როგორ ვუმკურნალოთ სწორად ფრჩხილის სოკოს და რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ

გაზაფხულის თბილი დღეების დადგომასთან ერთად, ჩვენი გარდერობიც ნელ-ნელა იცვლება. სქელ პალტოებს მსუბუქი სამოსი ანაცვლებს, ხოლო დახურულ და მძიმე ფეხსაცმელს, ღია ფეხსაცმელი. ეს ის პერიოდია, როდესაც ყველას გვინდა თავი თავისუფლად, მსუბუქად და რაც მთავარია, თავდაჯერებულად ვიგრძნოთ. 

თუმცა, ბევრისთვის ეს გარდამავალი პერიოდი ფარულ შფოთვასთანაც არის დაკავშირებული.  როდესაც ღია ფეხსაცმლის სეზონი ახლოვდება და წინ აუზებისა და ზღვის პერიოდიც გველოდება, ფეხების ჯანმრთელობასა და იერსახეს ბევრად მეტ ყურადღებას ვაქცევთ. დახურულ ფეხსაცმელში გატარებული თვეების შემდეგ ხშირად სწორედ გაზაფხულზე ვამჩნევთ იმ ცვლილებებს, რომლებიც ადრე ნაკლებად შესამჩნევი იყო. ფრჩხილის ფერის შეცვლა, მისი სტრუქტურის დარღვევა, სისქის მატება ან კანის უსიამოვნო სიმშრალე, ეს ის ნიშნებია, რომლებიც შესაძლოა ფრჩხილის სოკოვან ინფექციაზე ე.წ ონიქომიკოზზე მიუთითებდეს.

ონიქომიკოზი მხოლოდ ესთეტიკური დისკომფორტით არ შემოიფარგლება. დროთა განმავლობაში ინფექცია შესაძლოა პროგრესირდეს, გავრცელდეს სხვა ფრჩხილებზეც და მკურნალობაც უფრო ხანგრძლივი გახდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ნიშნების შემჩნევისთანავე დროულად მივაქციოთ ყურადღება და შესაბამისი ზომები მივიღოთ, რათა ფეხების ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ და ზაფხულის სეზონს მშვიდად და თავდაჯერებულად შევხვდეთ.

აქვე უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ფრჩხილის სოკოს მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია. ფრჩხილი ნელა იზრდება, ამიტომ ინფექციის სრულად აღმოსაფხვრელად და ჯანსაღი ფრჩხილის ეტაპობრივად ამოსვლამდე, ხშირად, რამდენიმე თვეა საჭირო. თუ ფრჩხილზე უკვე შეამჩნიეთ ფერის ცვლილება, სისქის მატება, მტვრევადობა ან სხვა მსგავსი ნიშნები, უმჯობესია დროულად დაიწყოთ პრობლემის მოგვარება.

ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორად შერჩეეულ მკურნალობასთან ერთად, მოვუაროთ ფეხებს და ყოველდღიურობაში რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია გავითვალისწინოთ. 

პირველ რიგში, აუცილებელია ფეხების სისუფთავისა და სიმშრალის დაცვა, რადგან ტენიანი გარემო სოკოვანი ინფექციის გავრცელებისთვის ხელსაყრელია. რეკომენდებულია ფეხების რეგულარულად დაბანა და კარგად გამშრალება, განსაკუთრებით თითებს შორის არეში. ამასთან, მნიშვნელოვანია, შევარჩიოთ კომფორტული და ჰაერგამტარი ფეხსაცმელი, რათა თავიდან ავირიდოთ ზედმეტი ტენიანობის დაგროვება.

ფრჩხილების სწორ მოვლასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რეგულარული და სუფთა ინსტრუმენტებით დამუშავება ხელს უწყობს როგორც პრევენციას, ისე არსებული პრობლემის კონტროლს.

ამ რეკომენდაციებთან ერთად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ მკურნალობას. ფრჩხილის სოკოვანი ინფექციის შემთხვევაში მნიშვნელოვანია ისეთი საშუალების გამოყენება, რომელიც უშუალოდ მოქმედებს ინფექციის კერაზე და აღწევს ფრჩხილის სტრუქტურაში, სადაც სოკო ვითარდება. 

ადგილობრივი ანტიფუნგალური საშუალებები ამ მხრივ ერთ-ერთ ეფექტურ გამოსავლად მიიჩნევა, რადგან ისინი პირდაპირ დაზიანებულ უბანზე მოქმედებენ და ხელს უწყობენ ინფექციის გავრცელების შეჩერებას. ამავდროულად, მათი გამოყენება მარტივია და შესაძლებელია ყოველდღიური რუტინაში ჩართვა. სწორედ ასეთი საშუალებაა სტიბერილი, აქტიური ნივთიერება ნაფტიფინი, რომლის სამმაგი მოქმედებით, სტიბერილი არა მხოლოდ ანადგურებს სოკოს, არამედ გააჩნია ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. შესაბამისად, ისეთი დისკომფორტი როგორიცაა: ქავილი, სიწითლე და წვის შეგრძნეება სწრაფად მცირდება.

