,,კათოლიკოს-პატრიარქმა ლოცვა ასწავლა ლოცვა მივიწყებულ ქართველ ხალხს''- დავით ქართველიშვილი

 

„კათოლიკოს-პატრიარქმა ლოცვა ასწავლა ლოცვა მივიწყებულ ქართველ ხალხს," - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის" წევრმა დავით ქართველიშვილმა. მისი თქმით, პატრიარქმა შექმნა არქიტექტურა სულიერების, რომელმაც დღევანდელობამდეც მოგვიყვანა და ამ მემკვიდრეობამ 21-ე საუკუნეში საქართველოს გადარჩენასაც უნდა შეუწყოს ხელი.

„ორმაგი გრძნობა მეუფლება ამ დღეებში - წუხილის, სევდის და ამავდროულად დიდი სიხარულის და სიამაყის შეგრძნების იმიტომ რომ, ერთხელ დაიბადე ადამიანი ამ წუთისოფელში და მისი უწმინდესობის ეპოქაში მოგავლინა უფალმა, გაგაძლიერა, მოგქცა ნუგეში, გადაგალახვინა უმძიმესი და არაერთი ცხოვრებისეული განსაცდელი და ყოველი ამ განსაცდელის გადალახვის შემდეგ უფრო ძლიერი გაგხადა. ილია მეორის მოღვაწეობა 100 წლიან პერიოდში რომ განვიხილოთ, ამ პერიოდს თამამად გავყოფდი ორ ნაწილად: პირველი ორმოცდაათი წელი ეს იყო ათეისტურ საქართველოში ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიური ცხოვრების ელემენტების შენარჩუნების ეპოქა. საქართველო იმ პერიოდში წააგავდა კანდელს, რომლის ფითილი კი ანათებდა, მაგრამ უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს ყოველ სახელოვან წინამორბედს უნდა ეზრუნა იმისთვის, რომ ამ კანდელს არ დაკლებოდა ზეთი, რომ ფითილი არ ჩამქრალიყო.

აი, ასეთ მდგომარეობაში ჩაიბარა ილია მეორემ საქართველო და წერტილი დაუსვა იმ ეპოქის ნაწილს, რომელსაც ჰქვია შენარჩუნების ხანა. ამის შემდეგ დაიწყო აღორძინების ხანა. იმ კანდელიდან პატრიარქმა დაანთო უამრავი კელაპტარი. 46 მოქმედი ეკლესია ჩაიბარა, 10 მოქმედი მღვდელ-მთავარი და დღეს საქართველოს დაუტოვა 3 ათასზე მეტი მღვდელმსახური, 1600 მეტი მოქმედი ეკლესია-მონასტერი, 49 ეპარქია, საიდანაც 6 ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის დაფუძნებული. კათოლიკოს-პატრიარქმა ლოცვა ასწავლა ლოცვა მივიწყებულ ქართველ ხალხს. მან შექმნა სრულიად საქრისტიანოში და მართმადიდებელ სამყაროში უნიკალური და უპრეცედენტო პრაქტიკა, როდესაც შვიდგზის ლოცვის წესი შემოიღო, იმ დანატოვარის თანახმად, რომელიც შემოგვინახა დავით მეფემ 118-ე ფსალმუნში. მთელი საქართველო გაერთიანდა და ერთიდაიმავე დროს ერთხმად ვლოცულობთ უფლისა და ზეციური დასის თვალსაჩინო წარმომადგენლების სახელზე. ამ ყველაფრით კი პატრიარქმა შექმნა „კარკასი", არქიტექტურა სულიერების, რომელმაც დღევანდელობამდეც მოგვიყვანა და ამ მემკვიდრეობამ ზოგადად 21-ე საუკუნეში საქართველოს გადარჩენას უნდა შეუწყოს ხელი," - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.  

 

 





მსგავსი სიახლეები
არაფრით არ ჩაჯდა იმ დაჯავშნილ მანქანაში - მამა შალვა ილია მეორესთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს
მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა: შინდისში დაღუპული ბიჭების გამოსვენება იყო პატრიარქის ინიციატივა
სავალან მირზოევი: ქართველი ხალხის მწუხარება, აზერბაიჯანელებმა საკუთარ ტკივილად მიიღეს
"რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ადამიანი მივიდეს და შეეხოს საფლავს" - დეკანოზი ილია ნემსაძე
,,კათოლიკოს-პატრიარქმა ლოცვა ასწავლა ლოცვა მივიწყებულ ქართველ ხალხს''- დავით ქართველიშვილი
მიტროპოლიტი ანანია: პატრიარქი იყო კლდე, უმტკიცესი საყრდენი, რომელზეც მან თვით ააგო თანამედროვე საქართველოს ეკლესია
პატრიარქო, გვიყვარხარ! - კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს
წმინდა სინოდმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, გარდაცვალების შემდეგ, განსაკუთრებული ღვაწლისთვის წმინდა კვართის ორდენით დააჯილდოვა
"შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობას ყველაფრისთვის, რაშიც გული ვატკინეთ, რაც ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც მას სურდა" - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო
მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო ქედს იხრის თავისი პატრიარქის უკვდავი სულის წინაშე, თქვენ გვასწავლეთ, რომ ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამსაც კი, გამოსავალი უფლის რწმენასა და ერთმანეთის სიყვარულშია
ბართლომეოს I: ჩვენს გარდაუვალ ვალდებულებად მივიჩნიეთ, მიუხედავად ჩვენგან არც თუ შორს მიმდინარე ომით გამოწვეული სირთულეებისა, პირადად ჩამოვსულიყავით, რათა შეგვეერთებინა ჩვენი ცრემლი ადგილობრივი ეკლესიის შვილთა ცრემლთან
ბიძინა ივანიშვილი - დღეს ვემშვიდობები ჩვენს სულიერ მამას - დღეს, ყველა ქართველის მსგავსად გულით ვატარებ დიდ ტკივილსა და სიყვარულს, რომელიც ახსნას არ საჭიროებს
ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც ჩვენი დედა ეკლესიის აღორძინების ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი - ირაკლი კობახიძე
,, ილია მეორე, ქართველი ხალხის სულიერი ერთობის სიმბოლოდ იქცა''- ბიძინა ივანიშვილი
,,ერთადერთი, რამაც ეს განცდა შეიძლება შეგვიმსუბუქოს, არის რწმენა იმისა, რომ უწმინდესი ზეციური საქართველოდან ლოცვით გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და დედა ეკლესიას''- პრემიერი
ბიძინა ივანიშვილი - უწმინდესო და უნეტარესო, დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის, ახლაც, როგორც მაშინ, „ეპოქა გათავდა დიდი...“
მსოფლიო პატრიარქი: ნუ მისცემთ მწუხარებას უფლებას რათა დაგძლიოთ. კრძალვით დაიმარხეთ და დაიცავით მისი რჩევები და სწავლებები, სწორედ ეს იქნება მისი საუკეთესო მოსახსენებელი
მეუფე შიომ მსოფლიო პატრიარქს მიმართა
,, პატრიარქის მთავარი ოცნება იყო ეხილა ქრისტეს ეკლესიაში გამთლიანებული თავისი ერი''- შალვა პაპუაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი: დღეს ყველამ დაინახა, შინ თუ გარეთ, როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს ჩვენზე, ქართველი კაცი არ შეიცვლება