სავალან მირზოევი: ქართველი ხალხის მწუხარება, აზერბაიჯანელებმა საკუთარ ტკივილად მიიღეს
"საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანულმა საზოგადოებამ წელს კიდევ ერთხელ აჩვენა მაღალი ერთგულება მორალური ღირებულებებისადმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ნოვრუზის დღესასწაულის ღონისძიებების გაუქმება, აზერბაიჯანელებმა ღრმა, სულიერი გაგებითა და პატივისცემით მიიღეს", - წერს საქართველოს პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, რამაზანის ტრადიციული დღესასწაულის ღონისძიებების გაუქმება იყო არა მხოლოდ ერთ დღესასწაულზე უარის თქმა, არამედ მეგობარი ხალხის ტკივილის გაზიარების, ადამიანური და მორალური ვალის მოხდის მაგალითი. დეპუტატი ამ პატივისცემისთვის, საქართველოში მცხოვრებ ყველა აზერბაიჯანელს, დიდ მადლობას უხდის.
"ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ფორმალური ნაბიჯი არ ყოფილა, არამედ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული მეგობრობის, ძმობისა და ურთიერთპატივისცემის ნათელი მაგალითი გახლავთ. ამ რთულ დღეებში, ქართველი ხალხის მწუხარება, აზერბაიჯანელებმა საკუთარ ტკივილად მიიღეს, სოლიდარობა გამოხატეს და კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ამ მიწაზე მცხოვრები ხალხების გამაერთიანებელი ღირებულებები ძალიან მტკიცეა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ილია II ყოველთვის დიდ პატივსა და ზრუნვას იჩენდა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების მიმართ. მის გამოსვლებსა და საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა სხვადასხვა ერებს შორის მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის იდეებს.
აზერბაიჯანული საზოგადოების მიმართ გამოვლენილი ყურადღება და მათი უფლებებისა და ღირებულებების მიმართ გამოჩენილი პატივისცემა, დღესაც მადლიერებით იხსენიება. უფრო მეტიც, ყოველწლიურად, დიდი აღტაცებითა და პომპეზურობით აღნიშნული რამაზანის ტრადიციული დღესასწაულის ღონისძიებების გაუქმებაც, ამ პატივისცემისა და მორალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ უმაღლეს გამოხატულებად დარჩა. ეს იყო არა მხოლოდ ერთ დღესასწაულზე უარის თქმა, არამედ მეგობარი ხალხის ტკივილის გაზიარების, ადამიანური და მორალური ვალის მოხდის მაგალითი. გამოხატული ამ მაღალი პატივისა და პატივისცემისთვის, საქართველოში მცხოვრებ ყველა აზერბაიჯანელს, დიდ მადლობას ვუხდი. ეს ქცევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს როგორც ადამიანურობის, ისე ერებს შორის მტკიცე კავშირების შენარჩუნების თვალსაზრისით. დასასრულ, მიუხედავად ამ სევდიანი დღეებისა, ჩვენს ხალხს, გულითადად ვულოცავ ნოვრუზის დღესასწაულს. დაე, ნოვრუზმა თითოეულ ოჯახში მოიტანოს მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და სიუხვე", - წერს მირზოევი.
მსგავსი სიახლეები
23 მარტის ამინდის პროგნოზი
არაფრით არ ჩაჯდა იმ დაჯავშნილ მანქანაში - მამა შალვა ილია მეორესთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს
მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა: შინდისში დაღუპული ბიჭების გამოსვენება იყო პატრიარქის ინიციატივა
სავალან მირზოევი: ქართველი ხალხის მწუხარება, აზერბაიჯანელებმა საკუთარ ტკივილად მიიღეს
"რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ადამიანი მივიდეს და შეეხოს საფლავს" - დეკანოზი ილია ნემსაძე
,,კათოლიკოს-პატრიარქმა ლოცვა ასწავლა ლოცვა მივიწყებულ ქართველ ხალხს''- დავით ქართველიშვილი
მიტროპოლიტი ანანია: პატრიარქი იყო კლდე, უმტკიცესი საყრდენი, რომელზეც მან თვით ააგო თანამედროვე საქართველოს ეკლესია
პატრიარქო, გვიყვარხარ! - კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს
წმინდა სინოდმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, გარდაცვალების შემდეგ, განსაკუთრებული ღვაწლისთვის წმინდა კვართის ორდენით დააჯილდოვა
"შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობას ყველაფრისთვის, რაშიც გული ვატკინეთ, რაც ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც მას სურდა" - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო
მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო ქედს იხრის თავისი პატრიარქის უკვდავი სულის წინაშე, თქვენ გვასწავლეთ, რომ ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამსაც კი, გამოსავალი უფლის რწმენასა და ერთმანეთის სიყვარულშია
ბართლომეოს I: ჩვენს გარდაუვალ ვალდებულებად მივიჩნიეთ, მიუხედავად ჩვენგან არც თუ შორს მიმდინარე ომით გამოწვეული სირთულეებისა, პირადად ჩამოვსულიყავით, რათა შეგვეერთებინა ჩვენი ცრემლი ადგილობრივი ეკლესიის შვილთა ცრემლთან
ბიძინა ივანიშვილი - დღეს ვემშვიდობები ჩვენს სულიერ მამას - დღეს, ყველა ქართველის მსგავსად გულით ვატარებ დიდ ტკივილსა და სიყვარულს, რომელიც ახსნას არ საჭიროებს
ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც ჩვენი დედა ეკლესიის აღორძინების ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი - ირაკლი კობახიძე
,, ილია მეორე, ქართველი ხალხის სულიერი ერთობის სიმბოლოდ იქცა''- ბიძინა ივანიშვილი
,,ერთადერთი, რამაც ეს განცდა შეიძლება შეგვიმსუბუქოს, არის რწმენა იმისა, რომ უწმინდესი ზეციური საქართველოდან ლოცვით გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და დედა ეკლესიას''- პრემიერი
ბიძინა ივანიშვილი - უწმინდესო და უნეტარესო, დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის, ახლაც, როგორც მაშინ, „ეპოქა გათავდა დიდი...“
მსოფლიო პატრიარქი: ნუ მისცემთ მწუხარებას უფლებას რათა დაგძლიოთ. კრძალვით დაიმარხეთ და დაიცავით მისი რჩევები და სწავლებები, სწორედ ეს იქნება მისი საუკეთესო მოსახსენებელი
მეუფე შიომ მსოფლიო პატრიარქს მიმართა
,, პატრიარქის მთავარი ოცნება იყო ეხილა ქრისტეს ეკლესიაში გამთლიანებული თავისი ერი''- შალვა პაპუაშვილი