 

გარდა ამისა, სტიბერილის ხსნარს აქვს მაღალი შეღწევადობის უნარი. ფრჩხილის ზედაპირზე დაწვეთებისთანავე იგი აღწევს მის ყველაზე ღრმა შრეებში, იქ, სადაც ინფექციაა ფესვგადგმული. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონიქომიკოზის დროს, რადგან სოკო ხშირად ფრჩხილის ფირფიტის ქვეშ იმალება. სტიბერილის გამოყენება, ასევე მარტივია, სპეციალური საწვეთურის დახმარებით, ხსნარი დაზიანებულ ფრჩხილზე დღეში ორჯერ, დილით და საღამოს უნდა დაიტანოთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფრჩხილის სოკოს მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი და პრაქტიკული არჩევანი. სტიბერილი ამ მხრივ ხელსაყრელია, მით უმეტეს, რომ PSP-ში მოქმედებს 1+1 აქცია. გახსოვდეთ, რომ სრულყოფილი შედეგისთვის და რეციდივების თავიდან ასაცილებლად, მკურნალობის გაგრძელება სიმპტომების გაქრობიდან მომდევნო 2 კვირის განმავლობაშია რეკომენდებული.

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

 

(R)





მსგავსი სიახლეები
როგორ ვუმკურნალოთ სწორად ფრჩხილის სოკოს და რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე "ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები"
23 მარტის ამინდის პროგნოზი
არაფრით არ ჩაჯდა იმ დაჯავშნილ მანქანაში - მამა შალვა ილია მეორესთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს
მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა: შინდისში დაღუპული ბიჭების გამოსვენება იყო პატრიარქის ინიციატივა
სავალან მირზოევი: ქართველი ხალხის მწუხარება, აზერბაიჯანელებმა საკუთარ ტკივილად მიიღეს
"რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ადამიანი მივიდეს და შეეხოს საფლავს" - დეკანოზი ილია ნემსაძე
,,კათოლიკოს-პატრიარქმა ლოცვა ასწავლა ლოცვა მივიწყებულ ქართველ ხალხს''- დავით ქართველიშვილი
მიტროპოლიტი ანანია: პატრიარქი იყო კლდე, უმტკიცესი საყრდენი, რომელზეც მან თვით ააგო თანამედროვე საქართველოს ეკლესია
პატრიარქო, გვიყვარხარ! - კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს
წმინდა სინოდმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, გარდაცვალების შემდეგ, განსაკუთრებული ღვაწლისთვის წმინდა კვართის ორდენით დააჯილდოვა
"შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობას ყველაფრისთვის, რაშიც გული ვატკინეთ, რაც ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც მას სურდა" - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო
მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო ქედს იხრის თავისი პატრიარქის უკვდავი სულის წინაშე, თქვენ გვასწავლეთ, რომ ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამსაც კი, გამოსავალი უფლის რწმენასა და ერთმანეთის სიყვარულშია
ბართლომეოს I: ჩვენს გარდაუვალ ვალდებულებად მივიჩნიეთ, მიუხედავად ჩვენგან არც თუ შორს მიმდინარე ომით გამოწვეული სირთულეებისა, პირადად ჩამოვსულიყავით, რათა შეგვეერთებინა ჩვენი ცრემლი ადგილობრივი ეკლესიის შვილთა ცრემლთან
ბიძინა ივანიშვილი - დღეს ვემშვიდობები ჩვენს სულიერ მამას - დღეს, ყველა ქართველის მსგავსად გულით ვატარებ დიდ ტკივილსა და სიყვარულს, რომელიც ახსნას არ საჭიროებს
ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც ჩვენი დედა ეკლესიის აღორძინების ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი - ირაკლი კობახიძე
,, ილია მეორე, ქართველი ხალხის სულიერი ერთობის სიმბოლოდ იქცა''- ბიძინა ივანიშვილი
,,ერთადერთი, რამაც ეს განცდა შეიძლება შეგვიმსუბუქოს, არის რწმენა იმისა, რომ უწმინდესი ზეციური საქართველოდან ლოცვით გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და დედა ეკლესიას''- პრემიერი
ბიძინა ივანიშვილი - უწმინდესო და უნეტარესო, დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის, ახლაც, როგორც მაშინ, „ეპოქა გათავდა დიდი...“
მსოფლიო პატრიარქი: ნუ მისცემთ მწუხარებას უფლებას რათა დაგძლიოთ. კრძალვით დაიმარხეთ და დაიცავით მისი რჩევები და სწავლებები, სწორედ ეს იქნება მისი საუკეთესო მოსახსენებელი