პატრიარქო, გვიყვარხარ! - კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.

პატრიარქის სურვილის მიხედვით, სწორედ სიონის ტაძარი არის მისი სამუდამო განსასვენებელი, რომელიც მომზადდა ტაძრის ჩრდილოეთით, იქ, სადაც ერის უდიდესი სიწმინდეები - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატი და წმინდა ნინოს ჯვარია დაბრძანებული.

უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა. მისი სასულიერო გზა გასული საუკუნის 50-იან წლებში მოსკოვის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში დაიწყო, სადაც მან განათლება მიიღო. აკადემიაში სწავლის პირველსავე წელს ირაკლი შიოლაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, უარი ეთქვა საერო ცხოვრებაზე და ბერად აღკვეცილიყო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მან მსახურება ჯერ მცხეთის, შემდეგ კი ბათუმის საკათედრო ტაძარში დაიწყო. მალევე, 1963 წელს, პატრიარქ ეფრემ II-მ ის შემოქმედელ ეპისკოპოსად აკურთხა. ილია მეორე დაინიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

1967 წელს ის გადაიყვანეს აფხაზეთის ეპარქიაში, სადაც მან 11 წელი გაატარა. ილია მეორე ქვეყნის პატრიარქად 1977 წელს აირჩიეს. პატრიარქად კურთხევის შემდეგ ილია მეორე მთელი საქართველოსთვის საყრდენი ძალა გახდა. ის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეში 49 წელი იყო. პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. დღეისთვის კი ქვეყანაში 46 ეპარქია, 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 ათასამდე სასულიერო პირია.

სწორედ ილია მეორის ძალისხმევით მსოფლიო საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო და დაადასტურა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია. მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს. სწორედ მისი პატრიარქობის დროდ გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.

ოთხ იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 93 წელი შეუსრულდა. პატრიარქობის 49 წლის განმავლობაში, ილია მეორე ყოველთვის იდგა ხალხის გვერდით ქვეყნისთვის ყველაზე რთულ მომენტებში - 9 აპრილს, სამოქალაქო ომის დროს თუ აგვისტოს ომის დღეებში. ის გახდა მორალური ორიენტირი, რომელმაც შეძლო ერის გაერთიანება სულიერი ღირებულებების გარშემო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 





მსგავსი სიახლეები
მიტროპოლიტი ანანია: პატრიარქი იყო კლდე, უმტკიცესი საყრდენი, რომელზეც მან თვით ააგო თანამედროვე საქართველოს ეკლესია
პატრიარქო, გვიყვარხარ! - კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს
წმინდა სინოდმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, გარდაცვალების შემდეგ, განსაკუთრებული ღვაწლისთვის წმინდა კვართის ორდენით დააჯილდოვა
"შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობას ყველაფრისთვის, რაშიც გული ვატკინეთ, რაც ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც მას სურდა" - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო
მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო ქედს იხრის თავისი პატრიარქის უკვდავი სულის წინაშე, თქვენ გვასწავლეთ, რომ ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამსაც კი, გამოსავალი უფლის რწმენასა და ერთმანეთის სიყვარულშია
ბართლომეოს I: ჩვენს გარდაუვალ ვალდებულებად მივიჩნიეთ, მიუხედავად ჩვენგან არც თუ შორს მიმდინარე ომით გამოწვეული სირთულეებისა, პირადად ჩამოვსულიყავით, რათა შეგვეერთებინა ჩვენი ცრემლი ადგილობრივი ეკლესიის შვილთა ცრემლთან
ბიძინა ივანიშვილი - დღეს ვემშვიდობები ჩვენს სულიერ მამას - დღეს, ყველა ქართველის მსგავსად გულით ვატარებ დიდ ტკივილსა და სიყვარულს, რომელიც ახსნას არ საჭიროებს
ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც ჩვენი დედა ეკლესიის აღორძინების ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი - ირაკლი კობახიძე
,, ილია მეორე, ქართველი ხალხის სულიერი ერთობის სიმბოლოდ იქცა''- ბიძინა ივანიშვილი
,,ერთადერთი, რამაც ეს განცდა შეიძლება შეგვიმსუბუქოს, არის რწმენა იმისა, რომ უწმინდესი ზეციური საქართველოდან ლოცვით გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და დედა ეკლესიას''- პრემიერი
ბიძინა ივანიშვილი - უწმინდესო და უნეტარესო, დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის, ახლაც, როგორც მაშინ, „ეპოქა გათავდა დიდი...“
მსოფლიო პატრიარქი: ნუ მისცემთ მწუხარებას უფლებას რათა დაგძლიოთ. კრძალვით დაიმარხეთ და დაიცავით მისი რჩევები და სწავლებები, სწორედ ეს იქნება მისი საუკეთესო მოსახსენებელი
მეუფე შიომ მსოფლიო პატრიარქს მიმართა
,, პატრიარქის მთავარი ოცნება იყო ეხილა ქრისტეს ეკლესიაში გამთლიანებული თავისი ერი''- შალვა პაპუაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი: დღეს ყველამ დაინახა, შინ თუ გარეთ, როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს ჩვენზე, ქართველი კაცი არ შეიცვლება
"გამხნევდით, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს... ილია მეორე ცოცხალთა სავანეშია განდიდებული, იმაზე უფრო მეტად ძლიერი, ვიდრე მაშინ, როდესაც ის თქვენს შორის იყო" - მსოფლიო პატრიარქი
,, პატრიარქის სიკვდილით ღვთისმოშიშ ქართველ ერს მოაკლდა სულიერი მამა''- მსოფლიო პატრიარქი
გლოვობს სრულიად საქართველო, ჩვენი ერი და ეკლესია და ამქვეყნიური ცხოვრებიდან აცილებს ჩვენს საყვარელ სულიერ მამასა და წინამძღოლს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო
სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის წესის აგების მსახურება დასრულდა
,, მისი მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ''- გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზი