ილია მეორე ყოველთვის ზრუნავდა თავის ხალხზე, დაობლდა მთელი მართლმადიდებლური სამყარო, თუმცა ის ყველასთვის მფარველი ანგელოზია -კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი

ილია მეორის სიყვარული მარადიული იქნება. არა მხოლოდ თქვენ დაკარგეთ თქვენი სულიერი მამა, არამედ ჩვენც დავკარგეთ მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი წინამძღვარი. არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყარო დაობლდა, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ახლა ის ყველასთვის მფარველი ანგელოზია, - ამის შესახებ კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა, თამასოსის ეპარქიის მიტროპოლიტმა ისაიამ განაცხადა.

მიტროპოლიტმა ისაიამ ილია მეორის გარდაცვალების გამო ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„ჩვენ გუშინ ჩამოვედით წმინდა ქალაქ თბილისში კვიპროსის კუნძულიდან, როგორც კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიისა და კვიპროსის არქიეპისკოპოსის, გიორგის წარმომადგენლები. მე ვარ მიტროპოლიტი ისაია თამასოსელი და პაფოსელი. პირადად ვიცნობდი აწ განსვენებულ უწმინდესს, პატრიარქ ილია მეორეს. ის ჩემთვის მეორე სულიერი მამასავით იყო. ჩვენ საქართველოს ვიცნობთ 90-იანი წლებიდან, როდესაც აქ სხვადასხვა ჰუმანიტარულ მისიაში ვმსახურობდით უწმინდესი პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. ილია მეორე ყოველთვის ზრუნავდა და ფიქრობდა თავის ხალხზე. 90-იან წლებში პატრიარქი ჩავიდა კვიპროსში და სწორედ მაშინ დაიწყო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებსა და ეკლესიებს შორის. დღემდე ამ ურთიერთობების ერთგვარი შუამავალი ვიყავი. ჩვენთვის უწმინდესი პატრიარქი ილია ახლა აღიქმება, როგორც მფარველი ანგელოზი. არა მხოლოდ თქვენ დაკარგეთ თქვენი წმინდა სულიერი მამა, არამედ ჩვენც დავკარგეთ მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი წინამძღვარი. არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყარო დაობლდა, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ახლა ის, როგორც წმინდა ადამიანი, ყველასთვის მფარველი ანგელოზია. ჩვენ ერთი ადამიანი არ დაგვიკარგავს - ჩვენ ერთი მფარველი ანგელოზი შევიძინეთ. ვფიქრობ, დღეს ჩვენს მიწაზე დიდი პრობლემებია: ომები, სხვადასხვა განხეთქილება, სირთულეები როგორც მართლმადიდებლურ სამყაროში, ისე მთელ მსოფლიოში და საჭიროა მისი ლოცვა. მგონია, რომ მან ყველაზე რთული დრო აირჩია ზეცაში გადასასვლელად, რათა უფრო ახლოს იყოს ღვთისმშობელთან, იესო ქრისტესთან და თავისი ლოცვით დაგვეხმაროს. კვიპროსის არქიეპისკოპოს გიორგის და ჩვენი სინოდის სახელით ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს. გარწმუნებთ, რომ ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის სიყვარული მარადიული იქნება. მისი სიყვარულისა და ლოცვის წყალობით, ჩვენს ეკლესიებს შორის ურთიერთობა მარადიული დარჩება", - განაცხადა მიტროპოლიტმა ისაიამ.

 





მსგავსი სიახლეები
,, სიონის ტაძარში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, პანაშვიდებს დაესწრონ და პატრიარქის საფლავზე მივიდნენ''-ანდრია ჯაღმაიძე
,,მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე ზეციური მმფარველი იქნება''- მეუფე შიო
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა დაახლოებით ცხრა წლის წინ, არის ანდერძი
საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი ეწვია
საქართველოს რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
ჩვენ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ "პატრიარქის საქართველო"-მიხეილ ყაველაშვილი
ილია მეორე ყოველთვის ზრუნავდა თავის ხალხზე, დაობლდა მთელი მართლმადიდებლური სამყარო, თუმცა ის ყველასთვის მფარველი ანგელოზია -კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი
ცესკოს სხდომაზე ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს
პატრიარქის მიმართ პატივისცემა, სიყვარული მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოხატა, ეს იყო ქართული საზოგადოების დამოკიდებულების მანიფესტაცია საკუთარი ეკლესიისა და ისტორიის მიმართ -გია ვოლსკი
როგორ ვუმკურნალოთ სწორად ფრჩხილის სოკოს და რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე "ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები"
23 მარტის ამინდის პროგნოზი
არაფრით არ ჩაჯდა იმ დაჯავშნილ მანქანაში - მამა შალვა ილია მეორესთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს
მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა: შინდისში დაღუპული ბიჭების გამოსვენება იყო პატრიარქის ინიციატივა
სავალან მირზოევი: ქართველი ხალხის მწუხარება, აზერბაიჯანელებმა საკუთარ ტკივილად მიიღეს
"რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ადამიანი მივიდეს და შეეხოს საფლავს" - დეკანოზი ილია ნემსაძე
,,კათოლიკოს-პატრიარქმა ლოცვა ასწავლა ლოცვა მივიწყებულ ქართველ ხალხს''- დავით ქართველიშვილი
მიტროპოლიტი ანანია: პატრიარქი იყო კლდე, უმტკიცესი საყრდენი, რომელზეც მან თვით ააგო თანამედროვე საქართველოს ეკლესია
პატრიარქო, გვიყვარხარ! - კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს
წმინდა სინოდმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, გარდაცვალების შემდეგ, განსაკუთრებული ღვაწლისთვის წმინდა კვართის ორდენით დააჯილდოვა