტაძარში დაასვენეს.
მეუფე შიომ, ყურადღება გაამახვილა პატრიარქის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე, იმ ტაძრისადმი, რომელშიც თავის საპატრიარქო მოღვაძეობა დაიწყო და სადაც მისი სამუდამო განსასვენებელი იქნება.
"ყოვლად სამღვდელონო, მღვდელმთავარნო, ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, დადგა წუთები, როდესაც ჩვენ სიონის წმინდა ტაძრის ძვალთშესალაგს უნდა მივაბაროთ ჩვენი ძვირფასი, სულიერი წინამძღოლის, მამის, კათოლიკოს პატრიარქ ილიას ნეშტი.
განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ამ ტაძრისადმი, აქ დაიწყო მისი 49 წლიანი საპატრიარქო მოწამებრივი სამოციქულო ღვაწლი და გზა. სწორედ ამ ტაძარში ჩაისახა მთავარი იდეა, რომელსაც ხორცი შეასხა შემდგომ მისმა უდიდებულესობამ და უნეტარესობამ, რამაც დიდი სიკეთე მოუტანა ჩვენს ქვეყანას და ეკლესიას. იმ სიწმინდეთა შორის, რომელთა მადლი მუდამ სდევდა მისი უდიდებულესობის მოღვაწეობას და იმ წინდათა შორის, იმ პატრიარქთა შორის, რომლებიც წმინდანად შეირაცხნენ მისი ინიციატივითა და ღვაწლით. ამ ყველაფერმა განაპირობა მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება სიონის საკათედრო ტაძრის, საპატრიარქოსადმი, რაც გამოვლინდა იმაში, რომ მან ინება დაკრძალულიყო სწორედ ამ წმინდა ტაძარში.
დღეს ჩვენი გულები სავსეა ემოციით, გრძნობებით, სიტყვებით, ყველას გვინდა რაღაც ვთქვათ, ბოლოს გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული, ერთგულება, მადლიერება და ალბათ, კიდევ ერთი რამე, რაც უნდა თქვათ - შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ყველაფრისთვის, რაც ვერ შევასრულეთ ისე, როგორც მას სურდა და ის გვაკურთხებდა", - განაცხადა მეუფე შიომ.
მსგავსი სიახლეები
მიტროპოლიტი ანანია: პატრიარქი იყო კლდე, უმტკიცესი საყრდენი, რომელზეც მან თვით ააგო თანამედროვე საქართველოს ეკლესია
პატრიარქო, გვიყვარხარ! - კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს
წმინდა სინოდმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, გარდაცვალების შემდეგ, განსაკუთრებული ღვაწლისთვის წმინდა კვართის ორდენით დააჯილდოვა
"შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობას ყველაფრისთვის, რაშიც გული ვატკინეთ, რაც ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც მას სურდა" - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო
მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო ქედს იხრის თავისი პატრიარქის უკვდავი სულის წინაშე, თქვენ გვასწავლეთ, რომ ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამსაც კი, გამოსავალი უფლის რწმენასა და ერთმანეთის სიყვარულშია
ბართლომეოს I: ჩვენს გარდაუვალ ვალდებულებად მივიჩნიეთ, მიუხედავად ჩვენგან არც თუ შორს მიმდინარე ომით გამოწვეული სირთულეებისა, პირადად ჩამოვსულიყავით, რათა შეგვეერთებინა ჩვენი ცრემლი ადგილობრივი ეკლესიის შვილთა ცრემლთან
ბიძინა ივანიშვილი - დღეს ვემშვიდობები ჩვენს სულიერ მამას - დღეს, ყველა ქართველის მსგავსად გულით ვატარებ დიდ ტკივილსა და სიყვარულს, რომელიც ახსნას არ საჭიროებს
ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც ჩვენი დედა ეკლესიის აღორძინების ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი - ირაკლი კობახიძე
,, ილია მეორე, ქართველი ხალხის სულიერი ერთობის სიმბოლოდ იქცა''- ბიძინა ივანიშვილი
,,ერთადერთი, რამაც ეს განცდა შეიძლება შეგვიმსუბუქოს, არის რწმენა იმისა, რომ უწმინდესი ზეციური საქართველოდან ლოცვით გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და დედა ეკლესიას''- პრემიერი
ბიძინა ივანიშვილი - უწმინდესო და უნეტარესო, დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის, ახლაც, როგორც მაშინ, „ეპოქა გათავდა დიდი...“
მსოფლიო პატრიარქი: ნუ მისცემთ მწუხარებას უფლებას რათა დაგძლიოთ. კრძალვით დაიმარხეთ და დაიცავით მისი რჩევები და სწავლებები, სწორედ ეს იქნება მისი საუკეთესო მოსახსენებელი
მეუფე შიომ მსოფლიო პატრიარქს მიმართა
,, პატრიარქის მთავარი ოცნება იყო ეხილა ქრისტეს ეკლესიაში გამთლიანებული თავისი ერი''- შალვა პაპუაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი: დღეს ყველამ დაინახა, შინ თუ გარეთ, როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს ჩვენზე, ქართველი კაცი არ შეიცვლება
"გამხნევდით, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს... ილია მეორე ცოცხალთა სავანეშია განდიდებული, იმაზე უფრო მეტად ძლიერი, ვიდრე მაშინ, როდესაც ის თქვენს შორის იყო" - მსოფლიო პატრიარქი
,, პატრიარქის სიკვდილით ღვთისმოშიშ ქართველ ერს მოაკლდა სულიერი მამა''- მსოფლიო პატრიარქი
გლოვობს სრულიად საქართველო, ჩვენი ერი და ეკლესია და ამქვეყნიური ცხოვრებიდან აცილებს ჩვენს საყვარელ სულიერ მამასა და წინამძღოლს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო
სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის წესის აგების მსახურება დასრულდა
,, მისი მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ''- გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზი