პატრიარქის მიმართ პატივისცემა, სიყვარული მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოხატა, ეს იყო ქართული საზოგადოების დამოკიდებულების მანიფესტაცია საკუთარი ეკლესიისა და ისტორიის მიმართ -გია ვოლსკი
ამ დღეებმა აჩვენა, რომ პატრიარქის მიმართ პატივისცემა, სიყვარული, ადამიანური დამოკიდებულება და დიდი სიმპათია მილიონზე გაცილებით მეტმა ადამიანმა გამოხატა. არა მხოლოდ ქრისტიანებმა, არამედ სხვა კონფესიის წარმომადგენლებმაც. ბევრი ხალხი ჩამოვიდა და მწუხარება გაიზიარეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, „ეს იყო ქართული საზოგადოების დამოკიდებულების მანიფესტაცია საკუთარი ეკლესიისა და ისტორიის მიმართ".
„ეს იყო იმ დიდი ინტელექტის მანიფესტაცია, რომელიც ჩვენს ხალხს ისტორიული მემკვიდრეობით აქვს. ასევე, დამოკიდებულება იმ საკითხების მიმართ, რომელზეც პატრიარქი საუბრობდა და რასაც გვასწავლიდა - ტოლერანტობა, ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი, დამოკიდებულება ოჯახის სიწმინდეების მიმართ და უამრავი სხვა რამ, რითიც საქართველომ დღემდე მოაღწია. მისმა საზოგადოებამ ეს მაღალი ცოდნა, ინტელექტი და დამოკიდებულება შეინარჩუნა. უამრავი ხალხის სიჩუმე გარკვეულ კდემამოსილებას და ქედის მოხრას გამოხატავდა იმ მდგომარეობის მიმართ, რომელშიც ვიყავით და რა განცდაც გვქონდა ყველას ერთად. ამ განცდამ, მწუხარებამ და დარდმა გაგვაერთიანა. ეს დღეები ყველამ ერთად გავიზიარეთ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მსგავსი სიახლეები
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა დაახლოებით ცხრა წლის წინ, არის ანდერძი
საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი ეწვია
საქართველოს რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
ჩვენ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ "პატრიარქის საქართველო"-მიხეილ ყაველაშვილი
ილია მეორე ყოველთვის ზრუნავდა თავის ხალხზე, დაობლდა მთელი მართლმადიდებლური სამყარო, თუმცა ის ყველასთვის მფარველი ანგელოზია -კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი
ცესკოს სხდომაზე ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს
პატრიარქის მიმართ პატივისცემა, სიყვარული მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოხატა, ეს იყო ქართული საზოგადოების დამოკიდებულების მანიფესტაცია საკუთარი ეკლესიისა და ისტორიის მიმართ -გია ვოლსკი
როგორ ვუმკურნალოთ სწორად ფრჩხილის სოკოს და რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე "ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები"
23 მარტის ამინდის პროგნოზი
არაფრით არ ჩაჯდა იმ დაჯავშნილ მანქანაში - მამა შალვა ილია მეორესთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს
მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა: შინდისში დაღუპული ბიჭების გამოსვენება იყო პატრიარქის ინიციატივა
სავალან მირზოევი: ქართველი ხალხის მწუხარება, აზერბაიჯანელებმა საკუთარ ტკივილად მიიღეს
"რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ადამიანი მივიდეს და შეეხოს საფლავს" - დეკანოზი ილია ნემსაძე
,,კათოლიკოს-პატრიარქმა ლოცვა ასწავლა ლოცვა მივიწყებულ ქართველ ხალხს''- დავით ქართველიშვილი
მიტროპოლიტი ანანია: პატრიარქი იყო კლდე, უმტკიცესი საყრდენი, რომელზეც მან თვით ააგო თანამედროვე საქართველოს ეკლესია
პატრიარქო, გვიყვარხარ! - კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს
წმინდა სინოდმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, გარდაცვალების შემდეგ, განსაკუთრებული ღვაწლისთვის წმინდა კვართის ორდენით დააჯილდოვა
"შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობას ყველაფრისთვის, რაშიც გული ვატკინეთ, რაც ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც მას სურდა" - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო
მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო ქედს იხრის თავისი პატრიარქის უკვდავი სულის წინაშე, თქვენ გვასწავლეთ, რომ ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამსაც კი, გამოსავალი უფლის რწმენასა და ერთმანეთის სიყვარულშია