ცესკოს სხდომაზე ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სხდომა დღეს წუთიერი დუმილით დაიწყო, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ ჟესტით სხდომის მონაწილეებმა პატივი მიაგეს საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ხსოვნას.

„გუშინ ჩვენ მივაბარეთ მიწას ჩვენი ერის სულიერი წინამძღოლი, პატრიარქი - ადამიანი, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში უდიდესი ღვაწლი დასდო ჩვენს ეკლესიას. პიროვნება, რომლის სახელსაც უკავშირდება ჩვენი ერის სულიერი გაძლიერება, სიმშვიდისა და სიყვარულის ქადაგება, ურთულეს დროს ხალხის გაერთიანება.

მისი ცხოვრება იყო მაგალითი - რწმენის, მოთმინების, თავმდაბლობისა და უსაზღვრო სიყვარულის. ის იყო არა მხოლოდ ეკლესიის წინამძღოლი, არამედ თითოეული ჩვენგანის მფარველი და გულშემატკივარი.

დღეს სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად, რასაც თითოეული ჩვენგანი განვიცდით. თუმცა გვჯერა, რომ მისი სულიერი მემკვიდრეობა, მისი სიბრძნე და მის მიერ ნათქვამი სიტყვები კიდევ დიდხანს დარჩება ჩვენს შორის და იქცევა გზამკვლევად მომავალი თაობებისთვის.

საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით მინდა მივუსამძიმრო ჩვენ ქვეყანას, საეკლესიო დასს და ყველა იმ ადამიანს, ვისშიც მისმა გარდაცვალებამ მწუხარება და ტკივილი გამოიწვია", - განაცხადა დღევანდელ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა დაახლოებით ცხრა წლის წინ, არის ანდერძი
საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი ეწვია
საქართველოს რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
ჩვენ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ "პატრიარქის საქართველო"-მიხეილ ყაველაშვილი
ილია მეორე ყოველთვის ზრუნავდა თავის ხალხზე, დაობლდა მთელი მართლმადიდებლური სამყარო, თუმცა ის ყველასთვის მფარველი ანგელოზია -კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი
ცესკოს სხდომაზე ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს
პატრიარქის მიმართ პატივისცემა, სიყვარული მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოხატა, ეს იყო ქართული საზოგადოების დამოკიდებულების მანიფესტაცია საკუთარი ეკლესიისა და ისტორიის მიმართ -გია ვოლსკი
როგორ ვუმკურნალოთ სწორად ფრჩხილის სოკოს და რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე "ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები"
23 მარტის ამინდის პროგნოზი
არაფრით არ ჩაჯდა იმ დაჯავშნილ მანქანაში - მამა შალვა ილია მეორესთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს
მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა: შინდისში დაღუპული ბიჭების გამოსვენება იყო პატრიარქის ინიციატივა
სავალან მირზოევი: ქართველი ხალხის მწუხარება, აზერბაიჯანელებმა საკუთარ ტკივილად მიიღეს
"რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ადამიანი მივიდეს და შეეხოს საფლავს" - დეკანოზი ილია ნემსაძე
,,კათოლიკოს-პატრიარქმა ლოცვა ასწავლა ლოცვა მივიწყებულ ქართველ ხალხს''- დავით ქართველიშვილი
მიტროპოლიტი ანანია: პატრიარქი იყო კლდე, უმტკიცესი საყრდენი, რომელზეც მან თვით ააგო თანამედროვე საქართველოს ეკლესია
პატრიარქო, გვიყვარხარ! - კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს
წმინდა სინოდმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, გარდაცვალების შემდეგ, განსაკუთრებული ღვაწლისთვის წმინდა კვართის ორდენით დააჯილდოვა
"შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობას ყველაფრისთვის, რაშიც გული ვატკინეთ, რაც ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც მას სურდა" - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო
მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო ქედს იხრის თავისი პატრიარქის უკვდავი სულის წინაშე, თქვენ გვასწავლეთ, რომ ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამსაც კი, გამოსავალი უფლის რწმენასა და ერთმანეთის სიყვარულშია